სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ტრიფონ რამიშვილი 1875-1929წწ დრამატურგი, მწერალი, დაბ. თბილისი

1875-1929 წწ. გარდ. 54 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი რამიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

ტრიფონ რამიშვილი 1875-1929წწ დრამატურგი, მწერალი, დაბ. თბილისი

ტრიფონ რამიშვილი (1875-1929) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის საფერშლო სასწავლებელი 1893 წელს.


მუშაობდა ფერშლად საქართველოს სხვადასხვა დაბასა და სოფელში. 1899 წელს გადმოვიდა თბილისში; მუშაობდა დიდუბის სამკურნალოში (გორის ქუჩაზე), შემდეგ - სულით ავადმყოფთა თავშესაფარში (კოჯრის ქუჩაზე); ამავე დროს დაიწყო ლიტერატურულ მოღვაწეობაც - მისი მოთხრობები ("ოტოლა", "მიტრო ჭედიაშვილი", "ერთგული დედა", "ვიკენტიჩი" და სხვა.) იბეჭდებოდა გაზეთ "ივერიასა" და ჟურნალ "კვალში"; ერთდროულად თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიაში", აქ გამოაქვეყნა თავისი პირველი პიესები: "მეზობლები" (1904, ვალერიან გუნიას ინიციატივით 1905 წელს დაიდგა სახაზინო და არტისტული თეატრების, აგრეთვე რკინიგზელთა სახ. თეატრის სცენაზე), "ექიმი აშირბაჯიანი" (1906), "შეშლილნი" (1907), "საბედისწერო დამბაჩა" (1908), "დედინაცვალი" (1914), "სალომეს ოჯახი", "ჭკუამხიარული" (ორივე 1915), "სტუმარმასპინძლობა" (1919); გამომცემლობა "სორაპანმა" გამოსცა კრებული "დრამა და კომედია" (თბ., 1921); თბილისში 1921 წელს დააარსა საყრდენი ამბულატორია-პოლიკლინიკა წმ. ოლღას ქუჩაზე (ახლანდ. მე-9 საქალაქო პოლიკლინიკა, ლეო ქიაჩელის 18) და გარდაცვალებამდე იყო მისი ზედამხედველი; მას ეკუთრვნის პიესები: "სიხარულის საზღვართან" (1923), "გაჭირვების ტალკვესი" (1925), "მონადირე ქალები" (1927), "თავადი ქვეყნის თავი" (1928). მისი პიესების რეჟისორები იყვნენ: ა. წუწუნავა, ვ. გუნია, შ. დადიანი და სხვა; პიესები პოპულარობით სარგებლობდა აგრეთვე სომხეთსა და აზერბაიჯანში.


წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.748

ბიბლიოგრაფია

  • პიესები (ავტორი). - ტფილისი, სახელგამი, 1927. - 227გვ.
  • ცხოვრების ნაწყვეტი : დრამა ერთ მოქმედებად (ავტორი). - თფილისი, სტ. "ნადეჟდა", 1912. - 32გვ.
  • ექიმი აშირბაჯიანი : პიესა სამ მოქმედებათ (ავტორი). - ხაშური, ი. ყაჭიეშვილის გამოცემა და სტ., 1912. - 82გვ.
  • შეშლილნი : პიესა ორ მოქმედებად (ავტორი). - ტფილისი, 1911. - 64გვ.
  • საბედისწერო დამბაჩა : დრამა სამ მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, გამოცემა "თეატრი და ცხოვრებ"-ისა N5 , 1910. - 62გვ.
  • მეზობლები : სურათები თანამედროვე ცხოვრებიდან. ოთხ მოქმედებად (ავტორი). - თფილისი, გამოცემული ოლგა არდაზიანის მიერ, 1906. - 123გვ.
  • http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00008647/

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 14.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ყარამან რამიშვილი 1910-იანი წლები, მართლმ. მღვდელი. სოფ. სურები, ჩოხატაური გურია

2 0

რამიშვილი ანდრე ლუკას ძე (თავადი) დაბ. 1885წ. შტატის მღვდელი, სოფ. ქვემო-სურები (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია

2 0

რამიშვილი

1 0

ალექსანდრე რამიშვილი 1921-96წწ საბჭოთა გენერალი დაბ. ქუთაისი

2 0


სიმონ რამიშვილი სპირიდონის ძე (1903-73) საბჭოთა კონტრადმირალი დაბ. სოფ.ზემო სურები ჩოხატაური გურია

1 0


ვაჟა რამიშვილი, ამბროსის ძე (1945) საქართველოს გენერალი საქართველოს გენერალი დაბ. საგურამო მცხეთა

1 0


ნოდარ რამიშვილი 1958-1993წწ გარდ. აფხაზეთი დაკრძ. კუკია თბილისი.

2 0

თამაზ რამიშვილი 1967-1992წწ. 13/12/1992წ. გარდ. სოფ. შრომა აფხაზეთი დაბ. სოფ. ნასაკირალი ოზურგეთი

2 0

დათო (დავით) რამიშვილი 1964-28/11/92წ. გარდ. ქეთევანა აფხაზეთში დაბ. სოფ. ღრმაღელე ლანჩხუთი გურია

4 0


ამბროს რამიშვილი, ექვთიმეს ძე 1901-42წწ საქართველოს პროკურორი 1930-იანი წწ დაბ. სოფ. სურები, ჩოხატაური

2 0

გიორგი რამიშვილი დ. 1967წ. 200 მლნ ბიზნესმენი დაბ. თბილისი

2 0

ოთარ რამიშვილი 1934-2011წწ მომღერალი წარმ. სოფ. სურები ჩოხატაური გურია

1 0


ნინო შალვას ასული რამიშვილი 1910-2000წ ბალეტმაისტერი წარმ. სოფ. სურები ჩოხატაური

1 0


ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი 1881-1930წწ სამხედრო მინისტრი. ოზურგეთი, გურია.

1 0


ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი 1881-1930წწ შინაგან საქმეთა მინისტრი. ოზურგეთი, გურია.

1 0