სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მამუკა ბარათაშვილი 1965-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი მამუკა ბარათაშვილი 1965-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი მამუკა ბარათაშვილი 1965-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი

1965-1993 წწ. გარდ. 28 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბარათაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

58       ბეჭდვა

მამუკა ბარათაშვილი 1965-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი

მამუკა ბარათაშვილი დაიბადა ქ. თბილისში, 1965 წლის 30 იანვარს.


საქართველოს გამოღვიძების ზარმა რომ დარეკა,იმ ვაჟკაცთა რიგებში ჩადგა ვინც მუდამ იქ. იყვნენ, სადაც სამშობლოს უჭირდა. იბრძოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, სადაც ამა წლის 30 აგვისტოს შეტევის დროს მან და მისმა თანამებრძოლებმა მომხვდურთა წინააღმდეგ განახორციელეს ღრმა რეიდი,რომლის დროსაც უმუხთლა ბედმა – ბრმად მოხვედრილმა ტყვიამ დასცა იგი ძირს საყვარელ ქართულ მიწაზე.


მამუკას ჯიბეში, გულთან ახლოს ნახეს ყოფილი საბჭოთა კავშირის რუქიდან ამოჭრილი საქართველოს ტერიტორიის რუკა.

მარად იყოს შენი სახელის დიდება, მამუკა, გწამდეს, რომ ახდება შენი ოცნება და გაბრწყინდება თავისუფალი საქართველ

ყველა პოზიციაზე ერთიანი შემოტევაა. მამზიშხის ერთერთ გორაზე(ბზიფის მიმართულებისკენ) ისევ ჩვენ ვართ. პატარა, მობილიკო ტერიტორიაზე დაფეხვილი ბმპ დგას საწვავის და ჭურვების გარეშე. ღრჭიალებს, გმინავს, კვნესის საქართველოს მიწა. იხრჩობა კისრამდე სისხლში გაწოლილი. სტკივა ორმოებად ამოგლეჯილი ნაიარევი სხეული. შემოგვიტიეს ისევ გავეშებულებმა.ქვემოთ, "ტრასაზეც", გააფრთებული ბრძოლაა. იქაც შემოჭრილები არიან საქართველოს ერთიანობის მტრები: რუსები, ჩრდილოკავკასიელები, ადგილობრივი სეპარატისტები...
მამუკა ბარათაშვილი - მაღალი, შავტუხა, სამყაროსოდენა სევდიანთვალებიანი ბიჭი, "მხედრიონის" თბილისის რაზმიდან. "ტრასაზე" შემოტევისას ყუმბარის ნამსხვრევებმა დაუფატრა მუცელი. არაა სასიკვდილო ჭრილობები, ბრძოლას განაგრძობს ლამაზად აზიდული ვაჟკაცი. ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე საზიდი შემოაგდეს, ყუმბარ და ნაღმმტყორცნების ზალპი მოაყოლეს. საზიდი თუ აფეთქდა, უამრავი საჯიშე ქართველის სიცოცხლეს შეიწირავს... ეს მხოლოდ საზიდი კი არაა, საზიდზე დაწყობილი ლორწოვანი სიკვდილია და ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ დაამარცხოს საკუთარი სიკვდილით სიკვდილი. წამოიმართა მშვენიერი ვაჟკაცი, გადაეღობა საზიდს, გოლიათის ძალა მიეცა იმ წამს, გამოაგორა უკან "მახინა", განარიდა თანამებრძოლებს. დაინახეს მამუკა ბარათაშვილი საქართველოს საჯიჯგნად შემოსეულებმა და იგრძნო ბიჭმა ტკივილი, ვიდრე ჭრილობას დაინახავდა. იგრძნო, როგორ ტოვებდა ქართული სისხლი ქართულ ჯიშიან სხეულს. მერე ჩაიმუხლა, ქამარი შემოიჭირა არტერიაზე, რომელიც იმ ავბედითი ტყვიით იყო გახვრეტილი, მამუკას სახელი რომ ეწერა.
მამუკა ბარათაშვილი ახლა აღარც ტკივილს გრძნობდა. გაოცებული იყო - არტერიიდან ამოფრქვეული სისხლის შადრევანი როგორ აცლიდა ძალას. გზის პირას მიწვა. დაძახება უნდოდა. საკუთარი ხმა არ ესმოდა. ვერ წამოდგა, ვერ მოერია საკუთარ სხეულს. ღიმილი კი, მისნაირი კაცების ღიმილი ეფინა შავტუხა, ლამაზად მოხატულ სახეზე. თვალებში არა ტკივილი, არა სევდა, ენით აღუწერელი რაღაც ჩაუსახლდა, სამშობლოსათვის შეწირულებს რომ უსახლდებათ.
გაგრაში ჩამოფრინდა მამუკას მამა, ბატონი გივი. მამუკა ჩვენთან ერთად, სისხლგამშრალებთან ერთად "ელოდებოდა" მას. ორი ჭარმაგი მამა, გივი ბარათაშვილი და ჯაბა იოსელიანი, ერთმანეთის მხრებზე ხელებშემოხვეულები იდგნენ, ერთმანეთის ტკივილით და თანაგრძნობით გაჯერებულები.
მერე გივი ბარათაშვილი ოდნავ გარეგნობა შეცვლილ მამუკას( 2 დღის მერე მოვახერხეთ მისი "გამოყვანა" ბრძოლის ველიდან) მიესათუთა: "სამშობლოსათვის გაგზარდე და კაცის გვერდით დაგაყენე. შვილი მაინც დაგრჩენოდა, ბიჭო!" ამ სიტყვებს თითქოს გული ამოაყოლა ბატონმა გივიმ...
Ps მამუკა ბარათაშვილი ერთერთია იმ 800 გმირი "მხედრიონელიდან", რომლებიც საქართველოს ერთიანობას შეეწირნენ უყოყმანოდ. სწორედ 1992 წლის დღევანდელ დღეს მამუკა ბარათაშვილმა საკუთარი სიკვდილით დაამარცხა სიკვდილი.
ამონარიდი ომისა და თავდაცვის ძალების თადარიგის პოლკოვნიკის დარეჯან(დოდო) გუგეშაშვილის მოგონებებიდან"სიკვდილით დამარცხებული სიკვდილი"

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.07.2021
ბოლო რედაქტირება 06.09.2023
სულ რედაქტირებულია 4




ბარათაშვილი გერვასი ელეფთერის ძე მართლმ. მღვდელი 1904-1908წწ სოფ. მერევი, ?-1915წწ სოფ. შუქურთი, ჭიათურა

2 0

ბარათაშვილი გაიოზი 1746-1821წწ ასტრახანის, მთავარეპისკოპოსი დაბ. სოფ. მაღარო, სიღნაღი

2 0

4.16 ნიკოლოზ VII (ბარათაშვილი) 1561-1584 წწ. კათოლიკოსი

1 0


4.31 ბესარიონი (ბარათაშვილ-ორბელიშვილი) 1724-1737 წწ. კათოლიკოსი

1 0


ბარათაშვილი

1 0

სიმონ ბარათაშვილი მელქისედექის ძე (1745-98) რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. სამშვილდე თეთრი წყარო, Баратаев (Бараташвили) Сёмен Михайлович

2 0


პეტრე ბარათაშვილი მელქისედექის ძე (1734-89), რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. სამშვილდე თეთრი წყარო Баратаев (Бараташвили) Пётр Михайлович (Мельхиседекович)(Мельхиседекович)

1 0


ნიკოლოზ ბარათაშვილი ნიკოლოზის ძე 1865-1932 გენერალ ლეიტენანტი დაბ. ვლადიკავკაზი

2 0


კონსტანტინე ბარათაშვილი თევდორეს ძე, (1858-1916) რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. სამშვილდე, თეთრიწყარო

4 0


ნიკოლოზ ბარათაშვილი ნიკოლოზის ძე (1839-1879) რუსეთის გენერალი

1 0


ილია ბარათაშვილი ანდრიას ძე(1870-1918) რუსეთის გენერალი

2 0


ლეონიდე ბარათაშვილი ვიქტორის ძე 1894-1951წწ საბჭოთა გენერალი ქვემო ქართლი

3 0


ბარათაშვილი სერგო მიხეილის ძე(1861-1930) რუსეთის დუმის წევრი ბარათაევკა ულიანოვსკი

1 0


მიხეილ პეტრეს ძე ბარათაშვილი 1784-1856წწ მოღვ. რუსეთში ისტორიკოსი, ნუმიზმატიკის ფუძემდებელი ციმბირი რუსეთი

1 0


გივი ბარათაშვილი 1929-2010წწ მსახიობი, სცენარისტი. დაბ. თბილისი

2 0


ელისაბედ ბარათაშვილი 1879წ დიდგვაროვანი, მსახიობი. დაბ. ვლადიკავკაზი.

1 0


პაატა ბარათაშვილი 1953წ მსახიობი, პოლიტიკოსი. დაბ. თბილისი.

1 0


ეკატერინე ბარათაშვილი 1874-1944წწ. მხატვარი, ქ. თბილისი .

1 0


მარგარიტა ბარათაშვილი 1893-1987წწ. მხატვარი, დანია, ქ. კოპენჰაგენი.

1 0


გელა ბარათაშვილი დ.1981წ. მსოფლიო პრიზიორი სამბო დაბ. სოფ. ვაყა ხაშური

1 0

1 1 3