სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
გრიგოლ რობაქიძე 1882-1962წწ  მწერალი, პუბლიცისტი, დაბ. იმერეთი, ზესტაფონი სვირი.

1882-1962 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი რობაქიძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

გრიგოლ რობაქიძე 1882-1962წწ მწერალი, პუბლიცისტი, დაბ. იმერეთი, ზესტაფონი სვირი.

გრიგოლ რობაქიძე (1882-1962) დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში. დაამთავრა ლაიფციგის (გერმანია) უნივერსიტეტი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით.



1908 წელს დაბრუნდა გერმანიიდან და ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი გახდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918-1921) რობაქიძე აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. 1919 წელს იგი იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად წარგზავნილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი. იმავე წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა ქართული ლეგაცია სტამბულში.


 ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ (1921 წლის თებერვალ-მარტი) გრიგოლ რობაქიძე აქტიურად ჩაება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რისთვისაც მუდმივად განიცდიდა დევნას ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიის წარმომადგენელთა მხრიდან. 1931 წლიდან გარდაცვალებამდე იყო პოლიტიკური ემიგრანტი: 1946 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გერმანიაში, ხოლო 1946 წლიდან - შვეიცარიაში. იგი იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მოღვაწე. 1942 წელს მისი უშუალო მოღვაწეობით ემიგრაციაში დაარსდა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი. რობაქიძე გახლდათ, აგრეთვე, ანტიბოლშევიკ ერთა ლიგის თვალსაჩინო მოღვაწე. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მისმა რომანებმა "გველის პერანგი", "დემონი და მითოსი", "ჩაკლული სული", "გრაალის მცველნი", "მეგი - ქართველი ასული" და სხვა. ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა გერმანულ და სხვა ენებზე რამდენიმე გზის გამოცემულმა მისმა კრებულმა "კავკასიური ნოველები". რობაქიძე არჩეული იყო ევროპის რამდენიმე ლიტერატურული საზოგადოების წევრად. აღსანიშნავია, რომ 1960-იანი წლების დამდეგს გადაწყვეტილი იყო მისი წარდგენა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე, რასაც ხელი შეუშალა მწერლის გარდაცვალებამ.

წყაროსაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.333-334


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ცისფერყანწელები", დამფუძნებელი (1915-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, დამფუძნებელი (1917-)
  • ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, წევრი (1942-)


ბიბლიოგრაფია








კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 14.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ანთიმოზ (ანტონ) გიორგის ძე რობაქიძე 1841-1917წწ არქიმანდრიტი

2 0

რობაქიძე მარიამი დაბ. მოსკოვი 1957წ. იღუმენია მახარიის (სოფ. ლია, წალენჯიხა) წმ. თამარ მეფის მონასტერი

2 0

რობაქიძე

1 0

(+ვიდეო) სამანი (საქართველოსთვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტი.) 1941 წლის ანტისაბჭოთა შეთქმულება. ორგანიზატორად მიიჩნევა გრიგოლ რობაქიძე

6 0

გივი(გია) რობაქიძე 1973-1992წწ. 19/09/92წწ. გარდ. აფხაზეთი ავაზა დაბ. თბილისი.

4 0