მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 242-ე ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
მერაბ ხუტას ძე უგრეხელიძე დაიბადა 1966 წლის 21 აპრილს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში. დაამთავრა ცაგერას საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონში. მერაბი იყო უშიშარი და დისციპლინირებული მებრძოლი. აქტიურად მონაწილეობდა არაერთ რთულ და საპასუხისმგებლო საბრძოლო ოპერაციაში.
მერაბ უგრეხელიძე დაიღუპა 1992 წლის 17 აგვისტოს სოფელ ტამიშში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს.