სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
გიორგი რამიშვილი დ. 1967წ. 200 მლნ ბიზნესმენი დაბ. თბილისი გიორგი რამიშვილი დ. 1967წ. 200 მლნ ბიზნესმენი დაბ. თბილისი
ბმულის კოპირება



გვარი რამიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

399       ბეჭდვა

გიორგი რამიშვილი დ. 1967წ. 200 მლნ ბიზნესმენი დაბ. თბილისი

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია 

150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

http://www.compromat.ru/page_20210.htm

Giorgi Ramishvili, Георгий Рамишвили

http://www.compromat.ru/page_20210.htm

გიორგი რამიშვილი დაიბადა 1967 წელს თბილისში. მან დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1990-იან წლებში გიორგი რამიშვილმა პარტნიორებთან ერთად დააარსა ნავთობპროდუქტების სარკინიგზო გადაზიდვების კომპანია – „სილქ როუდ ჯგუფი“. „სილქ როუდ ჯგუფი“ რეგიონში ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მუშაობდა ისტორიული აბრეშუმის გზის გასწვრივ კავკასიისა და კასპიისპირეთის რეგიონში სავაჭრო გზების აღდგენაზე.


2004 წლიდან „სილქ როუდ ჯფუგმა“ დაიწყო საქმიანობის გაფართოება საქართველოს ეკონომიკის სხვა მიმართულებებით, როგორიცაა სატელეკომუნიკაციო, საბანკო, სასტუმრო, უძრავი ქონების და ენერგეტიკის სექტორები.


გიორგი რამიშვილი არის კომპანია „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. წლების განმავლობაში „სილქნეტი“ საქართველოს სატელეკომინიკაციო ბაზარზე ლიდერ კომპანიად ჩამოყალიბდა და, თავის სფეროში განხორციელებული არაერთი ინოვაციური პროექტის გარდა, ისეთი გლობალური ბრენდების ოფიციალური პარტნიორი გახდა საქართველოში, როგორიც არის „Natioanal Geographic-ი” და „Euronews-ი”. სწორედ სილქნეტის მხარდაჭერით და გიორგი რამიშვილის პირადი ინიციატივით 2012 წლიდან დღემდე ქართულ ენაზე გამოიცემა ჟურნალი „Natioanal Geographic-ი“.


უკვე 20 წელიწადზე მეტია, რაც ჯერ „სილქ როუდ ჯგუფი“ და შემდეგ „სილქნეტი“ მხარს უჭერს საქართველოს სათხილამურო ფედერაციას და საქართველოს ეროვნულ სათხილამურო ნაკრებს. როგორც გენერალური სპონსორი, „სილქნეტი“ წლების განმავლობაში ზრუნავს ზამთრის სპორტის სახეობების და საქართველოს სათხილამურო პოტენციალის პოპულარიზაციაზე. 2010-2014 წლებში გიორგი რამიშვილი იყო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი.


გიორგი რამიშვილის და „სილქ როუდ ჯგუფის“ ყველაზე მასშტაბიანი ფილანტროპიული პროექტი არის კახეთში ჭავჭავაძეების საგვარეულო ისტორიული მამულის რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა, რომელიც 2007 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.


ჭავჭავაძეების მამულებმა დაიბრუნა ისტორიული მნიშვნელობა და კვლავ ჩამოყალიბდა კულტურულ-საგანმანათლებლო კერად. უკანასკნელ წლებში წინანდალმა არაერთ კონცერტს, გამოფენას, პრეზენტაციას თუ სხვა კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა, გასულ წელს კი დაარსდა წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი, რომლის მიზანია წინანდალში საერთაშორისო კულტურული პლატფორმის შექმნა, სადაც კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები, სახელოვანი პედაგოგები და რეგიონის ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსები ყოველწლიურად შეიკრიბებიან ერთობლივი კონცერტებისა და მასტერკლასების ჩასატარებლად.


2019 წელს გიორგი რამიშვილის ინიციატივით „სილქნეტმა“ დააარსა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“, რომლის მიზანია საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლებში დაშავებულ ჯარისკაცებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა.


2017 წელს საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინიციატივით გიორგი რამიშვილს მიენიჭა საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი განსაკუთრებული წვლილისთვის ქართულ-ფრანგული კულტურული და საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებაში.


გიორგი რამიშვილს ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

https://nationalgeographic.ge/team/giorgi-ramishvili/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.01.2022
ბოლო რედაქტირება 10.01.2022
სულ რედაქტირებულია 3





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0