სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
მემატიანე დაჯილდოვება
ლილი ომაძე (ბეშკენაშვილი) 1947წ. სახალხო გმირი დაბ. სოფ. მერეთი გორი ქართლი
ბმულის კოპირება

მემატიანე დაჯილდოვება

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

ლილი ომაძე (ბეშკენაშვილი) 1947წ. სახალხო გმირი დაბ. სოფ. მერეთი გორი ქართლი

ქალბატონმა ლილიმ 2008 წლის ომის დროს გადაარჩინა და გააპატიოსნა უამრავი ქართველი მებრძოლი

ლილი სიკოს ასული ბეშკენაშვილი ომაძე დაიბადა 15 სექტემბერი 1947 წელი სოფელი შინდისი

გათხოველია სოფელი  ფხვენისი სადაც დღემდე ცხოვრობს.

    სანამ ოფიციალურად ომი დაიწყებოდა საზღვარზე და საზღვრის პირასოფლებში სიტუაცია უკვე ძალიან გამწვავებული იყო.ჯერ კიდევ ივლისიდან მოყოლებული ინტენსიურად ისმოდა საზღვრიდან სროლის ხმები. აგვისტოს დასაწყისიდანსიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა .ჩემი სოფელი ფხვენისი ცხინვალის საზღვრიდან სულ

      რაღაც 6 კილომეტრში მდებარეობს ფხვენისამდე სოფელი ნიქოზია ფხვენისის შემდეგ კი შინდისი.დაახლოებით 4 აგვისტოდან უკვე დაიწყო სოფლის ხალხისაგან დაცლა, შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში თითქმის მთლიანად დაიცალა სოფელირამდენიმე დღე არ წყდებოდა ტრანსპორტის მოძრაობა და სოფლიდან ხალხის გადინება.

მაგ დროს ჩემ შვილებსაც ვუთხარი,რომ უმჯობესი იყო სოფელი დაეტოვებინათ.8 აგვისტოს ჩემი სამი შვილი და მცირეწლოვანი შვილიშვილი სოფლიდან გორში გავგზავნეთ შემდგომში კი გორიდან თბილისში გადავიდნენ, სოფელში კი მე და ჩემი მეუღლე რუსლანი დავრჩით.

    სახლ-კარი უპატრონოდ არ გვინდოდა დაგვეტოვებინა ვფიქრობდით ჩვენს წასვლას რა აზრი აქვს თუ სიკვდილია ისევ ჩვენს მიწაზე დავიხოცოთ.სროლის და დაბომბვის ხმები,რომ ატყდებოდა სარდაფს ვაფარებდით თავს.მახსოვს მაგ დღეებში ღამეები არ გვეძინა იმდენად საშინელი ხმაური ისმოდა დაუცხრომელად.9 აგვისტოს,რომ გათენდა დილით ადრე პირუტყვს საჭმელს უყრიდი როდესაც მოულოდნელად ეზოში ჩემი მეუღლის

    ბიძა ფეხშიშველა შემოვარდა მთლიანად სველი იყო ცალ ხელში ფეხსაცმელები ეჭირა მეორე ხელში კი თავისი პატარა ძაღლი .საწყალ კაცს ლიახვი გამოუტოპია ხმამაღლა გვიყვიროდა აფორიაქებული ჩქარა უნდა წავიდეთ რუსების ტანკები მოდიან უკვე ხიდზე გადმოვიდნენო.თვითონ გვერდით მდებარე სოფელ მეღვრეკისში ცხოვრობდა აქამდე დაახლოებით სამი კილომეტრი გზა სირბილით გამოიარა.იძახდა უნდა წავიდეთო მაგრამ    თვითონაც არ იცოდა სად მიდიოდა ვეცადეთ გაგვეჩერებინა მაგრამ არ გამოგვივიდა საბოლოოდ კი ჩემმა მეუღლემ გააცილა და გზა მიასწავლა საითაც უნდა წასულიყო ვუთხარით,რომ ბაღებ-ბაღებ ევლო და ცენტრალურ გზას მორიდებოდა.რომ მოსაღამოვდა   სროლა შედარებით ჩაწყნარდა.ამ დროს გარეთ კაკლის ძირში მოფარებულში ოთხი კაცი შევნიშნეთ.მალევე სახლში შემოვიყვანეთ და გავარკვიეთ ვინები იყვნენ.თურმე ერთი მათგანი სოფელი ხვითიდან დანარჩენი სამი კი ნიქოზიდან იყვნენ გამოქცეულები და სამშვიდობოზე გასვლას ცდილობდნენ იმ ღამეს საჭმელი ვაჭამეთ და დილამდე დავაბინავეთ.იმ ღამეს მართალია სროლა შედარებით ჩაწყნარებული იყო მაგრამ ძილით    თითქმის არ გვიძინია.ღამით რუსლანმა მითხრა,რომ უკეთესი იქნებოდა,რომ მეც წავსულიყავი,მე კი უთხარი რა აზრი აქვს წასვლას აკი სად წავიდე მეთქი მან კი    მითხრა:შინდისში წადი შენს დასთან მე გამოგყვები გამოგაცილებ მერე კი უკან გამოვბრუნდები სახლის და პირუტყვის მისახედად.ბოლოს მაინც დამითანხმა წასვლაზე.

10 აგვისტოს დილა,რომ გათენდა.ის ხალხი გავაცილეთ და გორამდე გზა მივასწავლეთ.

ცოტა ხნის შემდეგ წასასვლელად მოვემზადე ცოტაოდენი სურსათ სანოვაგე ჩავალაგე და    წასვლა დავაპირე.ამ დროს რუსლანმა მითხრა წადი აქვე ჩვენს ბაღში ჩადი და იქ დამელოდე    მალე დაგეწევი და მერე ერთად ჩავიდეთ შინდისამდე.მეც მალევე წავედი სახლიდან ბაღი დაახლოებით 300 მეტრში იყო მაგის შემდეგ კი მოკლე გზა მიდიოდა შინდისამდე,რომელიც სწორედ იმ რკინიგზის სადგურს უერთდებოდა სადაც თერთმეტში ჩვენი ბიჭები ჩახოცეს.ჩვენი ბაღიდან მაგ სადგურამდე მანძილი დაახლოებით 1 კილომეტრი იქნება.

ბაღამდე,რომ ჩავედი იქვე ბაღის ზემოთ გზასთან ახლოს ფიჩხს ამოვეფარე.რამდენიმე საათი მანდ გავჩერდი რადგან გზის გაგრძელება ძალიან საშიში იყო გარშემო ყველგან ბომბები ცვიოდა რკინიგზის მიმართულებიდან გამალებულის სროლისა და აფეთქებების ხმა მოდიოდა ზუსტად მაგ პერიოდში შემდეგი ოცდაოთხი საათის განმავლობაში ჩავიდნენ რუსები შინდისში სოფელი ხვითიდან რკინიგზის ხაზებს ჩამოყვნენ და ზუსტად იმ საბედისწერო ადგილზე ჩავიდნენ სადაც ჩვენი ბიჭები დახოცეს.გარკვეული დრო მაგ ადგილზე ვიცდიდი ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც და ჩემი მეუღლე მაინც არ გამოჩდა მაგ დროს უკვე რაღას აღარ ვფიქრობდი.უკან წამოსვლას ვფიქრობდი მაგრ თან მეშინოდა გზაში რუსებს არ გადავწყდომოდი.ამიტომ ავდექი და იქვე ბაღში სიმინდის ყანაში შევძვერი მიწაზე ცარიელი ტომარა დავაფინე და ზედ დავწექი ვიფიქრე აქ დაველოდები სანამ სროლა არ ჩაწყნარდება მეთქი.მაგ დროს იქვე სიახლოვეში უპატრონოდ გაშვებულ ძროხას მოვკარი თვალი იქვე ბალახს ძოვდა და მაგაზე ვიფიქრე,რომ აქ სიახლოვეში რუსები არ იყვნენ,რადგან ძროხას არ გააჩერებდა არავინ .ამის შემდეგ მაგ ადგილზე დიდხანს ვეღარ გავჩერდი, რადგან უბრალოდ გულმა ვეღარ გაუძლო და სახლში გამოვბრუნდი გზაში გულშეწუხებული ვფიქრობდი ის კაცი რამე უბედურებას ხომ არ გადაეყარა მეთქი.სახლამედ მაგაზე ფიქრით ჩამოვედი.ეზოში,რომ შევედი სახლში არავინ დამხვდა ხეებზე მიბმული დამშეული პირუტყვის გარდა.ავდექი ძროხებს საჭმელი გამოუტანე და ნახევარ საათში სახლში რუსლანი შემოვარდა ყვიროდა ლილი ლილი სად ხარ და უცებ,რომ დამინახა დამშვიდდა.

თავისი ამბავი ,რომ მომიყვა გავოგნდი თურმე ჩემსკენ წამოსულა მაგრამ როგორღაც გზაში ერთმანეთს ავცელილვართ და ჩემს ძებნაში შინდისამდე ჩასულა და უკან ამოსულა.

ეგ ღამე ისევ ჩვენს სახლში გგავათენეთ.11 რიცხვი,რომ გათენდა დილით ადრე დაახლოებით 7 საათისთვის ეზოში ჩემთვის რაღაცას ვსაქმობდი რუსლანი გარეთ

იყო გასული ბოსტანში წყალს შემოვუგდებ თორემ სულ გადახმა ყველაფერიო.მცირე ხნის შემდეგ კი მოულოდნელად მომესმა საშინელი ზუილის ხმა და იმ წამს გავიგონე რუსლანის ხმა, ლილი ჩქარა პადვალში და მაგ დროს იმ წამსვე სარდაფში შევვარდი და ძირს დავწექი რუსლანმა კი მოასწრო და სახლის წინა მხარემდე მოაღწია და იმ წამს გაისმა საშინელი გრუხუნი სახლმა კი ზანზარი დაიწყო.თვითმფრინავმა ბომბი უკანა ეზოში ჩამოაგდო სახლიდან დაახლოებით 15 მეტრში.გარეთ,რომ გამოვედი დავინახე,რომ სახლის წინ უზარმაზარი მიწის გოროხები ეყარა აფეთქებამ მიწა უკანა ეზოდან წინა ეზოში გადმოყარა. უკან,რომ ვნახეთ უშველებელი ორმო იყო გაჩენილი დაინგრა სიახლოვეში მდგარი მეზობლის საპირფარეშო ჩვენი სახლი კი უკნიდან მთლიანად დაიბზარა და აფსოლიტურად ყველა ფანჯარა ჩაიმსხვრა.ამ ყველაფრის შემდეგ სახლიდან მალევე დავიძარით.და ბაღებ-ბაღებ სიარულით ჯერ შინდისამდე არ მისულები ცოტა ხნით იქვე პატარა კოშკის დასახლებაში შევედით რათა მანდედან ბაღებზე სიარულით ჩავსულიყავით შინდისამდე.

გზაზე სიარულის ვერიდებოთით მაგრამ ბაღებზე სიარულის დროსაც გვეშინოდა სადმე ნაღმები არ ყოფილიყო.ხოდა კოშკთან,რომ მივედით იქვე ეკლესიასთან ვიყავით მისულები, რომ უცებ გაისმა ისევ ის საშინელი ხმა თვითმფრინავმა გადაუფრინა და ეკლესიის სიახლოვეში ფაქტიურად ეკლესიის წინ ბომბი ჩამოაგდო.ჩამოვარდნის მომენტში რუსლანი

    იქვე ღობის იქით გადახტა მე კი ეკლესიის ეზოში გადავხტი და ზედ ვიღაცის საფლავზე დავემხე და იმწამს დაიგრუხუნა.მე გავითიშე და რომ გამომეღვიძა საფლავის წინ ვეგდე და ზედ მიწა მეყარა გამოღვიძების შემდეგაც აგონიაში ვიყავი ძლივ ძლივობით მივდიოდით შინდისისაკენ.შინდისს,რომ მივუახლოვდით რამდენიმე ქართული ტანკი ვნახეთ შიგნით არავინ იჯდა უპატრონოდ იყვნენ დაგდებულები ალბათ ეკიპაჟის წევრები გაიქცნენ და ტანკები მიატოვეს.გარშემო საშინელი ხედი იშლებოდა ყველაფერი დაბომბილი იყო გზებზე და ბაღებში უზარმაზარი ორმოები იყო გაჩენილი დაბომბვის შედეგად.შინდისში,რომ შევედით გზად ერთი ქალი შეგვხვდა მან მიცნო მაგრამ მე იმდენად დაძაბული ვიყავი ვერ ვიცანი.ჩემი დის სახლამდე გამოგვყვა თან რაღაცეებს გვეკითხებოდა სოფელში აქა იქ სხვა ხალხიც შეგვხვდა გვეკითხებოდნენ ფხვენისში რუსები უკვე შემოსულები იყვნენ თუ არა ჩვენც ვპასუხობდით,რომ გზაში რუსები არსად შეგვხვედრიან და ფხვენისშიც სავარაუდოდ არ იყვნენ ჯერ-ჯერობით შემოსულები.მაგრამ ალბათ უკვე მალე შემოვიდოდნენ და შინდისსაც მალე მოადგებოდნენ.დღემდე საშინლად ჩამრჩა გონებაში ერთი სცენა,როდესაც შინდისში შევედით ერთ ადგილზე ვნახე ახალგაზრდა ბიჭს როგორ მარხავდნენ საწყალი წინა დღეს თურმე ნაღმზე აფეთქებულა რამდენიმე კაცი მიწას აყრიდა დასახიჩრებულ გვამს.

    შემდეგ ჩემი დის სახლაში მივედით ჩემი და ნანული შემოგვეგება მაშინ ცოტა ავადმყოფობდა მაგრამ მაგ დროს ფეხზე იყო წამომდგარი.სახლში მისვლის შემდეგ რუსლანი ცოტა ხანიღა გაჩერდა.ცოტა საჭმელი შეჭამა და შემდეგ ისეთი უკან ფხვენისში

    გაბრუნდა მე კი იქ შინდისში დავრჩი.ის ღამე ჩემ დასთან გავათენე.შემდეგ დღეს 12 რიცხვში დილით მეზობლის ქალმა მითხრა თურმე ბიჭებს დასახიჩრებული ქალი წაუყვანიათ სოფლის ექიმის სახლში.მითხრა მგონი ფხვენისიდან არისო.მეც დავინტერესდი ვინ იყო და მალევე წავედი სანახავად ადგილზე,რომ მივედი სახლში მაგ დროს ექიმი არ იმყოფებოდა მხოლოდ სოფლის ექიმის დედა იყო.ის დასახიჩრებული ქალი კი მართლა ფხვენისიდან აღმოჩნდა,რომელსაც საკმაოდ ახლოს ვიცნობ.უგონოდ იყო ტანზე ტანსაცმელი მთლიანად დაფლეთილი ქონდა სხეული კი საშინლად ქონდა დასახიჩრებული.მთელ სხეულში უამრავი

    შუშის ნამსხვრევები ჰქონდა ჩარჭობილი ფეხებზეც ტანზეც ხელებზეც.მთელი ტანი სულ დასერილი და გადატყავებული ქონდა, კანი კი გადაშავებული იყო.სისხლი კი ღვარა ღვარა მოსდიოდა.საშინლად გაჭუჭხიანებული იყო მთელი სხეული მიწით და ტალახით ქონდა მოსვრილი.მე პროფესიით ექთანი ვიყავი და შესაბამისად ასე თუ ისე ვიცოდი პირველადი დახმარების აღმოჩენა და მკურნალობა.მაშინვე დავიწყე ჭრილობების გასუფთავება.მე და ექიმის დედამ ქალბატონმა ჟუჟუნამ მაშინვე წყალი მოვიტანეთ იქვე ცოტაოდენი სპირტი ბამბა და ბინტიც აღმოაჩნდა მართალია საკმარისი არ იყო მაგრამ სულ არაფერს მაინც ჯობდა.სათითაოდ ვაცლიდი სხეულიდან შუშის ნამსხვრევებს შემდეგ კი სპირტით უმუშავებდი.ჭრილობების გადასახვევდ ბინტი არ გვყოფნიდა ამიტომ საწოლი პროსტინები დავხიეთ რასაც შემდეგ წყალში ვასველებდით და სხეულს უწმენდდით იმდენად ცხელოდა,რომ სველ ტილოებს სხეულზე,რომ დავაფენდი უცბად შრებოდა.სისხლდენა,რომ შემეჩერებინა სხვადასხვა მატერიები დავხიე და როგორც ლახტები ისე გამოვიყენე.რომ ვიხსენებ ახლაც ტანში ჟრუანტელი მივლის.მთლად გათიშული არ იყო მაგრამ არც ბოლომდე გონზე ყოფილა.ხანდახან რაღაცეებს ბუტბუტებდა და ბოდავდა.საღამოთი ჭრილობები ცოტათი დაცხრა სისხლდენაც შეჩერდა.დილით ადრე შინდელი ბიჭი დიდი სატვირთო მანქანით იყო შინდისში მოსული და ქალაქში მიდიოდა.

    მართალია გზებზე უკვე რუსები იდგნენ და არავის უშვებდნენ მაგრამ ვიღაც ვიღაცეები მაინც ახერხებდნენ შემოსვლას და გასვლას.მართალია დაზარალებულ ქალბატონს ყველაფერი გაუკეთე რაც შემეძლო მაგრამ მისი საავადმყოფოში წაყვანა მაინც აუცილებელი იყო.ამიტომ როგორღაც მოვახერხეთ და სატვირთოს მძღოლს გავატანეთ.ღვთის წყალობით რუსების ბლოქბოსტებს მშვიდობიანად გასცდნენ.ამის შემდეგ რამდენიმე საათში აქვე ახლოს მცხოვრები ახალგაზრდა ბიჭები გადმოვიდნენ და მითხრეს,რომ ოთხი დაჭრილი ჯარისკაცი ყავდათ შეფარებული აქვე სიახლოვეში რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ.მეც მაშინვე წავყევი. იქვე სიახლოვეში აფთიაქი იყო ბიჭების დახმარებით მოვახერხე შიგნით შესვლა და წამლების,სპირტისა და ბინტების გამოტანა.დაჭრილებთან,რომ მივედი ყველანი შიშვლები იყვნენ ზევიდან კი სქელი ადიელები ეფარათ.ყველანი საშინლად იყვნენ დასახიჩრებულები.ერთი მათგანი ძალიან მძიმედ იყო მთელს ტანში ფეხებში ზურგზე და სახეზე სულ წვრილ წვრილი რკინისა და ტყვიების ნამსხვრევები ქონდა ჩარჭობილი.მეც დავიწყე ყველაფრის გაკეთება რაც შემეძლო ბიჭებიც მეხმარებოდნენ და ნელ ნელა სათითაოდ ვაცლიდი რკინის ნამსხვრევებს სხეულიდან რისი ამოღებაც შესაძლებელი იყო,როგორც შევძელი სახლის პირობებში ჭრილობები დავუმუშავე ინფექცია,რომ არ შეჭრილიყო.რაც შესაძლებელი იყო ყველაფერი გაუკეთე მაგრამ აუცილებელი იყო მათი საავადმყოფოში დროულად წაყვანა მართალია ნამსხვრევები ამოუღე ჭრილობები დაუმუშავე გადავუხვიე და აფთიაქიდან წამოღებული ანტიბიოტიკები და გამაყუჩებელი გაუკეთე მაგრამ ზოგიერთი ჭრილობა საოპერაციო იყო მაგალითად ერთ ერთ მათგანს ცალ ბარძაყზე ძალიან დიდი ჭრილობა ჰქონდა ფაქტიურად მთლიან ბარძაყი გამოფლეთილი იყო და მალე საჭიროებდა ოპერაციას და გაკერვას.მაგ დღეს ერთი ბიჭიც გადმოვიდა დაჭრილების სანახავად,რომელც დიდად დამეხმარა მათ მოვლაში.მახსოვს საჭმელს კოვზით ვაჭმევდით სათითაოდ ყველას.ის ადიელები გადავხადეთ და გვერძე სახლიდან გადმოტანილი თხელი ზეწრები დავაფარეთ,რადგან ძალიან ცხელოდა და ცოტათი მაინც,რომ გაგრილებულიყვნენ.შემდეგ დღეს ორი კაცი გადმოვიდა დილით ადრე.მითხრეს დაჭრილი გვყვავს და იქნებ წამოგვყვეთ აქვე ახლოს ვცხოვრობთო.მეც გავყევი და მათთან,რომ გადავედი ვნახე,რომ ახალგაზრდა ბიჭს მხარში ასკოლკა ჰქონდა მოხვედრილი.ხელი გასიებული იყო და დაჩირქება იყო წასული.მომიწია ხელი გამომერწყო და რკინის ნაფლეთი პინცეტით ამომეღო კიდევ კარგი,რომ არ იყო ღრმად ჩასული და მოვახერხე ამოღება ჭრილობა კი დაუმუშავე.შემდეგ კი ისევ უკან გამოვბრუნდი.

    უკან,რომ დავბრუნდი იქვე ბიჭებმა მითხრეს,რომ მამაოები შემოდიან და აქედან დაჭრილები მიყავთო და იქნებ ჩვენები გაიყვანონ სამშვიდობოზეო.ეგ რომ გავიგე ცოტა დავმშვიდდი მახსოვს მანამდე იმაზე ვფიქრობდი სად უნდა დაგვემალა ოთხივე რუსებს,რომ აქეთ გამოევლოთ და აქ შემოსულიყვნენ.თითონ დაჭრილებმაც მითხრეს მანამდე ლილი დეიდა რუსები,რომ შემოვიდნენ რა უნდა ქნათო მე კი ვეუბნებოდი რა უნდა ვქნა დაგმალავთ და თუ გნახავენ ალბათ მეც თქვენთან ერთად მომკლავენი მეთქი.ცოტა ხნის შემდეგ იქვე ჩემ დასთან გადავედი ორი დღეა არ მენახა და ვიფიქრე გადავალ ვნახავ ემანდ ცუდად ხომ არ არის მეთქი,რომ გადავედი იქ ცოტა ხანს გავჩერდი საჭმელი გავუკეთე ცოტა მეც შევჭამე და უკან გამოვბრუნდი და იმ სახლში,რომ მივედი სადაც დაჭრილები იყვნენ იქაურობა ცარიელი დამხვდა ცოტა ხნის შემდეგ გავიგე,რომ მამაოებს წაუყვანიათ.სამწუხაროა,რომ დამშვიდობება ვერ მოვასწარი მაგრამ ძალიან გამიხარდა,რომ სამშვიდობოზე გაიყვანეს.მას შემდეგ არც ერთი მათგანი აღარ მინახავს.რა უნდა მექნა ავდექი და ისევ ჩემ დასთან გავბრუნდი.გზაში ცენტრალურ გზასთან გავედი სადაც დავინახე თუ როგორ მოძრაობდნენ რუსული ტანკები სატვირთოები და ჯავშანტექნიკა მიოდიოდნენ და მოდიოდნენ ორივე მიმართულებიდან.იქვე კი ერთი სატვირთო გაჩერდა სადაც დავინახე ზედ როგორ ეყარა რამდენიმე ქართველი ჯარისკაცის გვამები ეგ,რომ დავინახე მუხლებზე დავეცი ტირილი დავიწყე და წყევლა დაუწყე რუსებს ვიფიქრე თუ მომკლავენ მომკლა მეთქი.აგონიაში ვიყავი და გაუჩერებლად ვწყევლიდი მათ.რამდენიმე რუსმა ჩემსკენ გამოიხედა მაგრამ ყურადღება არ მომაქციეს და წავიდნენ უცებ ორი შინდელი ბიჭი მოვიდა და იმათმა გამიყვანეს მანდედან მეუბნებოდნენ დეიდა თავი დაანებე დაგვხოცავენო.ძლივს მომიყვანეს აზრზე.მაგის შემდეგ ჩემი დის სახლთან მივედი უკვე საღამო იყო და კიდევ ერთი ღამე დავრჩი შინდისში.დილით უკან ფხვენისში წამოსვლა გადავწყვიტე რადგან ის ბიჭები წაიყვანეს შინდისში დარჩენას აზრი აღარ ქონდა.ჩემი სახლისაკენ მომიწევდა გული თან მაინტერესებდა რუსლანი,როგორ იყო.დილით ადრე გამომაცილეს ჩემმა დამ და რამდენიმე მეზობელმა შინდისის გამოსასვლელამდე.მაგ დროისთვის მართალია რუსები ჯერ კიდევ აქ იყვნენ მაგრამ უკვე ნელ-ნელა ისევ ტოვებდნენ აქაურობას.სროლის ხმა ჯერ კიდევ ისმოდა როგორც ცხინვალის ისევე გორის მხრიდანაც.შინდისიდან,რომ გამოვედი რკინიგზასთან და ფხვენისის გზაზე შემხვდა.უამრავი აფეთქებული მანქანები მწყობრიდან გამოსული ცარიელი ტანკები და სხვადასხვა ალმოდებული ტრანსპორტი.ფხვენისამდე ისევ ბაღებ ბაღებ ჩამოვედი.სახლში,რომ მივედი მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად იყო რუსლანი იქვე რაღაცას საქმობდა.მერე გავიგე,რომ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ავნევიდან გამოქცეული ტოლვილები ყავდა შეფარებული მოხუცი მამა და ორი შვილი ბიჭი და გოგო და მე სანამ მივიდოდი მანამდე ცოტა ხნით ადრე გაუშვია.თურმე სოფელ ჯლევიჯვრისაკენ მიდიოდნენ და იქითკენ გაუცილებია.ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღის მანძილზე რუსები ისევ აქ იყვნენ და ნელ ნელა მიდიოდნენ სოფლებიდან ცხინვალისაკენ.ეს იყო ჩემი მოკლედ მოყოლილი ამბავი რაც გადამხდა თავს.შემიძლია ვთქვა,რომ ეს ომი ნამდვილი საშინელება იყო და საერთოდაც ყველა ომი საშინელებაა და რატომ ხდება ეს?რატომ ხდება რომ ვიღაც კერძო პირების ინტერესებისთვის ათასობით ადამიანი უბედურდება?განა არ შეიძლებოდა ამ შუღლის მშვიდობიანად მოგვარება?იქიდან მოყოლებული რაც ადამიანები გაჩნდნენ ყველა ერთმანეთს ხოცას.დასრულდება კი ეს საშინელება ოდესმე?


ინფორმაციის მოძიებაში გვეხმარება შვილიშვილი გიორგი ომაძე 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.06.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0