სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები
კობა დავითაშვილი 1971-2020წ სახალხო პარტია დაბ. სოფ. ნიაბი კასპი

1971-2020 წწ. გარდ. 49 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები

გვარი დავითაშვილი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

კობა დავითაშვილი 1971-2020წ სახალხო პარტია დაბ. სოფ. ნიაბი კასპი

კობა დავითაშვილი (დ. 31 ივლისი, 1971, თბილისი — გ. 2 დეკემბერი, 2020, იქვე)


— ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ხალხის პარტიის ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის (1999, 2004, 2008, 2012) დეპუტატი.

ოჯახი 2018 წ ფოტო

დავითაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1993 წელს მონაწილეობდა ქართულ–აფხაზურ შეიარაღებულ კონფლიქტში, მსახურობდა არტილერიის გაერთიანების ოცმეთაურად. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ და 2004-2006 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „სააკაშვილი — ნაციონალური მოძრაობა“. 2006 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე. 2006 წლის ნოემბერში კონსერვატიული პარტიის რიგები დატოვა, მას შემდეგ, რაც იმავე წლის ოქტომბერში ქართულმა ტელევიზიებმა მისი მაკომპომეტირებელი ვიდეომასალა გაავრცელეს.[2]

2007 წლის ივლისში დააარსა „ხალხის პარტია“ და გახდა მისი თავმჯდომარე. საარჩევნო ბლოკ „ეროვნული საბჭოს“ სიით გახდა საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (07-06-2008 - 20-06-2008), მაგრამ დეპუტატის მანდატზე თავის თანამოაზრეებთან ერთად უარი განაცხადა. ამავე ბლოკის სიით 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში გახდა თბილისის საკრებულოს წევრი. იყო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის წევრი. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“ (2012-2016).

2013 წელს კობა დავითაშვილმა საქართველოს მთავრობასთან უთანხმოების გამო მალე დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა და კენჭი იყარა საპრეზიდენტო არჩევნებში. დავითაშვილმა განაცხადა, რომ დატოვებდა პოლიტიკას, თუ ვერ მოაგროვებდა ხმათა 3%-ს. არჩევნებში ხმათა 0,6%-ის მიღების შემდეგ განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკას ტოვებდა.

2017 წელს დაუდგინდა ე.წ. ბეხტერევის დაავადება. 2020 წლის ნოემბერში ჯანმრთელობის გაუარესების გამო ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. 25 ნოემბრიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გარდაიცვალა 2 დეკემბერს. გარდაცვალების მიზეზი გახდა პოლიორგანული უკმარისობა, მას განუვითარდა სეფსისი და სეპტიური შოკი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.12.2020
ბოლო რედაქტირება 22.02.2023
სულ რედაქტირებულია 2




ალექსანდრე ნიკოლოზის ძე დავითაშვილი 1869-1910წწ მღვდელი. სოფ. წრომი (ხაშური)

2 0

ივანე დავითაშვილი მართლმ. მღვდელი 1899 წელს, ნიქოზში, გორი

2 0

დავითაშვილი გრიგოლ, 1841-1888წწ. დეკანოზი, დაბ. სოფ. ქვემო ჭალა, კასპი

2 0

დავითაშვილი პეტრე ნიკოლოზის ძე, გარდ.1943წ, წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. მელაანის ყოვლადწმინდა სამების ეკლესია,

2 0

დავითაშვილი

1 0

ვლადიმერ დავითაშვილი უშანგის ძე 1989-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ტბისი თეთრიწყარო ქვ. ქართლი

4 0


გიორგი დავითაშვილი 1893-1966წწ მსახიობი დაბ. ბათუმი,აჭარა.

1 0


მერი დავითაშვილი 1907-75წწ გარდ. 68 წლის, მსახიობი, მოღვაწეობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში; დაბ. სოფ. მელაანი, გურჯაანი,კახეთი.

1 0


ნინო დავითაშვილი 1882-1958წწ მსახიობი. დაბ. გორი, ქართლი.

1 0


ლეო შიოს ძე დავითაშვილი 1895-1977წწ. პალეობიოლოგ-ევოლუციონისტი, გეოლოგი. მოსკოვი, რუსეთი. დაბ.თბილისი.

3 0


დავით დავითაშვილი ფალავანი 1983 წელს, დაბ. ახმეტა

2 0

ლევან დავითაშვილი დ.1997წ. მსოფლიო პრიზიორი, მკლავჭიდი. დაბ. ახმეტა კახეთი

1 0

0 3 1


ალექსი დავითაშვილი დ.1974წ. მსოფლიო ჩემპიონი, ძიუდო. ფალავანი. დაბ. ახმეტა, კახეთი

1 0

2 2 6