სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
რომანი ბერულავა 1955-93წწ. გარდ. 38 წლის, სოფ. ცუგუროვკა სოხუმი დაბ. სოფ. თავისუფლება სოხუმი აფხაზეთი რომანი ბერულავა 1955-93წწ. გარდ. 38 წლის, სოფ. ცუგუროვკა სოხუმი დაბ. სოფ. თავისუფლება სოხუმი აფხაზეთი

1955-1993 წწ. გარდ. 38 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბერულავა სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

30       ბეჭდვა

რომანი ბერულავა 1955-93წწ. გარდ. 38 წლის, სოფ. ცუგუროვკა სოხუმი დაბ. სოფ. თავისუფლება სოხუმი აფხაზეთი



რომან  ბერულავა  დაიბადა  1955 წლის  19  აპრილს  სოხუმის   რაიონის  სოფელ თავისუფლებაში. სამხედრო-სავალდებულო  სამსახურის  შემდეგ  დაოჯახდა,შეეძინათ ორი  ქალიშვილი. 1992 წელს,აფხაზეთში  ომის  დაწყების  პირველი   დღიდანვე  ჩადგა   საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  მებრძოლთა  რიგებში.  მსახურობდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2   საარმიო  კორპუსის  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  მე-8  ბატალიონის  პირველ  ასეულში.

რომანი  მონაწილეობდა  ასეულის  მიერ  წარმოებულ  საბრძოლო  ოპერაციებში  ცუგუროვკისა  და  იაშთხვის  სიმაღლეების  დასაცავად,როდესაც მტერი მოადგა ცუგუროვკის  სტრატეგიულ  სიმაღლეს, რომან  ბერულავა  თანამებრძოლებთან  ერთად   ეკვეთა  მომხვდურთა  ჭარბ  ძალებს - სომხების „ბაგრამიანის ბატალიონს“, ჩეჩნების,აფსუების  და  რუსების  სამხედრო  ნაწილებს... მტერი  უკუიქცა, მაგრამ,  სამწუხაროდ, რომანისა  და  ბევრი  თანამებრძოლის  სიცოცხლის  ფასად.
   რომან  ბერულავა  1993  წლის  13   ივლისს  ცუგუროვკის  მისადგომებთან  იმსხერპლა საბედისწერო  ჭურვის  ნამსხვრევმა.
   რომან  ბერულავა  დაკრძალულია  სოფელ  თავისუფლებაში.
  საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის   რომან    ბერულავა, სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III  ხარისხის  ორდენით.


წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს

12 მარტი 2025წ. 2 მებრძოლს_ ჯამბულ ბერულავასა და გიორგი გაბროშვილს, 13 მარტს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ; 3 მეომარი კი, ოჯახის წევრთა გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე, ასევე, სამხედრო პატივით დაიკრძალება: ნოდარ ბერიასა და გია ძაგნიძეს, თბილისის ზღვის საქალაქო სასაფლაოზე,ამირან მეგრელიშვილს კი_ქუთაისში, ნიკეას სასაფლაოზე დაკრძალავენ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.04.2021
ბოლო რედაქტირება 28.03.2025
სულ რედაქტირებულია 5

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 02.09.2021
სულ რედაქტირებულია 1


დიმიტრი გიორგის ძე ბერულავა 1856-1915წწ დეკანოზი დაბ. სოფ. კურზუ (მარტვილი)

2 0

ბერულავა

1 0

ალექსანდრე (საშა) ლავრენტის ძე ბერულავა 1945-93წწ დაკ. სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი

2 0


მურმან ბერულავა 1952-93წწ. გარდ. სოფ. ბესლეთი სოხუმი დაბ. სოფ. ბესლეთი სოხუმი აფხაზეთი

2 0


ვახტანგ ბერულავა 1966-93წწ. გარდ. სოფ. ცუგუროვკა სოხუმი დაბ. სოფ. ბესლეთი სოხუმი აფხაზეთი

3 0


ვლადიმერ ბერულავა ბურდღუს ძე 1938-1993წწ გენოციდი, დაბ. სოფ. ბერხეული, გულრიფში.

2 0

ვიტალი ბერულავა 1966-93წწ გარდ. 27 წლის, აფხაზეთში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ლეინტენატი. დაბ. სოხუმი

3 0

ბორის ბერულავა 1960-93წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. კურზუ, მარტვილი ცხოვრ. სოფ. ვლამეროვკა, გულრიფში

2 0

ლუკა ბერულავა დ.2002წ. ოლიმპიური ჩემპიონი ფიგურული ციგურაობა წარმ. მარტვილი

3 0

8 1 3


ბესარიონ ბერულავა დ.1990წ. მსოფლიო ჩემპიონი სამბო სოფ. ზედა ეწერი ზუგდიდი

2 0

8 5 9