სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10297

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები
ზურაბ ჭავჭავაძე ნიკოლოზის ძე 1953-89წწ გარდ. 36 წლის, ეროვნული გმირი, დისიდენტი, დაკრძალულია ყვარელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში. წარმ. ყვარელი

1953-1989 წწ. გარდ. 36 წლის

საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

230       ბეჭდვა

ზურაბ ჭავჭავაძე ნიკოლოზის ძე 1953-89წწ გარდ. 36 წლის, ეროვნული გმირი, დისიდენტი, დაკრძალულია ყვარელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში. წარმ. ყვარელი

ზურაბ ჭავჭავაძე (დ. 5 თებერვალი 1953 — გ. 21 დეკემბერი1989[1]) — ქართველი დისიდენტი, 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ფილოსოფოს ნიკოლოზ ჭავჭავაძის ვაჟი.


განათლებით ფილოლოგი, ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმანის კოლეგიის რედაქციას. ამავდროულად ჩართული იყო დისიდენტურ მოძრაობაში. 1987 წელს მერაბ კოსტავასა და თამარ ჩხეიძეთან ერთად დააფუძნა საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი პირველი ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაცია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას, დემოკრატიის იდეალებსა და კაპიტალიზმზე გადასვლას უჭერდა მხარს. 1988 წელს ჭავჭავაძე ამ საზოგადოების მმართველობის წევრი, ხოლო გიორგი ჭანტურიას მომხრეთა („მეოთხე დასი“) განცალკევების შემდეგ ფაქტობრივი ლიდერი გახდა. ჭავჭავაძე შედარებით ზომიერ, ლიბერალურ პოზიციაზე იდგა; დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ზვიად გამსახურდიასთან და გია ჭანტურიასთან.



1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) დაშავდა საეჭვო ვითარებაში მომხდარ ავტოკატასტროფაში, რომელსაც ემსხვერპლა მერაბ კოსტავა. ჭავჭავაძე გარდაიცვალა საავადმყოფოში 69-ე დღეს, ოფიციალური დიაგნოზით „A ჰეპატიტი“. დაკრძალულია ყვარელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში.


2018 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.03.2021
ბოლო რედაქტირება 17.02.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 05.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0