1851 წლის 18 ივლისს, ლეკების მიერ, დავით გარეჯის ლავრის დარბევისა და საძმოს წევრების მოწამეობრივად აღსრულების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ისინი წმიდათა დასში შეიყვანა. ზუსტად უცნობია, რომელ წელს და რომელ კრებაზე მოხდა მათი განდიდება. 1928-1929, 1945 და 1946 წელს გამოცემულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო კალენდარში ისინი არ არიან შეტანილი, ხოლო 1947 წელს კი უკვე გვხვდება მათი ხსენება. ჩვენი აზრით, ეს უნდა მომხდარიყო 1946 წლის საეკლესიო კრებაზე, რაც გამოკვლევას საჭიროებს, რა თქმა უნდა, თუ შემორჩენილია ამ კრების ოქმები. ათეისტური რეჟიმის დროს, როდესაც იდევნებოდა ეკლესია, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდა ძირფესვიანად ყველა დეტალის გამოკვლევა, კერძოდ, მოწამეობრივად აღსრულებული მამების გვარებისა და სასულიერო ხარისხების დადგენა, ვინ მორჩილი იყო,ვინ მღვდელ-მონაზონი, ვინ ბერ-დიაკონი და ვინ მონასტერში სასწავლებლად მიბარებული მოწაფე. საქართველოს ეროვნულ არქივსა და კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში რამდენიმეწლიანი კვლევა-ძიების შედეგად დადგინდა მოწამეობრივად აღსრულებული ყველა პირის სახელი, გვარი, სასულიერო წოდება. კვლევა-ძიების შედეგად ასევე დადგინდა შვიდივე მოწამის საერო სახელები, გვარები და სასულიერო ხარისხი. ამჟამად უკვე მზადაა მათი ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი სრული მონაცემები, რომელთაც ჩვენი გაზეთის მკითხველებს ვთავაზობთ. ნაკვეთი! წმინდა მღვდელმოწამე, მღვდელ-მონაზონი სერაპიონი, ერისკაცობაში სიმონ ლომიძე 1789 წელს იმერეთის სამეფოში, სოფ. საყულიაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ადრეული ასაკიდან ისწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. დაოჯახების შემდეგ, 1812 წელს ქუთათელი მიტროპოლიტ დოსითეოსის (წერეთელი) ლოცვა-კურთხევით, ნიქოზელმა ეპისკოპოსმა ათანასემ (მაჭავარიანი) დიაკვნად აკურთხა. 1814 წელს,
6-1 საპატრიარქოს უწყებანი N6 29აპრილი-12მაისი 2021წ გვ.21
1851 წლის 18 ივლისს, ლეკების მიერ, დავით გარეჯის ლავრის დარბევისა და საძმოს წევრების მოწამეობრივად აღსრულების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ისინი წმიდათა დასში შეიყვანა. ზუსტად უცნობია, რომელ წელს და რომელ კრებაზე მოხდა მათი განდიდება. 1928-1929, 1945 და 1946 წელს გამოცემულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო კალენდარში ისინი არ არიან შეტანილი, ხოლო 1947 წელს კი უკვე გვხვდება მათი ხსენება. ჩვენი აზრით, ეს უნდა მომხდარიყო 1946 წლის საეკლესიო კრებაზე, რაც გამოკვლევას საჭიროებს, რა თქმა უნდა, თუ შემორჩენილია
ამ კრების ოქმები. ათეისტური რეჟიმის დროს, როდესაც იდევნებოდა ეკლესია, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდა ძირფესვიანად ყველა დეტალის გამოკვლევა, კერძოდ, მოწამეობრივად აღსრულებული მამების გვარებისა და სასულიერო ხარისხების დადგენა, ვინ მორჩილი იყო,ვინ მღვდელ-მონაზონი, ვინ ბერ-დიაკონი და ვინ მონასტერში სასწავლებლად მიბარებული მოწაფე. საქართველოს ეროვნულ არქივსა და კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში რამდენიმეწლიანი კვლევა-ძიების შედეგად დადგინდა მოწამეობრივად აღსრულებული ყველა პირის სახელი, გვარი, სასულიერო წოდება. კვლევა-ძიების შედეგად ასევე დადგინდა შვიდივე მოწამის საერო სახელები, გვარები და სასულიერო ხარისხი. ამჟამად უკვე მზადაა მათი ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი სრული მონაცემები, რომელთაც ჩვენი გაზეთის მკითხველებს ვთავაზობთ. ნაკვეთი! წმინდა მღვდელმოწამე, მღვდელ-მონაზონი სერაპიონი, ერისკაცობაში სიმონ ლომიძე 1789 წელს იმერეთის სამეფოში, სოფ. საყულიაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ადრეული ასაკიდან ისწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. დაოჯახების შემდეგ, 1812 წელს ქუთათელი მიტროპოლიტ დოსითეოსის (წერეთელი) ლოცვა-კურთხევით, ნიქოზელმა ეპისკოპოსმა ათანასემ (მაჭავარიანი) დიაკვნად აკურთხა. 1814 წელს,მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, გაუჩნდა სურვილი ბერად შედგომისა და ამ მიზნით იმავე წელს აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა. ცხოვრობდა დავით გარეჯის მონასტერში, არქიმანდრიტ ილარიონის (ვაჩნაძე) ლოცვა-კურთხევით. 1821 წელს, ავადმყოფობის გამო, სოფ. საგარეჯოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც პერიოდულად ადგილობრივ მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძარში ესწრებოდა წირვა-ლოცვას. ასე განვლო რამდენიმე წელიწადმა. ამასობაში, როგორც ჩანს, დიაკონ სიმონის უშტატოდ ყოფნის ამბავი საქართველოს ეგზარქოს იონას (ვასილევსკი) ყურამდე მივიდა და 1825 წლის 14 აპრილს ვითარების გასარკვევად საგარეჯოს ოლქის მთავარხუცესს მისი თბილისში გაგზავნა მოსთხოვა. 1825 წლის 19 აპრილს თელავის მაზრის, საგარეჯოს მთავარხუცესი მღვდელი დავით ქიტაშვილი ეგზარქოს იონას სწერდა: „მივიღე უპატივცემულესი თქვენის მაღალ ყ-დ უსამღვდელოესო- ბისა ორდერი იდ აპრილიდგან, #341, რომლითაცა მიბრძანებთ წარმოგზავნასა თქვენის მაღალ ყ-დ უსამღვდელოესობისადმი რაპორტითა საგარეჯოს მყოფის იმერელის სიმონ დიაკონისას. ბრძანებისამებრ თქვენის მაღალ ყ-დ უსამღვდელოესობისა წარმოიგზავნა ამა რაპორტისათანა".
თბილისში ჩასული დიაკონი სიმონი ეგზარქოსთან გამოცხადდა. მან კი, თავის მხრივ, საქართველო-იმერეთის სასინოდო კანტორას დაავალა გამოეძიებინათ და შეესწავლათ მისი წარსული, თუ საიდან იყო წარმოშობით, ვის მიერ ეკურთხა, გარეჯში რამდენ ხანს იმსახურა და საგარეჯოში საიდან მოხვდა. შეგროვილი მასალებიდან სასინოდო კანტორამ შემდეგი მოხსენება წარუდგინა ეგზარქოსს: „რომელ იგი დიაკონად მყოფი გადმოვიდა იმერეთიდგან საქართველოს ჩყიდ წელსა თვინიერ ნებართვისა და წერილობითისა სახისა იქაურის სასულიეროს მთავრობისაგან, და ჰსცხოვრებდა სოფელ საგარეჯოს ორს
წელს ბერებთან დავით გარესჯის უდაბნოსათა; რომლისაცა შემდგომად საკუთარისა წადილისამებრ მისისა და თხოვნისა, იყო იგი შეყვანილ აღნიშნულს დავით გარესჯის უდაბნოში, ყოფილის წინამძღვრის მისის არხიმანდრიტის ილარიონის მიერ იმედითა აღჰკვეცისათა ბერად, სადაცა იმყოფებოდა მორჩილად სამს წლამდისინ; ჟამსა მიღებისა ამა უდაბნოსასა დროებითა განმგებელის არხიმანდრიტის ვიტალიოსის მიერ, რომელიცა აწ იმყოფება რუსეთს, გამოათთო მან მას, რასაცა შინა ჯერ იყო ჩვენებაი, და გაუგზავნა იგი მიწერილობასთანა თვისსა იმერეთის განსვენებულს მიტროპოლიტს დოსითეოსს ქუთათელს და თუ ვითარი მიიღო მან არხიმანდრიტმა ვიტალიოსმა მისგან პასუხი მას ამასთანა ნამდვილს თარგმნითურთ რუსულსა ენასა ზედა წარმოადგენს. შობიდგან დიაკონი იგი არის ლვ წლისა, ქვრივია, ჰყავს ერთი შვილი -- ვასილი, იგ წლისა, რომელიცა ჰსცხოვრებს იმერეთის სოფელსა საყულიას, ბიძაშვილებთან მისთა; დიაკონად ხელდასხმულ არს კურთხევითა ჰხსენებულის ქუთათელის განსვენებულის მიტროპოლიტის დოსითეოსისათა განსუენებულის ნიქოზლის ეპისკოპოსის ათანასეს მიერ ჩყიბ წელსა მთავარანგელოსის ეკლესიისადმი, მდგომარისა აღნიშნულსა მათს სოფელსა შინა საყულიას; სოფელსა საგარეჯოს ჰსცხოვრებს თერთმეტი წელიწადია, ასრულებს ხანდახან თანამდებობასა დიაკონობისასა საგარეჯოს პეტრე-პავლეს ეკლესიაში მიპატიჟებითა სამღვდელო მსახურთა მისთათა; განწესებისათვის თვისისა ადგილზედ საქართუელოს შინა სნეულებისა გამო ავადმყოფობისასა, რომელიცა ახლაც ჰსჭირს, მას
არაოდეს არ უთხოვნია და არც ვისმე განუწესებია სადმე“. წერილის ქვევით არის ხელმოწერა -– „ამ ჩვენებაზედ ხელს ვაწერ დიაკონი სიმონ ლომიძე".
როგორც ზემოთ აღნიშნულ წერილში ვკითხულობთ, 1818 წელს არქიმანდრიტ ვიტალის ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოსისთვის (წერეთელი) უთხოვია გამოეგზავნა დამადასტურებელი ცნობა, რომ დიაკონი სიმონ ლომიძე მართლა მისი ლოცვა-კურთხევით იყო ხელდასხმული. მართლაც, 1818 წლის 22 მაისს მიტროპოლიტი დოსითეოსი აგზავნის შესაბამის ბეჭდიან დოკუმენტს, სადაც ვკითხულობთ: „მაღალ ღირსო, სულითა ძმაო არხიმანდრიტო უფალო იტალიოსს, მოწყალეო ხელმწიფე -- თქვენს მიერითა საღთოთა სიყუარულითა მოვიკითხავ
მაღალ პატიოსნებასა თქუენსა და ურთიერთარს ამბორებას მიგიძღუანებ მოსურნე მშვიდობისა თქუენისა. მაღალ ღირსების თქუენისა პატივსაცე-
6-2 საპატრიარქოს უწყებანი N6 29აპრილი-12მაისი 2021წ გვ.22
მი წერილი მებოძა. და რაიცა გებრძანა ყოველივე ვსცან. და მაქუს პატივ მოხსენებად თქუენდა უმწვერვალესისა საღთოისა სიყუარულისა გამო, ვიდაგან ამიერ განკუთვნილ ვიქმენ მეგობრად. და მეგობარსა ექმნების სურვილი ყოველსა ზეანთებულსა მეგობრობისასა. და აწ ამისთვისვე ვსთხოვ მეცნიერებით განათლებულს გონებასა თქუენსა, რათამცა გახსოვდე და გეგულვებოდე ვითარცა თანა ძმა და მეგობარი და რაიცა გენებოს ქუეყანის ამის მაუწყებდდე მე კმად და აღსავსედ სიყუარულისად მივიღებ: სხუა რომელიც ჩუენი სამწყსო დიაკონის ლომიძის სვიმეონის საქმე გებრძანათ. რადგან მაგას სურის მონასტერსა შინა მყოფობა.
ჩვენც შენდობა და დასტური მოგვირთმევია, რომელიც ჩვენის წერილით მთავარ დიაკონად ვაკურთხებინე გარდაცუალებულს ყ-დ სამღვდელოს ნიქოზელს და ამიერიდგან ვითარცა გენებოსთ ეგრეთ ამყოფეთ. ვიდრემდის იმყოფებოდა აქ ჩუენთა სამღუდელოთა და ეკლესიასა სიმართლით მსახურებდა და სოფლის მაგის სამღუდელონი და საერონი მადრიელნი არიან, და აწ თქუენი მაღალ ღირსების საფარველს ქუეშ იმყოფება და თქვენთვის შემომივედრებია -- სხუებ ვეგები მე თქუენდამი მაღალ პატივისცემით და ძმებრითა სიყუარულითა“. აქ მისი საქმის ძიება წყდება. როგორც შემდგომ წარმოებული საბუთებიდან ირკვევა, 1825 წელს მას ნება დართეს ეცხოვრა ისევ სოფ. საგარეჯოში და უწინდებურად ემსახურა პეტრე-პავლეს ტაძარში უშტატოდ, როდესაც დაუძახებდნენ იქაური მოძღვრები. 1830 წლის 3 ივნისიდან საქართველოს ეგზარქოს იონას (ვასილევსკი, ლოცვა-კურთხევით დიაკონი სიმონი ისევ დავით გარეჯის ლავრაში განამწესეს, სადაც ცამეტი წელიწადი ერთგულად და მორჩილებით იმსახურა და თავისი თავმდაბლური სამსახურით საძმოს სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. 1843 წლის 4 ნოემბერს დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა იოანემ (ავალიანი) თხოვნით მიმართა საქართველოს ეგზარქოს ევგენის (ბაჟენოვი) დიაკონ სიმონის ბერად აღკვეცისა და მღვდლად ხელდასხმის თაობაზე. თავის მხრივ, იმავე წლის 25 ნოემბერს, ეგზარქოსმა ევგენიმ საქართველო-იმერეთის სასინოდო კანტორას შემდეგი წერილი მისწერა: „დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე, 4 ნოემბრის წერილით მთხოვს, რომ ყოფილი ეგზარქოსის მიტროპოლიტ იონას მიერ ჩემდამო რწმუნებულ მონასტერში გამწესებული ქვრივი დიაკონი სიმონი იღებს ბერდიაკვნის ჯამაგირს და ემსახურება მონასტერს. გთხოვთ, დაგვრთოთნება მის ბერად აღკვეცაზე და მღვდლად ხელდასხმაზე. იგი ღირსია ამ ხარისხისა თავისი კეთილსინდისიერი საქციელიდან გამომდინარე. წლების მანძილზე იგი ერთგულად ასრულებს წინამძღვრის დავალებებს და საბერო მორჩილებას გადის თავმდაბლურად და უდრტვინველად. გთხოვთ დაასხათ მღვდლად ხელი და დაინიშნოს თავისუფალი მღვდელ-მონაზვნის შტატშიო“. იქვე ეგზარქოსი წარმოადგენს დიაკონ სიმონის მცირე ბიოგრაფიულ მონაცემებს და სთხოვს კანტორას განიხილოს აღნიშნული საკითხი. 1843 წლის 13 დეკემბერს სასინოდო კანტორამ იმსჯელა და თანხმობა განაცხადა. 1843 წლის 27 დეკემბერს არქიმანდრიტმა იოანემ იგი ბერად აღკვეცა და სახელად სეპარიონი უწოდა. 1844 წლის 4 იანვარს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟანოვი) მღვდლად დაასხა ხელი.
მღვდელ-მონაზონი სეპარიონი 1851 წლის 18 ივლისს ლეკების მიერ დავით გარეჯის ლავრის აკლების დროს მოწამეობრივად აღესრულა. იმ დროს, როდესაც ეს ამბავი მოხდა, მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ავალიანი) თბილისში იმყოფებოდა. შემდგომში, ადგილზე ჩასულმა ცოცხლად დარჩენილი მონასტრის წევრებისგან მოისმინა დარბევის ისტორია და 1851 წლის 25 ივლისს სინოდალურ კანტორას ოფიციალური წერილი წარუდგინა: „1851 წლის 18 ივლისს, საღამოს 6 საათზე, მონასტრის ერთ-ერთმა მოსწავლე ილია მჭედლიშვილმა ეზოში დაინახა რამდენიმე ადამიანი, შევიდა მონასტერში და მოახსენა, რომ იქ იდგნენ უცხო ადამიანები, რის გამოც მაშინვე ჩაკეტეს დიდი კარები. შეკითხვაზე, თუ ვინ იყვნენ, ლეკებმა უპასუხეს რომ უნდოდათ წყლის დალევა. მონასტრის ხაზინადარმა გადააწოდა მათ წყალი დასალევად. ამავდროულად, ალმოსავლეთი მხრიდან ლეკები მოადგნენ ერთ-ერთ კარებს, შეშინებული ხაზინადარი შევარდა თავის კელიაში. ერთ-ერთმა მოწაფემ აიღო იარაღი თავის დასაცავად, მაგრამ ლეკებმა სწრაფად დაჭრეს ის ფეხში, და ამის შემდეგ შეამტვრიეს ორივე კარი. ამ დროს მონასტერში იმყოფებოდნენ 9 მონასტრის წევრი და7 მოსწავლე. აქედან ორი მოსწავლე ალექსი ყანდარელი და გიორგი დალბაშვილი წასული იყვნენ წყლის მოსატანად, და როგორც კი დაინახეს ესეთი ამბავი, მაშინვე გაიქცნენ მაშველის დასაძახებლად ნათლისმცემლის მონასტერში. ორმა მოწაფემ -– საბა გილაშვილმა და ილია მჭედ-
6-3 საპატრიარქოს უწყებანი N6 29აპრილი-12მაისი 2021წ გვ.23
ლიშვილმა მოასწრეს კიბის ქვეშ არსებულ ორმოში დამალვა, ხოლო დავით დოლმაზაშვილმა მოასწრო დამალვა დიდ ეკლესიაში. ტყვედ აიყვანეს: ხაზინადარი მღვდელ-მონაზონი მაკარი, მღვდელ-მონაზონი ისააკი (დოღონაძე), დიაკვანი საბა გველესიანი, მიხეილ დოლმაზაშვილი, ვასილ მოსიაშვილი, ხოლო დანარჩენი მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ლომიძე), მღვდელ-მონაზონი გერასიმე (გერონტი ვაჩნაძე), ბერი გერმანე, მორჩილი ოთარ ელიოზიშვილი, ანაფორიანი მორჩილი ბესარიონი, მიხეილ ქართველიშვილი და მოსწავლე სვიმონ ლომიძე დახოცეს. წმ. ნიკოლოზის ეკლესიის კარები შეამტვრიეს, ტრაპეზის მორთულობა, საეკლესიო შესამოსელი და ტაძრის ინვენტარი დაიტაცეს. აღსავლის კარები დაამტვრიეს“. ჩვენამდე მოლწეულია გარეჯელი მოწამეების „მარტვილობის“ ორი რედაქცია, ერთი ალწერილია უშუალო მომსწრე მღვდელ-მონაზონ ისააკის (დოღონაძე) მიერ, 1853 წელს, გელათის მონასტერში და მეორე მორჩილ სპირიდონ გძელიშვილის, რომელიც შემდგომში მღვდელ-მონაზონი სვიმონი გახდა და გარეჯის ლავრაში მოღვაწეობდა. მან ეს წამება 1862-1873 წლებში შეადგინა, რადგან იგი გარეჯში 1862 წლის 7 ივლისს მიიღეს მორჩილად და იქ 1873 წლის 9 აგვისტომდე დაჰყო. მღვდელ-მონაზონი ისააკი მამა სერაპიონის წამებას ასე აღწერს: „სერაპიონ იერომონახსა უხეთქეს მახვილი თავსა და აღესრულა“; მორჩილი სპირიდონ გძელიშვილი კი სწერს: „ეგრეთვე შეიპყრეს მამა მღუდელ-მონაზონი სერაპიონ, დაუხეთქნეს მახვილითა ორპირითა თავი და გარამოსწვეთდა სისხლი, ვითარცა ღვარი ნაპრალისა და იღებებოდა სპეტაკი თმა თავისა და წვერი მისი და იქსოებოდა პორფირი მეწამული მისთვის“. ქართველი ისტორიკოსი პლ. იოსელიანი თავის ნაშრომში „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ გადმოგვცემს გარეჯში მღვდელ-მონაზონ სერაპიონთან შეხვედრის ამბავს და იხსენებს მის მოყოლილ ისტორიას, რომ თითქოსდა იგი იცნობდა მეფე გიორგი XII-ს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამ მონათხრობში ცნობილი ისტორიკოსი ცდება (მას ამ ნაშრომში სხვა შეცდომებიც ბევრი აქვს -–- გ.მ.) და ჩვენი აზრით, ზუსტად არ ახსოვს ვინ მოუყვა ეს ამბავი, ან მამა სერაპიონმა მას ერთ–ერთი ძველი გარეჯელი ბერის გადმოცემული ისტორია მოუყვა და პლატონ იოსელიანმა იფიქრა, რომ იგი თავის თავზე უყვებოდა მას. აი, რას ვკითხულობთ მის წიგნში: სოფრონისა თანა მყოფმან (იგულისხმება, იმ დროს გარეჯის მონასტერში სასჯელის ქვეშ მყოფი ყოფილი შუამთის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სოფრონი ერისთავი -– გ.მ.), დროსა ამბავისა ამის მოთხრობისა, ბერმან სერაპიონ (მოკლული ლეკთაგან 1855 წელსა მონასტერსა, აქ ისტორიკოსს წელიც ეშლება -- გ.მ.) დავით გარესჯის უდაბნოისა, კაცმან მცოდნემან ძველისა და ახლისა ფილოსოფიისაცა დაუმატა ესე: „მე ვიყავ 18 წლისაო ჯერეთ მორჩილად, ოდეს მობრძანდა დავით გარესჯას დიდისა ამალითა და ინება, რათა სატრაპეზოსა სადილსა ჟამსა წარეკითხათ ექვსთა დღისა რაიმე. წინამძღვარმან მიბრძანა გამორჩევა წიგნიდამ ვითარცა მე თვით დავინახავდი ღირსად, რათა მოესმინა მეფესა. აღვედ მკითხველთა სადგურსა და წარვიკითხე სრულად მეცხრე სწავლა ვასილისა დაბადებისათვის ქვეყნისა ცხოველთა და თვით კაცისა. ოდეს დავასრულებდი კითხვასა, შევსცვალე ხმა ჩემი და ვიტყოდი წიგნისა ამის დასასრულსა ამას: „ესრეთ მწუხრი ესე და დრო მზისა დასვლისა გვიბრძანებს დუმილსა. შევსდგეთ და მივცეთ შესვენებასა საუბარი ჩვენი.. წარვედით აწ სიხარულითა, აქა შეკრებილნო, მეგობარნო ქრისტესნო, და ნაცვლად საზრდოთა მდიდართა, და საჭმელთა მრავალგვართა, განაშვენეთ და განწმინდეთ ტრაპეზი თქვენი სიტყვათა ჩემთა მოხსენებითა“. ესე იყო ვგონებო, 1794 წელსა, წინათ აღა-მაჰმად-ხანისაგან თფილისის აოხრებისა, დღესა ხუთშაბათსა, დღესასწაულსა თვით დავით გარესჯელისსა ამაღლებისა სწორსა. მეორესა დღესა შემდგომად წირვისა დილითისა და პარაკლისისა გამოეთხოვა ძმათა და წარვიდა მტკვრისა გზით ბორჩალოსა და თანა უძღოდენ ყაზახისა და ბორჩალოსა თათარნი.
პირველი იყო ჩემგან მეფის ძისა ნახვაო და ჭეშმარიტად ვიტყვი, დღემდე მომხსენებელი მისი, ვეკვირვები მისსა ღრმად სწავლასა სამღთოთა წიგნთა შინა, წმიდათა მამათა წერილთა დახელოვნებასა მისსა, ბრძნად მსჯელსა, ტკბილად და რიტორულებ მოუბარსა, ნამდვილ მეფესა, ტანითა
ახოვანითა, ჭკუითა, ზრდილობითა, მოთმინებითა, აუჩქარებლობითა, დიდსა მორწმუნესა, ქრისტეს ეკკლესიისა მოყვარესა და ვიტყვი მონაზონთათვის მაგალითსა. კითხვა ჩემი დიდად მოეწონა მეფესაო; -- გამომკითხა ვინაობა ჩემი, სადაობა, წელი ცხოვრე-
6-4 საპატრიარქოს უწყებანი N6 29აპრილი-12მაისი 2021წ გვ.24
ბისა და წელი უდაბნოსა შინა შესვლისა. ერთისა კვირის შემდეგ შემაყენეს ბერად; მიკურთხეს ჩოხაო და მიწოდეს სახელად ნაცვლად სვიმონისა სერაპიონი. სახელი წინამძღვრისა ჩემისაო, რომელმანცა მაღალითა სიწმინდითა განატარა ქვეყნიერი ესე ცხოვრებისა სარბიელი“, ასე სრულდება ეს ისტორია, რაც არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან არსებობს მღვდელ-მონაზონ სერაპიონის რამდენიმე ოფიციალური დოკუმენტი, მისივე ხელით დაწერილი, სადაც ის წერს, რომ დაიბადა 1789 წელს და გარეჯში მივიდა 1814 წელს, ასე რომ, 1794 წელს იგი ვერანაირად ვერ იქნებოდა მონასტერში და ვერც მეფე გიორგის იხილავდა.