სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ჯამბულ ღვინჯილია გარდ. 25/09/1993 წელს აფხაზეთში დაბ. სოფ ვარჩე გულრიფში აფხაზეთი ჯამბულ ღვინჯილია გარდ. 25/09/1993 წელს აფხაზეთში დაბ. სოფ ვარჩე გულრიფში აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ღვინჯილია სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

23       ბეჭდვა

ჯამბულ ღვინჯილია გარდ. 25/09/1993 წელს აფხაზეთში დაბ. სოფ ვარჩე გულრიფში აფხაზეთი

„ ჭიდილი მხეცებთან“ ნუგზარ ქებურია დოკუმენტური ნოველა

 ჯამბულ ღვინჯილია


25 სექტემბერს ალყაში მოქცეული მე-5-ე ბატალიონის მეომრები, მათ ხელთ არსებული სამხედრო ტექნიკით, მთელი ძალით უნდა შერკინებოდათ ქართველთა სიძულვილით დაგეშილ აფხაზური მხერის ბოევიკებს!... ეს გამხეცებული მკვლელები არ უნდა გადმოეშვათ კოდორის ხიდზე, რადგან გულრიფშის რაიონის მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ კიდევ საკუთარ სახლებში იმყოფებოდა. მათ არავინ აწვდიდა არანაირ ინფორმაციას მოახლოებული უბედურების შესახებ.

მე-5-ე ბატალიონის მეომრებს ნელ-ნელა გაჰყავდათ ბავშვები, ქალები, მოხუცები სამშვიდობოს, მაგრამ მეომრების თქმით, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ უნდოდა საკუთარი სახლკარის დატოვება. მეომრები ყველანაირად ცდილობდნენ მათ გამოყვანას სახლებიდან, რადგან მტერი ნელ-ნელა ახლოვდებოდა და რა წამსაც დაესხმოდა თავს მშვიდობიან მოსახლეობას, არავინ იცოდა...

ბატალიონის მეომრებს შიშის და უკანდახევის უფლება არ ჰქონდათ. ამიტომ მცირე თათბირის შემდეგ ვიცე-პოლკოვნიკი ახტერ ლობჟანიძე 50 კაციანი ჯგუფით ცენტრალურ ავტომაგისტრალზე კოდორის ხიდის მიმართყლებით შეტევაზე გადავიდა...


იმავდროულად მაიორმა რომან ზარანდიამ 70 მეომრით რკინიგზის ხიდის მიმართულებით მიიტანა იერიში...

ორივე ხაზზე თავგანწირულად იბრძოდნენ ქართველი მეომრები, მაგრამ გზის გახსნა მაინც ვერ შეძლეს...

სამწუხაროდ შეტევას უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია... დაჭრილთა შორის იყო ახალგაზრდა, ლამაზი ტანფეხის ვარჩელი ოცმეთაური უფროსი ლეიტენანტი ვახტანგ ღვინჯილია, სპორტის მასწავლებლის ბორის ღვინჯილიას შვილი. იგი მძიმედ იყო დაჭრილი. მისმა მეგობრებმა შორიდან დაინახეს მკერდიდან, როგორ მოსდიოდა სისხლი...

მტრის სნაიპერთა ტყვიების წვიმა თავის წამოწევის საშუალებას არ იძლეოდა, მაგრამ არაქათგამოცლილმა მეომრებმა, დაზვერვის უფროსმა კაპიტანმა ნუგზარ წულუკიძემ და მებრძოლმა ვალერ გურჩიანმა მაინც შეძლეს დაჭრილი ოცმეთაურის გამოყვანა სახიფათო ზონიდან.



- სად მიგყავართ?

- აგერ, სავადმყოფოში...

- სავადმყოფოში რა მინდა?

- ნუ გეშინია, ჯამბუ ყველაფერი კარგად იქნება... - ესღა უთხრა დაზვერვის უფროსმა.

- არა ნუგზარ, არა! სისხლიდან ვიცლები, სანამ თქვენ სავადმყოფომდე მიმიყვანთ მანამდე ჩემი დამემართება... - ნაწყვეტ-ნაწყვეტად ამოთქვამდა დაჭრილი ბიჭი.

- გაჩუმდი, თუ ღმერთი გწამს! - ხელი ჩაჰკიდა ნუგზარ წულუკიძემ და გურჩიანს ანიშნა აქედან გავიყვანოთო.

- არა, სავადმყოფოში არ მინდა...

- აბა სად წაგიყვანოთ?- გაკვირვებით ჰკითხა ნუგზარ წულუკიძემ.

- ჩემთან, სახლში, ვარჩეში... - ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები.

ბიჭებმა გაჭირვებით შეძლეს კოდორის რკინიგზის ხიდიდან მისი გამოსვენება და დაღამებისას საკუთარ სახლში, სოფელ ვარჩეში მიყვანა...


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.03.2021
ბოლო რედაქტირება 25.09.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 14.08.2023
სულ რედაქტირებულია 1


ღვინჯილია

2 0

ვახტანგ ღვინჯილია 1957-93წწ. გარდ. სოფ. აძიუჟბა ოჩამჩირე დაბ. სოფ. ვარჩე გულრიფში აფხაზეთი

2 0


რევაზ მიროს ძე ღვინჯილია 1969-1993წწ გარდ. 24 წლის, სოხუმი დაბ. სოფ მერხეული, გულრიფში.

3 0

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა პირველი ბატალიონი დავით ღვინჯილია

2 0


გიორგი ღვინჯილია 1974-2008წწ გარდ.სამაჩაბლო დაბ. ფოთი

3 0


ვალტერ ღვინჯილია 1973-23/05/93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი სკორპიონი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

2 0


ვიტალი ღვინჯილია 1975-15/03/93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი სკორპიონი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

2 0


ვახტანგ გრიგოლის ძე ღვინჯილია 1922-1993წწ დახვრიტეს 69 წლის, გენოციდი დაბ. სოფ. განახლება, გულრიფში აფხაზეთი

2 0

ჯანსუღ ღვინჯილია 1940- 2001წწ მწერალი დაბ. დიმი, ბაღდათი, იმერეთი

1 0