სულ ვიზიტორი : 6921754241
განთავსებული სტატია : 9159

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც  მოკლეს.  6 ღვთისმსახური ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც  მოკლეს.  6 ღვთისმსახური ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც  მოკლეს.  6 ღვთისმსახური
სიახლეები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

163       ბეჭდვა

ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

გთხოვთ ვითანამშრომლოთ, თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია დავამატებთ ავტორის მითითებით. გმადლობთ


კირიონ II საძაგლიშვილი (1855-1918)  1917 – 1918წწ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დაბ. სოფ. ქვემო ნიქოზი გორი ქართლი (იხ.მეტი)  

1918 წლის 28 ივნისს გაზეთი „საქართველო“ იტყობინებოდა : 


„სრულიად საქართველოს კათოლოკოზ-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II 26 ივნისს სოფელ მარტყოფს გაემგზავრა საპატრიარქო რეზიდენციაში ... 27 ივნისს დილით იგი მიცვალებული იპოვეს მის საწოლ ოთახში...“   გამოძიება სრულყოფილად არ ჩატარებულა.  საზოგადოებრივ საწყისებზე გამოძიება უწარმოებია ცნობილ მწერალ იოსებ იმედაშვილს.

კათოლიკოზ-პატრიარქ კირიონ II-ის მკვლელობის შემდეგ მოკლეს მირიან ბერი (კირიონის დამცველი), ქუთათელი ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე, მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე.  

ნიკიტა თალაკვაძე (1873-1933) მართმ. დეკანოზი სოფ. ასკანა ოზურგეთი გურია

ეპოქა: ნიკიტა თალაკვაძემ ეჭვი მიიტანა მათზე, ვინც იდეურად ამზადებდნენ ნიადაგს პატრიარქის მკვლელობისთვის, შფოთსა და შუღლს აღვივებდნენ ქართულ ეკლესიაში. ამის გამო ნოე რამიშვილმა, რომელიც მაშინ მენშევიკთა მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, დეკანოზი თალაკვაძე გამოიძახა და დატუქსა. ნოე ჟორდანიას მწუხარება გამოუთქვამს კათოლიკოზ-პატრიარქ კირიონ II გარდაცვალების გამო, მაგრამ გამოძიება არ წარმართულა იმ მიმართულებით, საიდანაც სინამდვილე გაირკვეოდა. საზოგადოებრივ საწყისებზე გამოძიება უწარმოებია ცნობილ მწერალ იოსებ იმედაშვილს.

რუსეთში : ლენინი(ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვი 1870-1924), ტროცკი(ლევ დავითის ძე ბრონშტეინი (1879-1940)  კომუნისტური იდეოლოგია (კარლ ჰაინრიხ მარქსი (1818-1883) გერმანელი ფილოსოფოსი )  იმ პერიოდში(დაახ. 1917 წლიდან) მათი ხემძღვანელობით დაიწყო უპრეცენდენტო ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, დაინგრა უამრავი ტაძარი, ლიკვიდერებულ და დაპატიმრებული იყო მრავალი ღვთისმახური, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.  . 


ნიკონი (სოფიისკი) Ни́кон (Софи́йский) 1906 - 1908წწ საქართველოს ეგზარქოსი დაბ. კოსტრომა რუსეთი
 ნიკონი (სოფიისკი)(1861-1908) 1906 - 1908 28 მაისი საქართველოს ეგზარქოსი  კოსტრომა რუსეთი(იხ მეტი)

1906 წლის 9 ივნისიდან დაინიშნა ქართლისა და კახეთის მთავარეპისკოპოსად, უწმიდესი სინოდის წევრად და საქართველოს ეგზარქოსად.

1908 წლის 28 მაისს, თბილისში, სინოდალური კანტორის ვესტიბიულში მოკლა ცეცხლსასროლი იარაღით, დღემდე დაუდგენელიმა პიროვნებამ.


   ვლადიმერი (ბოგოიავლენსკი) (Владимир Богоявленский) რუსეთის ეკლესიის წმიდანი ხსენება 25 იანვარი, საქართველოს ეგზარქოსი 1892 - 1898წწ  დაბ. ტამბოვი რუსეთი

მიტროპოლიტი ვლადიმერი მოკლეს 1918 წლის 25 იანვარს კიევ-პეჩორის ლავრის კედლებთან კომუნისტებმა.


ღირსი დოსითეოზ ქუთათელი (+1820)   ხსენება 6 (19) მარტი დაბ. საჩხერე, იმერეთი.

1819 წლის იმერეთის აჯანყების დროს დოსითეოს ქუთათელი რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა, როგორც აჯანყების ერთ-ერთი მოთავე. რუსეთში გადასახლების დროს იგი გზაში მოკლეს. დაკრძალულია ანანურში.


ნიკოლოზ X (ხერხეულიძე) 1741-1744 წწ. კათოლიკოსი (იხ.მეტი)

ნიკოლოზ X (ხერხეულიძე) — აღმოსავლეთ საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი 1741-1744 წლებში. დომენტი კათალიკოსის გარდაცვალების შემდეგ მისივე სურვილის გათვალისწინებით კათოლიკოსად დადგენილ იქნა ნიკოლოზ ხერხეულიძე. ვახუშტის ცნობით, 1744 წელს ნიკოლოზ X ვინმე „უკეთურმან მაჰმადიანყოფილმან თაზისშვილმან ტარიელ მახვუილითა მოკლა.“


 ევდემოზ I (დიასამიძე) 1632-1642 წწ. ხსენება 4 (17) ოქტომბერი კათოლიკოსი 

გაბოროტებულმა, ერისა და ეკლესიის მოღალატე როსტომ-ხანმა წმიდა კათოლიკოსი ციხეში მალულად მოაკვლევინა. მისი დასჯის შესახებ ვახუშტი ბატონიშილი წერს: „შეიპყრა როსტომ მეფემან კათოლიკოზ ევდემოს და პატიმარ-ჰყო ტფილისს ციხესა შინა. შემდგომად გარდამოაგდო განჯის-ციხის კოშკიდამ“. „ქართლის ცხოვრება“ კი გვიამბობს: „შეიპყრა კათოლიკოზი ევდემოზ... და წარავლინა ქალაქის ციხეშია და ტყუე-ყო და ხანსა რაოდენამე უკანა, მუნვე ციხეში მოაშთობინა“.

როგორც ეტყობა როსტომ-ხანს ირანის სამეფო კარზე დამკვიდრებული ტრადიციაული დასჯის ხერხი გამოუყენებია - მშვილდის ლარით და საბლით დაუღრჩვიათ კათოლიკოსი და შემდეგ ცხედარი კოშკიდან გადმოუგდიათ აბანოების მხარეს. ეს შემზარავი ფაქტი 1642 წელს მოხდა.


ამბროსი ხელაია 1921-27 წწ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დაბ. სოფ.ინჩხური მარტვილი სამეგრელო

შეგახსენებთ: ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ,

ვისაც ეკუთვნის სიტყვები : ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარველებო.  არ დაუხვრეტიათ გამოუშვეს 1924 წელს ციხიდან ლენინის სიკვდილის შემდგომ (გარ. 21 იანვარი 1924) (იხ.მეტი)

1924 წლის ბოლოს გამოცემული ამინისტიით კათოლიკოსს სასჯელს უხსნიან.

როგორც მისი შვილიშვილი, ქალბატონი ანა კლდიაშვილი მოგვითხრობს, ერთ დღეს ბებიამისს (კათოლიკოს-პატრიარქის, ამბროსის ქალიშვილს) მეზობელმა ბიჭმა ამბავი მოუტანა, კათოლიკოსი მეტეხის ხიდზე გადმოდისო, ეს ამბავი ისე სწრაფად მოედო ქალაქს, რომ როცა კათოლიკოსი სიონში მივიდა, ტაძარი უკვე მრევლით სავსე დახვდა. შევიდა თუ არა სიონში, ხალხი მუხლებზე დაემხო. მაშინ აღმოხდა თურმე სიხარულით „როგორც ჩანს, ქრისტიანობას საქართველოში ვერა ძალა ვერ გაანადგურებს“.

1924 წელს, ამნისტიის ძალით ღირსი ამბროსი აღმსარებელი გაათავისუფლეს და წირვის ჩატარების უფლება მისცეს. ტაძარში უამრავი ხალხი მივიდა. შევიდა თუ არა კათოლიკოსი სიონში, ხალხი მუხლებზე დაემხო. მაშინ აღმოხდა თურმე კათოლიკოსს სიხარულით – „როგორც ჩანს, ქრისტიანობას საქართველოში ვერა ძალა ვერ გაანადგურებსო“. თუმცაღა, ღონემიხდილ მწყემსმთავარს, შუა წირვის დროს, როდესაც ამბიონიდან მრევლს ჯვარს სახავდა, გული წაუვიდა და დაეცა. მალე კათოლიკოსი ეკლესიის მართვას ჩამოაცილეს, რეპრესიები და ცილისწამება მის წინააღმდეგ არ წყდებოდა.


ლეონიდე ოქროპირიძე 1919 – 1921წწ კათოლიკოს პატრიარქი დაბ. სოფ.დისევი გორი ქართლი

კირიონ II-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეორე ადგილობრივ კრებაზე არჩეულ იქნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

1921 წლის 11 ივლისს, ოთხშაბათს საღამოს 17:30 საათზე თბილისში საპატრიარქო რეზიდენციაში ჰოლერით გარდაიცვალა (ზოგიერთი ცნობით, სენი მტკვრის სასმელ წყლად გამოყენება გახდა). 




ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 01.01.2021


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 28.11.2022


რედაქტირება ფოტო დავით ფეიქრიშვილი 28.11.2022


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 28.11.2022


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 28.11.2022





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


სიახლეები


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა