პირველი ქართველი მამლუქი, რომელიც ეგვიპტის მმართველი გახდა ეს იყო მუჰამედ ბეი ქათამიში (მმართველი 1730-1736 წლებში) წწ.) მას შემდეგ, რაც მამლუქებმა გადააყენეს ოტომანი ფაშა. მუჰამედ ბეი გახდა ერთპიროვნული მმართველი ეგვიპტისა. მან 5 წელი იმეფა და ბოლოს მოკლეს ოტომანმა შეთქმულებმა.
ეგვიპტის ქართველი მმართველები
განსაკუთრებით აღსანიშნავი ქართული ელემენტი ეგვიპტის სამხედრო-პოლიტიკურ ასპარეზზე გახდა მე-18 საუკუნის 30-იანი წლებიდან, როდესაც ეგვიპტის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის ალამი ოსმალეთის იმპერიის გავლენებისგან წარმოშობით ქართველმა მხედართმთავრებმა აღმართეს. მე-18 საუკუნის ევროპელი აღმოსავლეთმცოდნე ფერიერსოვბეფი წერდა: "მამლუქები, ესაა ის ტყვეები, რომლებიც ოსმალებმა, თათრებმა და ლეკებმა საქართველოდან გაიტაცეს."
მსოფლიო ისტორიოგრაფიაში არ მიძებნება ისეთი არსიტოკრატიის სოციალური ფენა, როგორიც მამლუქები (თეთრკანიანი მონები) იყვნენ. ეს არისტოკრატია სალაჰ ად-დინმა შექმნა და მისმა მემკვიდრეებმა გააგრძელეს. მათი მიზანი იყო ჰყოლოდათ მრისხანე, ერთგული და უძლიერესი, ყველა თვისებით გამორჩეული საჯარისო ნაწილი, რომლითაც თავიანთი ძალაუფლების შენარჩუნებას და განტკიცებას შეძლებდნენ.