სულ ვიზიტორი : 52186515
განთავსებული სტატია : 8431

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

8729       ბეჭდვა

ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება (1774) — რუსეთისა და ოსმალეთს შორის 1774 წლის 21 ივლისს, სოფელ ქუჩუქ-კაინარჯში (ბულგარეთი) დადებული ხელშეკრულება, რომლითაც დამთავრდა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომი. 23-ე მუხლი საქართველოს ეხებოდა, ოსმალეთმა უარი თქვა დასავლეთ საქართველოდან ხარკად ჭაბუკებისა და ქალიშვილების მოთხოვნაზე, სარწმუნოების შევიწროებაზე, ამავე დროს ოსმალეთი ხელს არ შეუშლიდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობას და შეკეთებას. ბაღდადის, ქუთაისის და შორაპნის ციხეებში ქართველებისთვის, რადგან რუსეთის ჯარების დახმარებით აიღეს. 

სოლომონ I 1735-1784 იმერეთის მეფე 

რუსეთის ჯარების დახმარებაში იგულისხმებოდა, 1770 წელი 2 ივლისი ბაღდადის, ცუცხვათის, შორაპნის ციხეების აღება (სოლომონ I და რუსეთის გენერალი ტოტლებენის ერთობლივი ბრძოლა იხ. მეტი),  1770 წელი 6 აგვისტო ქუთაისის ციხის აღება (სოლომონ I და რუსეთის გენერალი ტოტლებენის ერთობლივი ბრძოლა იხ.მეტი).

ამავე წელის ბოლოს ტოტლბენმა (გოტლიბ კურტ გენრიხ ფონ ტოტლებენი. 1715-1783) ალყა შემოარტყა ფოთის ციხესაც, ალყა გაგრძელდა თებერვლამდე, თუმცა უშედეგოდ. უთანხმოების გამო გენერალი ტოტლებენი გაიწვიეს და ის გენერალმა ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე  სუხოტინმა (1816—1879) ჩაანაცვლა.

ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება (1774) — რუსეთისა და ოსმალეთს შორის 1774 წლის 21 ივლისს, სოფელ ქუჩუქ-კაინარჯში დადებული ხელშეკრულება, რომლითაც დამთავრდა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომი. ევროპელი დიპლომატების მტრული პოზიციისა და რთული საშინაო ვითარების მიუხედავად, რუსეთმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია: გადაეცა ტერიტორია დნეპრსა და ბუგს შორის, სიმაგრეები შავ ზღვაზე — კინბურნი, ქერჩი და იენიკალე; რუსეთის სავაჭრო ფლოტს შავ ზღვაზე თავისუფალი ნაოსნობისა და სრუტეებში გავლის ნება დართო; კავკასიაში რუსეთის საზღვარი მდინარე ეისა და თერგის ხაზზე გავიდა; ყირიმის სახანოს დამოუკიდებლობა მიენიჭა (გათავისუფლდა ოსმალეთის ბატონობისგან). ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებამ ხელი შეუწყო ზღვაზე ვაჭრობის განვითარებისა და რუსეთის სამხედრო სტარატეგიული პოზიციის განმტკიცებას.

ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების 23-ე მუხლი საქართველოს ეხებოდა. ოსმალეთი „საზეიმოდ“ აცხადებდა, რომ იგი ამიერიდან „სამუდამოდ“ იღებდა ხელს იმერეთისაგან ხარკის მოთხოვნაზე, საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების შევიწროვებაზე. ხელშეკრულებაში იყო სადავო ადგილებიც — იმერეთის ციხებს (ბაღდათი, შორაპანი, ქუთაისი), რომელიც რუსეთის ჯარმა გაათავისუფლა, რუსეთი იმის საკუთრებად ცნობდა, „ვისაც იგი ძველთაგან ეკუთვნოდა“, ხოლო ოსმალეთს უკრძალავდა საქართველოში ახალი რაიონების (ის, რაც „ძველთაგან არ ეკუთვნოდა“) მითვისებას; დამარცხებულმა ოსმალეთმა ვერ შეძლო ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების სადავო მუხლების თავის სასარგებლოდ გამოყენება. ამიტომ სოლომონ I-მა საშუალება არ მისცა ოსმალეთს ხელახლა გაბატონებულიყო იმერეთში, ქვეყანა დამშვიდდა და მოსახლეობამაც მნიშვნელოვნად იმატა.

ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებით რუსეთმა მიიღო უფლება გამოსარჩლებოდა ოსმალეთის უღელქვეშ მყოფ ქრისტიან ხალხებს (ქართველები, მოლდაველები, რუმინელები), რაც ოსმალეთის საშინაო საქმეებში ჩარევას ნიშნავდა. ეს კი ხელს უწყობდა ბალკანეთისა და კავკასიელი ხალხების განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობას.

წინაპირობა:


XV საუკუნის ბოლოს ერთიანი საქართველო დაიშალა ოთხ პოლიტიკურ ერთეულად ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხის სამთავროდ. ერთიანმა საქართველომ ვერ გაუძლო გაუთავებელ შემოტევებს ისლამური სამყაროსგან.

XIV საუკუნეში კავკასიის სამხრეთით მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა. ოღუზთა თურქული ტომის ბელადმა ოსმანმა (1282-1326 წწ.) მცირე საფეოდალოებად დაშლილი თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს გაერთიანების პროცესი დაიწყო. მცირე ხანში მახლობელ აღმოსავლეთში ოსმალთა სახელმწიფო წარმოიქმნა. რეგიონში ახალი სახელმწიფოს გაძლიერებას თავიდანვე მტრულად შეხვდა ახლო აღმოსავლეთის მეორე დიდი სახელმწიფო - სეფიანთა ირანი.  XVI-XVIII საუკუნეებში კავკასიის რეგიონის კონტროლისათვის სწორედ ეს ორი იმპერია უპირისპირდებოდა. მათ შორის პირველი ომი შესვენებებით 40 წლის განმავლობაში (1514-1555 წწ.) მიმდინარეობდა; რომელიც საბოლოოს 1555 წლის 29 მაისს ამასიაში დადებული ზავით დასრულდა. ზავის მიხედვით ირანმა და ოსმალეთმა გავლენის სფეროები გაინაწილეს (აღმოსავლეთ საქართველო და სამცხის აღმოსავლეთ ნაწილი დარჩა ირანს, ხოლო დასავლეთ საქართველო და სამცხის დასავლეთ ნაწილი დარჩა ოსმალეთს).  შესაბამისად XVI საუკუნის დამდეგიდან სამხრეთ კავკასიის რეგიონს აკონტროლებდა აღმოსავლეთის ორი აგრესიული ქვეყანა - ირანი და ოსმალეთი.  

მუხლი 23. ორიგინალი რუსულ ენოვანი 

Арт. 23. В части Грузии и Мингрелии находящиеся крепости Богдадчик, Кутатис и Шегербань, российским оружием завоеванные, будут Россией признаны принадлежащими тем, кому они издревле принадлежали, так что ежели подлинно оные города издревле или с давнего времени были под владением Блистательной Порты, то будут признаны ей принадлежащими; а по размене настоящего трактата в условленное время российские войска выдут из помянутых провинций Грузии и Мингрелии. Блистательная же Порта с своей стороны обязывается, в сходственность с содержанием первого артикула, дозволить совершенную амнистию всем тем, которые в том краю в течение настоящей войны каким ни есть образом ее оскорбили. Торжественно и навсегда отказывается она требовать дани отроками и отроковицами и всякого рода других подат?ей, обязывается не почитать между ими никого за своих подданных кроме тех, кои издревле ей принадлежали; все замки и укрепленные места, бывшие у грузинцев и мингрельцев во владении, оставить паки под собственной их стражей и правлением, так как и не притеснять никоим образом веру, монастыри и церкви и не препятствовать поправлению старых, созиданию новых, и да не будут притесняемы какими-либо требованиями от губернатора чилдирского и от прочих начальников и офицеров к лишению их имений. Но как помянутые народы находятся подданными Блистательной Порты, то Российская империя не имеет совсем впредь в оные вмешиваться, ниже притеснять их.


ეკატერინე II დიდი რუსეთის იმპერატორი (რუს. Екатерина II Великая; ქალიშვილობაში სოფია ფრედერიკა ავგუსტა ფონ ანჰალტ-ცერბსტი), (1729-1796


ალექსანდრე მიხეილის ძე გოლიცინი(1718-1783) გენერალ ფელდმარშალი მთავარსარდალი 1768-1774 რუსეთ ოსმალეთის ომის დროს


Мустафа́ III (осман. مصطفى ثالث‎ — Mustafâ-i sâlisтур. Üçüncü Mustafa1717-1774) ოსმალეთის იმპერატორი


ჯეიზარლი გაზი ხასან ფაშა 1713-1790 ადმირალი დიდი ვეზირი 1768-1774 რუსეთ ოსმალეთის ომის დროს



ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 15.10.2020





გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


სიახლეები


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა

გამოჩენილი ადამიანები თელავის მუნიციპალიტეტი სრული ვერსია

2 0

ნიკოლოზ ვალერის ძე წულუკიძე 1986წ სიგელი მოყვასი თეატრმცოდნე ტელეწამყვანი

1 0


აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი

14 0


კონდამიანი (კოზმა და დამიანე) VI-VII საუკუნე სოფ. კისიხევი, თელავი, კახეთი

32 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0