სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12259

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ენვერ უგრეხელიძე 1935-93წწ გარდ. სოფ ლინდავა აფხაზეთი დაბ. სოფ. ლაჭეპიტა ცაგერი ენვერ უგრეხელიძე 1935-93წწ გარდ. სოფ ლინდავა აფხაზეთი დაბ. სოფ. ლაჭეპიტა ცაგერი ენვერ უგრეხელიძე 1935-93წწ გარდ. სოფ ლინდავა აფხაზეთი დაბ. სოფ. ლაჭეპიტა ცაგერი

1935-1993 წწ. გარდ. 58 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი უგრეხელიძე სია

ცაგერი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

25       ბეჭდვა

ენვერ უგრეხელიძე 1935-93წწ გარდ. სოფ ლინდავა აფხაზეთი დაბ. სოფ. ლაჭეპიტა ცაგერი

ენვერ დომენტის ძე უგრეხელიძე დაიბადა 1935 წლის 6 თებერვალს, ცაგერის რაიონის სოფელ ლაჭეპიტაში. დაამთავრა სოხუმის რაიონის სოფელ ლინდავის საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გულრიფშისა და სოხუმის რაიონებში მშენებლად.


1992 წლის 12 იანვარს, ხუთი შვილის მამა-შვილთან, ზურაბთან ერთად რიგითად ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის ქიმიურ ასეულში, ხოლო მეორე ვაჟი, მალხაზი 23-ე ბრიგადის პირველი ბატალიონის რიგებიდან ებრძოდა მტერს გუმისთის მისადგომებთან.

ენვერ უგრეხელიძე ორ ვაჟთან ერთად ბოლო წუთამდე მედგრად იცავდა საქართველოს ერთიანობას.

1993 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, როცა მტერი წინ მოიწევდა და წინასწარ განიარაღებული ქართული ჯარი, თითქმის შიშველი ხელებით იძულებით იხევდა უკან, ენვერ უგრეხელიძეს სოფელ ლინდავაში უფროსი ძმა, ნიკოლოზი დაეღუპა. ენვერი საკუთარ სოფელში დაბრუნდა, რადგან ძმა უნდა დაეკრძალა. ლინდავაში, ამ დროს გადამწყვეტი ბრძოლის ხაზი გადიოდა და ენვერიც შეტაკებაში ჩაება. 1993  წლის 26 სექტემბერს, ენვერ უგრეხელიძე დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ პავლოვკაში.

უგრეხელიძეების ოჯახს კიდევ უფრო დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. 1993 წლის 30 სექტემბერს, ენვერის რძალი – ლია გოგობერიშვილი და მისი ორი მცირეწლოვანი ვაჟი – ენვერი და ირაკლი, საკენში მტრის მიერ აფეთქებულ თვითმფრინავში დაიღუპნენ.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.07.2021
ბოლო რედაქტირება 27.01.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 08.09.2021
სულ რედაქტირებულია 1


უგრეხელიძე

1 0

რომან უგრეხელიძე გრიგორის ძე 1963-08წწ. გარდ. სამაჩაბლოში დაბ. სოფ. ლინდავა სოხუმი აფხაზეთი ცხოვრ. წყალტუბო

3 0


გივი უგრეხელიძე გარდ. 1993წელი სოფ. ოდიში აფხაზეთი დაბ. სოფ. ლინდავა სოხუმი

3 0

ზვიად, გრიგოლ, გიორგი უგრეხელიძე მამა-შვილები გარდ. 1993წ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ლინდავა სოხუმი

3 0

გიორგი, ზვიად, გრიგოლ, უგრეხელიძე მამა-შვილები გარდ. 1993წ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ლინდავა სოხუმი

4 0

ნიკოლოზ უგრეხელიძე 1932-93წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. ცაგერი

3 0

მევლუდ ვარლამის ძე უგრეხელიძე გარდ. 1998წწ ენგურზე, შინაგანი ჯარი დაბ. სოხუმი

2 0

მერაბ უგრეხელიძე 1966-1992წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე, აფხაზეთი.

2 0


შავლეგო (შალვა) უგრეხელიძე გარდ. 1993წ. აფხაზეთი

3 0


ვიტალი უგრეხელიძე 1901-83წწ მთარგმნელი, მწერალი, სამხედრო პირი, დაბ. ქუთაისი

1 0


ვლადიმერ უგრეხელიძე 1939-2009წ ოლიმპიური პრიზიორი კალათბურთი წარმ. სოფ.ბობოთი ტყიბული

1 0

2 1 1