სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ავედიკ ლომიძე ვახტანგის ძე 1959 - 2008წწ გარდ. 49 წლის, სამაჩბლო დაბ. დაბა ლესელიძე გაგრა აფხაზეთი ცხოვრ. სამტრედია ავედიკ ლომიძე ვახტანგის ძე 1959 - 2008წწ გარდ. 49 წლის, სამაჩბლო დაბ. დაბა ლესელიძე გაგრა აფხაზეთი ცხოვრ. სამტრედია

1959-2008 წწ. გარდ. 49 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ლომიძე სია

გაგრა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

ავედიკ ლომიძე ვახტანგის ძე 1959 - 2008წწ გარდ. 49 წლის, სამაჩბლო დაბ. დაბა ლესელიძე გაგრა აფხაზეთი ცხოვრ. სამტრედია

ლომიძე ავედიკ ვახტანგის ძე კაპრალი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ. ცხოვრობდა სამტრედიაში





 

აფხაზეთიდან დევნილი, აფხაზეთის ომის ვეტერანი ავედიკ ლომიძე გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე. რუისში დაეწია რუსული ტყვია. მისთვის ომი უცხო არ იყო. აფხაზეთში ნაბრძოლს, დევნილობაში გატარებულმა მრავალმა წელმა, კიდევ უფრო გაუღვივა სურვილი, რომ საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეეტანა. მან ყველაფერი გაიღო, რაც შეეძლო, სიცოცხლეც კი. დღეს ავედიკ ლომიძე გმირია.


შუბითიძე ლიდა, მეუღლე: „ავედიკი აფხაზეთის ომის ვეტერანია. აფხაზეთში იბრძოდა. მერე იყო დევნილობის და უიმედობის საშინელი წლები.

ბოლოს, რევოლუციის შემდეგ, იმედი გაუჩნდა, მიეცა შანსი კვლავ ქვეყნის სამსახურში ჩამდგარიყო. 2004 წელს შინაგან ჯარში დაიწყო მუშაობა. 2005 წელს, ოთხწლიან საკონტრაქტო სამსახურს მოაწერა ხელი. ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მეოთხე ბრიგადაში იყო კაპრალი.



ძალიან ყურადღებიანი მეუღლე და მამა იყო. მისი სურვილი, ნატვრა იყო აფხაზეთში დაბრუნება და მშვიდი ცხოვრება. მეორე შვილის დაოჯახება სურდა, რომ მისი შვილი აეყვანა ხელში. შვილიშვილზე გიჟდებოდა და უნდოდა კიდევ ჰყოლოდა“.

მეუღლეს უჭირს იმ დღეებზე საუბარი, ძალას იკრებს, ცრემლს ვერ იკავებს და იხსენებს: „ერთი დღე არ გავიდოდა არ დაგვკავშირებოდა, რომ არ გვენერვიულა. თავიდანვე ცხინვალში იყო გადაყვანილი. სულ წინა ხაზზე იდგა. 11 აგვისტოს დილით დამიკავშირდა და მითხრა, ქარელში ვართ, ცხელ ხაზზე შევდივართ და შეიძლება ვერც დავბრუნდე, აბა კარგად იყავითო. ეს დამიბარა. მერე მე ვცდილობდი დაკავშირებას. 11 აგვისტოს 5 საათისთვის დავურეკე და მითხრა, გამოვდივართო, ჩქარი ნაბიჯების ხმა გავიგე. ვიფიქრე, რომ 50 წლის კაცი ვერ ირბენდა ისე, როგორც ახალგაზრდა. ამის შემდეგ კავშირი შეწყდა. მეორე დღესვე დავურეკე იმათ, ვისი ტელეფონის ნომრებიც მქონდა. შტაბშიც დავრეკე. მითხრეს გამოსულები არიან და ნუ გეშინიათ, მოვაო, ჩვენც იმედი გვქონდა იქნებ ტყვედ არის ჩავარდნილი და მოვიდეს-მეთქი. მაგრამ აღარ მოსულა... სად არ ვეძებეთ, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ 17 ოქტომბერს დნმ-ის შედეგად დამტკიცდა, რომ რუისის მხარეზე დაღუპული პიროვნება, ჩემი მეუღლე იყო.

ჩემი წინათგრძნობა გამართლდა, ის ჩამორჩა თავის მეგობრებს და... სენაკის ბრიგადის ბიჭებს უნახავთ დაღუპული და ქარელის საავადმყოფოში გადაუსვენებიათ. მეორე დღესვე დაასაფლავეს საავადმყოფოს ეზოში. 30 სექტემბერს კი თბილისში გადაასვენეს. ჩემთვის შოკი იყო, როცა დნმ-ის ანალიზი დაემთხვა. კიდევ მქონდა რაღაც იმედი, იქნებ სადმე ჩარჩა და მოვიდეს-მეთქი. დაღუპვის მერე ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. მიჭირს მის გარეშე ცხოვრება, მაგრამ ამ კოშმარს უნდა გავუძლო, ბოლოს და ბოლოს გმირის მეუღლე მქვია“.

ავედიკ ლომიძე 1959 წლის 6 იანვარს, გაგრაში დაიბადა. ლესელიძის #1 საშუალო სკოლა აქვს დამთავრებული. აფხაზეთის ომიდან - აგვისტოს ომამდე იყო დევნილობა და ოცნება აფხაზეთზე, რომელიც აუხდენელი დარჩა, თუმცა მან თავისი ვალი ორმაგად მოიხადა ქვეყნის წინაშე. დღეს ის გმირია, საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერილი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 14.08.2022
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.09.2021
სულ რედაქტირებულია 2


მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ლომიძე) 1789-1851წწ

2 0

მეუფე ლუკა(ვაჟა ფარნაოზის ძე ლომიძე დ1966) საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი თბილისი

1 0


ლომიძე

1 0

ელგუჯა ლომიძე 1962-82წწ გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. წაღვლი ხაშური

2 0

ირაკლი ლომიძე 1967-1992წ. გარდ. სოფ. ფრისი, სამაჩაბლო. შავნაბადა დაბ. თბილისი

3 0


სოსო ლომიძე 1967-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. რუსთავი ქვემო ქართლი

3 0


კახაბერ და თენგიზ, ძმები, ლომიძე 1969-93წწ გარდ. გვანდრა აფხაზეთი დაბ. სოხუმი

3 0

თენგიზ და კახაბერ ლომიძე ძმები 1972-93წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სოხუმი

31 0

ელგუჯა ლომიძე 1965-92წწ გარდ. ოჩამჩირე დაბ. სურამი ხაშური

3 0


ვაჟა ლომიძე 1967-92წწ გარდ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სურამი ხაშური

3 0


ზაზა (კობა) ლომიძე 1964-16/05/93წწ. გარდ. 29 წლის, აფხაზეთი დაბ. თბილისი

3 0

ზვიად ლომიძე 1971-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

3 0

ნუგზარ ლომიძე 1966-92წწ. დაკარგ. გაგრა, აფხაზეთი მცხვრ. რუსთავი

3 0


რომანოზ უშანგის ძე ლომიძე 1963-93 წწ გარდ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ახალციხე

2 0


ნუგზარ ანზორის ძე ლომიძე 1971-92 წწ გარდ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ახალციხე

2 0


თამაზ ლომიძე 1974-1993წწ გარდ. ლაბრა, სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ზვარე ხარაგაული.

2 0

სერგო ლომიძე 1926-1976წწ მსახიობი. დაბ. ხაშური, ქართლი.

1 0


გიორგი ლომიძე 1914-1999წწ აკადემიკოსი, ლიტერატურათმცოდნე. წარმ. ქარელი. დაბ. თბილისი.

1 0


შოთა ლომიძე 1936-1993წწ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. სოფ. საყულია წყალტუბო იმერეთი

4 0

8 4 2


გოჩა გურამის ძე ლომიძე დაბ. 1972წ. ქართული ჭიდაობის ფალავნობის პრიზიორი დაბ. სოფ. სკრა გორი

2 0

ირაკლი ლომიძე დ.1993წ. მსოფლიო პრიზიორი ძიუდო გორი

1 0

0 1 0