სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვახტანგ ღვინჯილია 1957-93წწ. გარდ. სოფ. აძიუჟბა ოჩამჩირე დაბ. სოფ. ვარჩე გულრიფში აფხაზეთი ვახტანგ ღვინჯილია 1957-93წწ. გარდ. სოფ. აძიუჟბა ოჩამჩირე დაბ. სოფ. ვარჩე გულრიფში აფხაზეთი

1957-1993 წწ. გარდ. 36 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ღვინჯილია სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

26       ბეჭდვა

ვახტანგ ღვინჯილია 1957-93წწ. გარდ. სოფ. აძიუჟბა ოჩამჩირე დაბ. სოფ. ვარჩე გულრიფში აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-5 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

ვახტანგ  ბორისის  ძე  ღვინჯილია  დაიბადა  1957  წელს, ცხოვრობდა  გულრიფშის  რაიონის  სოფელ   ვარჩეში.

   აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს, ვახტანგ  ღვინჯილია  ირიცხებოდა   საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის   23-ე   მექანიზირებული  ბრიგადის  მე-5  მოტომსროლელ  ბატალიონში   ოცმეთაურის  მოადგილედ. მონაწილეობდა  სოფლების  -ათარა-აფხაზკაიას , ათარა-არამიანსკაიას,კინდღის,ტამიშის,შრომის  მიმდებარედ   განხორციელებულ  საბრძოლო  ოპერაციებში. ვახტანგ  ღვინჯილია  გამოირჩეოდა დისციპლინითა  და  მებრძოლი  სულისკვეთებით.

   1993  წლის  16  სექტემბერს  საომარი   მოქმედებების  განახლებისას,მტერმა  სოფლები-ახალდაბა  და აძიუჟბა  დაიკავა. ვახტანგ  ღვინჯილიამ,მეომართა  ჯგუფთან  ერთად,სცადა  აძიუჟბაში  განლაგებული   მოწინააღმდეგის  დაცვის  ხაზის  გარღვევა. ამ  ოპერაციის  დროს  ვახტანგი მძიმედ  დაიჭრა,ინტენსიური  ცეცხლის  გამო  მისი  ბრძოლის  ველიდან  გამოყვანა  ვერ  მოხერხდა  და  ადგილზე  დაიღუპა.

   ვახტანგ  ღვინჯილია   დაკრძალულია  გულრიფშის  რაიონის  სოფელ  ვარჩეში.

    საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში   გამოჩენილი  გმირობის,  ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  ვახტანგ  ღვინჯილია, სიკვდილის  შემდეგ,დაჯილდოვდა  ვახტანგ   გორგასლის  I  ხარისხის  ორდენით.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.06.2021
ბოლო რედაქტირება 24.12.2021
სულ რედაქტირებულია 3




ღვინჯილია

2 0

რევაზ მიროს ძე ღვინჯილია 1969-1993წწ გარდ. 24 წლის, სოხუმი დაბ. სოფ მერხეული, გულრიფში.

3 0

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა პირველი ბატალიონი დავით ღვინჯილია

2 0


გიორგი ღვინჯილია 1974-2008წწ გარდ.სამაჩაბლო დაბ. ფოთი

3 0


ჯამბულ ღვინჯილია გარდ. 25/09/1993 წელს აფხაზეთში დაბ. სოფ ვარჩე გულრიფში აფხაზეთი

2 0


ვალტერ ღვინჯილია 1973-23/05/93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი სკორპიონი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

2 0


ვიტალი ღვინჯილია 1975-15/03/93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი სკორპიონი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

2 0


ვახტანგ გრიგოლის ძე ღვინჯილია 1922-1993წწ დახვრიტეს 69 წლის, გენოციდი დაბ. სოფ. განახლება, გულრიფში აფხაზეთი

2 0

ჯანსუღ ღვინჯილია 1940- 2001წწ მწერალი დაბ. დიმი, ბაღდათი, იმერეთი

1 0