დეკანოზი დიმიტრი გიორგის ძე ბერულავა 1856 წელს სამეგრელოს სამთავროში, სოფ. კურზუში მღვდლის ოჯახში დაიბადა. სასულიერო პირები იყვნენ მისი მამა მღვდელი გიორგი და პაპა მღვდელი სიმონი.
მღვდელი სიმონ გაბრიელის ძე ბერულავა 1791 წელს გლეხის ოჯახში დაიბადა. ქართულ ენაზე საეკლესიო წიგნი, წერა-კითხვა, გალობა და ტიბიკონი მარტვილის მამათა მონასტერში ისწავლა. 1825 წლის 15 ივნისს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა. იმავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და კურზუს მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში განამწესა. 1870 წელს პენსიაზე გავიდა. მღვდელი სიმონი 1888 წლის 16 იანვარს მოხუცებულობით გარდაიცვალა. სიკვდილის წინ აღსარება ათქმევინა და აზიარა მღვდელმა დავით ადამიამ. წესი აუგო და დაასაფლავა მთავარხუცესმა, მღვდელმა ბესარიონ ხუხუნმა და მღვდელმა დავით ადამიამ, მედავითნე დიმიტრი ბერულავასთან ერთად ნაფიჩხოუს წმ. გიორგის სახ. ტაძარში. ჰყავდა ორი ვაჟი: მღვდელი გიორგი და იოანე (დაბ. 1831წ., მისი მეუღლე ბარბარე ხახუტას ასული (დაბ. 1842წ.. და შვილები: მლვდელი სოფრონი (1862-
1937წწ.), ილია (დაბ. 186ვწ.), ივლიტა (დაბ. 1870წ.), ზინობია (დაბ. 187ვწ.).
მღვდელი გიორგი სიმონის ძე ბერულავა 1826 წელს დაიბადა. თავისი მამის მსგავსად, მანაც ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, წერა, კატეხიზმო, ისტორია, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მარტვილის საკათედრო ტაძარში ისწავლა. 1860 წლის 25 მარტს სამეგრელოს ეპისკოპოსმა გერონტიმ (პაპიტაშვილი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 20 აპრილს მღვდლად დაასხა ხელი და გოდოგნის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1896 წელს პენსიაზე გავიდა. მღვდელი გიორგი 1907 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ნაფიჩხოს წმ. გიორგის სახ. ტაძრის ეზოში. 1885 წელს უკვე ქვრივია. დარჩა შვილები: მღვდელი იოანე (დაბ. 1853წ.),დეკანოზი დიმიტრი (1856-1915წწ.), სიმონი (დაბ. 1862წ.); მღვდელი ალექსი (დაბ. 1864წ.), ეგნატე (დაბ. 1866წ.). მამა-პაპისეული საქმის ღირსეული გამგრძელებელი იყო დიმიტრი, რომელმაც 1876 წელს დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. ქართულ
ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, წერა, კილოზე გალობა და საეკლესიო ტიბიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. 1877 წლის 1 სექტემბერს ზუგდიდის მაზრის, სოფ. ახუთის ეკლესიის წინამძღვარმა, მღვდელმა ანტონ პაპასქირმა დიმიტრი ტაძართან ახლად გახსნილ სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად მიიწვია. პედაგოგიური საქმიანობა სოფ. ახუთში ნაყოფიერად წარიმართა. დიმიტრიმ დამსახურებული ავტორიტეტი მოიპოვა, იგი ყველას უყვარდა და დიდ პატივს სცემდნენ. მწერალ ვ. როდონაიას მოყავს ერთი საგულისხმო ეპიზოდი მისი ამდროინდელი მოღვაწეობიდან: „... 1879
წელს ახუთის სკოლის შენობას ცეცხლი გაუჩნდა, პირველად დიმიტრიმ მიირბინა, სკოლის უკან მიშენებულ პატარა ოთახში რამდენიმე მოსწავლე ცხოვრობდა. იგი იმ დროს შევარდა ოთახში, როცა დაბნეულ ბავშვებს თავზე ცეცხლის ენები დასტრიალებდათ, მან ბავშვები გადაარჩინა, მაგრამ
თვითონ მძიმე სიდამწვრე მიიღო. იგი ბინაში საკაცით გადაიყვანეს და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გამოკეთდა, სიდამწვრის ნიშნები კი შემდეგაც სახეზე ეტყობოდა მას. საქართველოს სახელმწიფო არქივში დაცულია სკოლის ინსპექტორ ლევიცკის მოხსენება კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველისადმი, სადაც ლევიცკი აღნიშნავს, რომ ხანძრისაგან მთლიანად განადგურდა ახუთის სამინისტრო სკოლა და მის აღსადგენად ითხოვდა 3 000 მანეთს, თუმცა მთავრობამ ეს თანხა არ გამოჰყო და სკოლა მოგვიანებით აღდგა მოქალაქეთა ძალებით“.
1878 წლის 18 ივნისს დიმიტრი გოდოგნის წმ. გიორგის სახ. ტაძრის პონომარად დაინიშნა. 1883 წლის 28 ივლისიდან გოდოგნის ტაძრის მედავითნეა. 1885 წლის 29 მარტს (მეორე ვერსიით -– 26 ივლისს) იმ მამაცობის გამო, რაც მან გამოიჩინა ბავშვების გადარჩენის დროს, სამოქალაქო მმართველობამ წმ. ვლადიმერის ლენტიანი ვერცხლის მედლით დააჯილდოვა. 1889 წლის 1 იანვარს მან დატოვა ახუთის სამრევლო სკოლის მასწავლებლის პოსტი და სასულიერო ასპარეზზე გადაინაცვლა. 1889 წლის 22 იანვარს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) იგი დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 24 იანვარს მლვდლად დაასხა ხელი და ნაფიჩხოუს წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაადგინა. 1889 წლის 28 თებერვალს ალავერტის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. ნაფიჩხოუს ტაძარში დანიშვნისთანავე, მლვდელმა დიმიტრიმ ტაძართან თავისი ხარჯებით გახსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, მაგრამ რადგან მაშინდელმა სახელმწიფო ხაზინამ არ გამოჰყო თანხები სკოლის შენობის ასაშენებლად, მან თავის სახლში ერთ ოთახში გამართა აღნიშნული სასწავლებელი და საჭირო ინვენტარითაც თვითონ მოამარაგა. 1889 წლის ოქტომბერ-
9-1 საპატრიარრქოს უწყებანი N9 8-22 ოქტომბერი 2020წ გვ.22
დეკანოზი დიმიტრი ბერულავა 1856-1915 (გაგრძელება)
ში სამხედრო ნაწილში მსახურებაც დაევალა. 1891 წლის 14 დეკემბერს სასწავლო დარგში ნაყოფიერი პედაგოგიური სამსახურისთვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1892 წლის 2 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1893 წლის 28 იანვარს ეპისკოპოსმა გრიგოლმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1895 წელს სკუფია უბოძეს. 1896 წელს ეპისკოპოსმა გრიგოლმა გურია-სამეგრელოს ეპარქიალურ სასწავლო კომიტეტში ზუგდიდის სამაზრო განყოფილების წევრად განამწესა. 1898 წლის 10 დეკემბერს სამთავარხუცესო ოლეის სამღვდელოებამ სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში თავის დეპუტატად გამოარჩია. მღვდელ დიმიტრის დიდი წვლილი მიუძღვის სამეგრელოში ქართული ენის დაცვის საქმეში. როგორც მოგეხსენებათ, XIX ს-ის 60-იანი წლებიდან რუსეთის იმპერია სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის განდევნას ცდილობდა. ამ საქმეს ხელმძღვანელობდნენ ქუთაისის სახალხო სკოლების მეთვალყურე ლევიცკი, ხონის საოსტატო სემინარიის პედაგოგი პეტროვი, ხოლო მეგრელების მხრიდან თ. აშორდია. ლევიცკიმ აშორდიას დაავალა საღვთო სჯულის და წირვა-ლოცვის საღვთო წიგნების თარგმნა მეგრულ ენაზე. მანაც ეს დავალება სიამოვნებით შეასრულა, მაგრამ აშორდიას ამ სამარცხვინო ნაბიჯს მთელი სამეგრელოს მოსახლეობა და საქართველოს სასულიერო და საერო საზოგადო მოღვაწეები ერთხმად წინ აღუდგნენ. მათ შორის იყო მღვდელი დიმიტრი. აი, რას წერდა იგი 1899 წელს გაზეთ „მწყემსში“ ამის თაობაზე: „უმორჩილესად გთხოვთ ამ მცირე შენიშვნას მისცეთ ადგილი თქვენს პატივცემულ გაზეთ „მწყემსში“, 11-ს წარსულ ოკტომბერს, სამსახურის გამო დ. ზუგდიდში ჩემი ყოფნის დროს, ერთმა მეგრელმა (ეს იყო თ. აშორდია, როგორც უკვე იციან მკითხველებმა, მეგრული ანბანის შემდგენელი) გამიხმო, ჩემთან ერთი ახალგაზრდა მღვდელიც იყო და გვითხრა: „იმედია, თქვენ არ მიბაძავთ ძველ მღვდლებს და ამ თხოვნაზე ხელს მომიწერთო“. გაშალა ერთი ფურცელი ქაღალდი, რომელშიაც კავკასიის ოლქის სამასწავლებლო მზრუნველის, ბ. იანოვსკის სახელზე, სამურზაყანო და სამეგრელოს მღვდელთა და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მხრით (ვითომ) თხოვნა იყო შედგენილი -– იმის შესახებ, რომ როგორც კაი ხნის გამოცდილებით დავრწმუნდით, მეგრულ ანბანებით შედგენილმა წიგნმა დიდი სარგებლობა მოუტანა ჩვენ სკოლებს და პირდაპირ მისი საშვალებით მეგრულიდან რუსულ ენაზე გადასვლა გაგვიადვილდაო; ამისთვის ნება დართულ იქმნეს ყოველ ჩვენ სკოლებში მიღებულ იქმნას ხსენებული სახელმძღვანელოო (ესე იგი „აშორდიული"). ბოლოს ხელს აწერდნენ სამურზაყანოდამ სამი თუ ოთხი მასწავლებელი და იმდენივე მღვდელიც, ხოლო ზუგდიდის მაზრიდან -- აწერდა ხელს ერთი მღვდელი. მე ვუპასუხე: 25-ს ამ თვეს აქ, ზუგდიდში კრება გვექნება მაზრის სამასწავლებლო რჩევის განყოფილებაში და იქ მოიტანეთ ეს არზა მეთქი. ამ დროს უცებ ჩემს მესაუბრეს ფერი წაუხდა და მოჰკურცხლა. იმედია ბეჭდვითი ორგანოები ყურადღებას მიაქცევენ ამ არა სასიამოვნო მოვლენას და გააფრთხილებენ ჩვენს სამღვდელოებას და მასწავლებელთა, რომ საზოგადო საქმეს, და მეტადრე სკოლების შესახებ საქმეს ასე ადვილად -– დამალულად და მოუფიქრებლად ნუ მოაწერენ ხელს, რომ მით მთავრობაც შეცდომაში არ შეიყვანონ. არავის არა აქვს უფლება, რომ ამისთანა დამზადებულ თხოვნებს ხელი მოაწერონ თავიანთ მღვდელმთავრების შეუტყობლად და ნება დაურთველად. ამისთანა სერიოზული საქმე უნდა ეკითხებოდეს ადგილობით მღვდელმთავარს და არა კერძო პირებს. რაც შეეხება აშორდიას, რომელიც სიყრმიდანვე შეუდგა პირადი სარგებლობის თაყვანისცემას, მას საზოგადო კეთილ დღეობაში ნიჭი და განათლება არ შესწევს. ის უნდა იკმაროს, რაც ზარალი ჩვენს სკოლებს დღემდის მისცა“.
1899 წელს მღვდელ დიმიტრის მიერ გახსნილი სამრევლო სკოლა ორკლასიან სამინისტრო სკოლად გადაკეთდა და იმავე სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. ნაფიჩხოველი კირუშა პაპავა, რომელიც XX ს-ის 60-იან წლებში ნაფიჩხოვოს საშუალო სკოლის დირექტორად მუშაობდა, თავის მოგონებებში ამ სკოლის შესახებ სწერდა: „შემდეგში, მან წმიდა გიორგის ეკლესიასთან ახლოს, საკუთარ მიწაზე, პირადი სახსრებით სკოლისათვის ააგო 35 მოსწავლისათვის გათვალისწინებული სამოთახიანი შენობა და თავიდანვე ამ სკოლას ამ რაოდენობის მოსწავლეებით თვითონ ინახავდა საკუთარი ხარჯებით. ამავე დროს მასწავლებლის მოვალეობასაც უსასყიდლოდ ასრულებდა. ეს სკოლა გასაბჭოების შემდეგაც არსებობდა და იწოდებოდა მეორე ომარტეს დაწყებით სკოლად, რომელიც გვიან დაშალეს და გამოიყენეს ნაფიჩხოვოს საშუალო სკოლის შენობისათვის. ის ტერიტორია, სადაც იდგა ნაფიჩხოვოს წმ. გიორგის ეკლესია და მასთან გახსნილი საეკლესიო-სამრევლო სკოლა, მოგვიანებით მომხდარი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ცვლილებების შედეგად შეუერთდა მომიჯნავე სოფ. კურზუს და ამჟამადაც მის შემადგენლობაშია“. 1899 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1901 წელს მლვდელმა დიმიტრიმ ტაძართან გახსნა ქალთა ერთკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლა. ამ სკოლაში, რომელიც იმ მხარეში ერთადერთი იყო, სხვა სასწავლო დისციპლინებთან ერთად ასწავლიდნენ „ხელსაქმეს“, სკოლაში საქსოვი დაზგაც კი გამართეს. „ხელსაქმის“ მასწავლებლად ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობდა ფოფოდია სალომე ბენდელიანი-ბერულავასი. 1903 წელს მღვდელი
9-2 საპატრიარრქოს უწყებანი N9 8-22 ოქტომბერი 2020წ გვ.23
დეკანოზი დიმიტრი ბერულავა 1856-1915 (გაგრძელება)
დიმიტრი გაზეთ „მწყემსში“ სამადლობელ წერილს აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ: „მ. რედაქტორო! უმორჩილესად გთხოვთ ნება გვიბოძოთ, რომ თქვენი პატივცემულ გაზეთამწყემსის“ საშუალებით, ჩემის და ჩემდამო რწმუნებული სკოლის შეგირდების მხრით, უგულითადესი მადლობა გამოუცხადოთ ქ. ქუთაისში მცხოვრებთ: ვასილ ბეჟანეიშვილს, რომელმაც შემოსწირა რწმუნებულ ჩემდამო ნაფიჩხოვოს საქალებო სამრევლო სკოლასთან დაარსებულ წიგნთ-საცავს 73 ცალი ქართული წიგნები; წმიდა ნინოს სასწავლებლის მერვე კლასის მოწაფეს მარიამ მარგველაშვილს, რომელმაც ამავე წიგნთ-საცავს შემოსწირა 14 ცალი ქართულრუსული წიგნები. ღმერთმან ინებოს სხვებსაც მიებაძოთ ამათთვის, აღმოეჩინოთ შემწეობა ამ მივარდნილ კუთხეში და მიყრუებულ კავკასიის მთის ძირში დაარსებული სკოლის წიგნთ-საცავისათვის, რომელიც მეტად ღარიბია და დიდად საჭიროებს კეთილ პირთა ყურადღებას და დახმარებას“. 1902 წლის 11 მაისს აღმზრდელობით დარგში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის ქართული ბიბლიით დაჯილდოვდა. 1903 წლის 21 აგვისტოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1904 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1909 წლის 15 მაისს წმ. ანასII ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. მღვდელი დიმიტრი, გარდა იმისა, რომ ნაყოფიერად იყო ჩართული პედაგოგიურ და აქტიურ საზოგადო საქმიანობაში, იგი აქტიურად დაკავებული იყო სოფლის მეურნეობითაც. პრესის ფურცლებზე იგი ხშირად აქვეყნებდა თავის შეხედულებებს და აანალიზებდა სოფლად არსებულ სოციალურ სიდუხჭირის მიზეზებს და სახავდა მათი დაძლევის რეალურ გზებს. 1912 წლის ზაფხულში სამეგრელოს ეკლესიამონასტრები მოილოცა და რევიზია ჩაუტარა გურიასამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე), რომელმაც გულდასმით დაათვალიერა ტაძრები, დეტალურად შეისწავლა იქ არსებული პრობლემები და ყველგან ქადაგებით და მამობრივი დარიგებებით მიმართა მრევლს. ეს მოგზაურობა სრულად აღწერილია სასულიერო გაზეთ „შინაურ საქმეებში“. აი, რას ვკითხულობთ იქ: „სოფ. თაიიდან მისი მეუფება გადაბრძანდა ალავერდის საბლაღოჩინო ოლქში. მზე ჩაწურული იყო, რომ ახალ ოლქის პირველ მრევლში, სოფ. ნაფიჩხოუში მივედით. ათასამდე ქალი და კაცი უცდიდა ძვირფას სტუმარს. გალავანში შესვლისთანავე მღვდელმთავარს მიეგება ადგილობრივი მღვდლის შვილის, თბილისის სემინარიის მოსწავლე, ბ. ბერულავასაგან გაწყობილი მგალობელთა გუნდი, „ისპოლლას“ თქმით და მერე წმიდა გიორგის ტროპრის გალობით წინ გაუძღვა ეკლესიისაკენ. ეკლესიის კარიბჭეში მის მეუფებას შეხვდა მთელი საბლაღოჩინო ოლქის სამღვდელოება მღვდელ დიმიტრი ბერულავას მეთაურობით, რომელმაც მრევლის და კრებულის სახელით მიართვა მის მეუფებას მაცხოვრის ხატი და თან მიმართა მას შემდეგი სიტყვით: „ყოვლად უმოწყალესო მწყემსმთავარო და მამაო! ეს ტაძარი მღვდელმთავარმა რომ აკურთხა, იქნება ოცდათუთხმეტი წელიწადი. ძვირად იქნება ისეთი შეკრებილება ამ მხარეში, სადაც სიხარულით არ მოუთხრობდნენ მაშინდელ და შემდეგ იმისა ამ ტაძარში მღვდელმთავართა მობრძანების ამბავს. დღეს რომ გაიგეს
თქვენი მეუფების მობრძანება ყველამ თავი დაანება თავიანთ საჩქარო საქმეებს და გამოეშურნენ ეკლესიისკენ. დღეს მათი საცხოვრებელი ბინა ცალიერია, გარნა ტაძარი ესე სავსეა. მათ უყვართ ეკლესია, პატივს ცემენ მის წმინდანებს, ნივთიერად ღარიბნი, ისინი არიან სარწმუნოებით მდიდარნი. მათ სწყურიან თქვენი მეუფებისაგან სიტყვის მოსმენა, მათ სწურიათ თქვენი მეუფებისაგან ლოცვაკურთხევის მიღება. დღეს ჩვენთან ერთად სულიერად დღესასწაულობენ ჩვენი მიცვალებულნიც, რომ მათ ეკლესიაში ბრძანდება ყოვლადსამღვდელო. შემდეგ ამისა ყველანი ჩვენ თავს ვრაცხთ მეტად ბედნიერად, რადგან თქვენმა მეუფებამ პირადად ინახულა ჩვენი სოფელი, რომლის ყოველნაირ საჭიროებას და ნაკლულევანეობას მარტო ერთის შეხედვით შენიშნავს თქვენი მეუფების ბრძნული გონება, რომლის გამო ვიმედოვნებთ ჩვენი ეკლესიის და შკოლების საქმის მსვლელობის დროს
9-3 საპატრიარრქოს უწყებანი N9 8-22 ოქტომბერი 2020წ გვ.24
დეკანოზი დიმიტრი ბერულავა 1856-1915 (დასასრული)
თქვენი მეუფება გაგვიწევს მფარველობას. ყოვლად უმოწყალესო მეუფეო! ჩვენთვის ეკლესიის მსახურთათვის თქვენი მეუფების მობრძანება დიდი სასიხარულოა. ის გვანუგეშებს წასრულ შრომისათვის, გვამხნევებს მომავლისათვის, გვიმტკიცებს რომ ჩვენ ჩვენი მძიმე მოვალეობის აღსრულებაში მარტონი არა ვართ, ჩვენ გვყავს მღვდელმთავარი, რომლისადმი შეგვიძლია მივიქცეთ რჩევა-დარიგებისათვის და რომლისათვის ძვირფასია თითოეული სულიერი ინტერესი თავის სამწყსოისა, ნიშნად განუსაზღვრელისა სიხარულისა და სიყვარულისა კრებულნი და მრევლნი ამა ეკლესიისა ამასთან მოვართმევთ თქვენს მეუფებას ხატსა, მასზედ გამოსახული ქრისტე მაცხოვარი ფარვიდეს ჩვენს სასიქადულო თქვენს მეუფებას.
ილოცეთ, ყოვლად უმოწყალესო მეუფეო, ზეციერ მღვდელმთავრის ტრაპეზის წინაშე, რომ ცხოვრება ადგილობრივ მკვიდრთა თანდათანობით განვითარებული მიმდინარეობდეს კეთილ-ქრისტიანულ მიმართულებით და ვღირსებოდეთ თქვენი მეუფების აქ მობრძანებას მრავალჟამიერ“. შემდგომად ამისა, თავად ეპისკოპოსმა ლეონიდემ წარმოსთქვა ვრცელი ქადაგება, დალოცა და აკურთხა მრევლი და სამღვდელოება. ეკლესიას აკლია ბევრი სამკაული და დასახურავ-გასაკეთებელია შიგნითაც და გარეთაც. ღამის გასათევად მისი მეუფება მიიწვია მამა დიმიტრიმ. ყოვლად სამღვდელომ გულდადებით დაათვალიერა მამა ბერულავას კარ-მიდამო და მეტად ნასიამოვნები დარჩა ამ მღვდლისაგან გაშენებული თხილის პლანტაციით და ნამყენი ვენახით; დიდათ მოუწონა მამა ბერულავას მეურნეობის სიყვარული და ბეჯითად დაავალა მომავალშიაც თავგამოდებით გაგრძობა ასეთი შრომისა სხვების სამაგალითოდ და გამოსაფხიზლებლად“. 1914 წლის 29 ივლისს დედაეკლესიაში 25-წლიანი ერთგული და თავდადებული სამსახურის გამო მას დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი დიმიტრი 1915 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა (საგაზეთო ვერსიით -- 15 თებერვალს). მის ოჯახს 1915 წლის 20 ნოემბერს წელიწადში 300 მანეთი პენსია დაენიშნა. მეუღლე - სალომე ნიკოლოზის ასული ბენდელიანი (დაბ. 27.05.1871წ.), შვილები: გაბრიელი (დაბ. 8.11.1891წ. დაამთავრა პეტერბურგის „ხაზაისტვენი“ სასწავლებელი); ოლღა (დაბ. 8.1 1.1891წ., სოხუმის ქალთა გიმნაზიის პედაგოგი); თეოდორე (დაბ. 15.01.1899წ.); ნადეჟდა (დაბ. 1.09.1900წ.); გიორგი (დაბ. 3.11.1903წ.).