სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ანეგდოტი/იუმორი
ანეგდოტები მეგრელებზე იმერლებზე
ბმულის კოპირება

ანეგდოტი/იუმორი

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

ანეგდოტები მეგრელებზე იმერლებზე

ანეგდოტები მეგრელებზე

– არა‚ ძმაო‚ მეგრელები ვაჭრობისთვის არიან დაბადებულები... - ეუბნებარაჭველი სვანს – სისულელეა! ვაჭრობა ყველას ძალიან კარგად შეუძლია... – ა‚ ბატონო‚ ჩამოვიაროთ და შევამოწმოთ. მივიდნენ ერთთან: – ცაციასთვის თუ გაქვთ ყავის ჭიქები? – სად გინახავთ‚ ძამია მაგნაირი ჭიქა... არ არსებობს... არაჩვეულებრივი ჭიქები გვაქვს აგერ, ყველანაირი – დაბალფასიანი‚ ხარისხიანი. ა‚ ბატონო‚ ნახეთ‚ აიჩიეთ ზომა‚ ფერი... ახლა სხვასთან მივიდნენ: – ცაციასთვის ყავის ჭიქა გვინდა საჩუქრად. – მაგფერი არაფერი გამიგია‚ ძამა‚ მაგრამ, ა‚ „მადონას“ სერვიზი აიღე‚ პირდაპირ დუბაიდან ჩამომიტანეს‚ გერმანულიც მაქვს – თანამედროვე... ცალობითაც მაქვს.... იეფად მოგცემთ... მივიდნენ მეგრელთან: – ცაციასთვის ყავის ჭიქას ვეძებთ... – ახლავე‚ პატენი... ეგ დეფიციტია‚ მაგრამ მე მაქვს... ყველაზე ზემოთა თაროდან ჩამოიღო ყუთი, ამოიღო ჭიქა‚ შეაბრუნა‚ სახელური მარცხნივ მოუქცია და წინ დაუდგა... – სპეციალურად ცაციებისთვის გამოუშვეს. სიახლეა‚ მაგრამ, ჩვენ პირდაპირი კავშირი გვაქვს‚ პირველი ხელი ვარ‚ პატენი... შეგიხვევთ‚ სასაჩუქრე უპაკოვკა – 50 თეთრი‚ მშვიდობაში მოიხმარეთ... გადაიხადეს ძმაკაცებმა ფული... – აბა‚ რას იტყვი‚ ხომ მართალი ვიყავი? – ვაჭრობის რა გითხრა‚ მაგრამ, დიდი მოხერხებულები რომ არიან‚ კავშირები რომ აქვთ და მაგრად ჩალიჩობენ‚ ვხედავ...

მეგრელი ტელევიზორში მოისმენს, სპილო გაქცეულა ზოოპარკიდანო: - ხოხ! რას დაიჭერენ ეგენი მაგხელა სპილოს! მეორე დღეს მოისმინა, დაუჭერიათო: - ხოხ! აბა სად გაიქცეოდა მაგხელა სპილო!


ერთი მეგრელი მრავალი წელი დადის სალოცავში ყოველსაღამოს სანთელს ანთებს თან ევედრება უფალს....ღმერთო მაშინა მამაგებინეო....... ერთხელაც მეგრელის ლოცვისას ხატი ამეტყველდება.... გეხვეწები ძაან!!! ...იყიდე 1 ლატარიის ბილეთი და შენც მოისვენებ და მეცაო))

გურიაში მიდის ოჯახში ქეიფი.. გადეიღე საცივი ეუბნება ოჯახის დიასახლი მეგრელს! სტუმარი კაი პატივნაცემია და მეორე დღის პონტს ჩარხავს... საცივი მეორე დღეს მიყვარს.. დიასახლისი არ დაიბნა და ეუბნება: ვიცოდი შენი ხასიათი და გუშინ გავაკეთეოო...

თვითმფრინავი ვარდება. ქუთაისელმა ერთადერთ პარაშუტს სტაცა ხელი. - სად მიდიხარ? ანამუსებს სტიუარდესა, - ვერ ხედავ, სალონში რამდენი ქალია? - გიჟი ხომ არ ხარ, საცაა მიწაზე დავენარცხებით, სა მცალია ახლა მე ქალებიზა?!




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.08.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0