სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ნური გულბანი 1959-93წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ცანა ლენტეხი სვანეთი ნური გულბანი 1959-93წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ცანა ლენტეხი სვანეთი ნური გულბანი 1959-93წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ცანა ლენტეხი სვანეთი

1959-1993 წწ. გარდ. 34 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი გულბანი სია

ლენტეხი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

ნური გულბანი 1959-93წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ცანა ლენტეხი სვანეთი

ნური გულბანი


აფრინდებიან მართვეები დედის ბუდიდან და ცის შორეულ ლაჟვარდებში ინავარდებენ, მათი ფიქრია სიმაღლესთან ჭიდილი მუდამ და მშობლიური ბუდეების თავზე ტრიალი, ვაი მას, ვისაც მოეშლება ბუდე და კერა, ვაი მას, ვისაც არსად არ აქვს თავშესაფარი. მუდამ სიმაღლეებთან ჭიდილში იშვა სვანი კაცის ლაღი ბუნება და შეუდრეკელობა, მამულის სიყვარული და გამტანობა. სწორედ აქ, სვანეთის ულამაზეს კუთხეში, ლენტეხის რაიონის სოფელ ცანაში დაიბადა 1959 წლის 1 დეკემბერს ამ ნარკვევის გმირი,


საქართველოსთვის თავდადებული რაინდი ნური დავითის ძე გულბანი, რომელზეც სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების ქუთაისის ორგანიზაცია განაცხადებს: „ტრისტან კილასონია და ნური გულბანი არა მარტო თავიანთი უშიშარი გულით იყვნენ გამორჩეულები, არამედ ადამიანობითაც,ჰქონდათ მეგობრებისადმი უსაზღვრო სიყვარულისა და ერთგულების უნარი და შეეძლოთ თავიანთი სიცოცხლის ფასად დაეცვათ ეს სიყვარული. მათი სახელი სამარადისოდ ამიტომაც დარჩება ჩვენს შორის“. ან კიდევ: „უფრო ზუსტად არავინ იცის, თუ რა მოხდა იმ დღეს – 24 აპრილს ქალაქ გორში, სადაც არნახული ტრაგედია დატრიალდა – დაიღუპა ორი ახალგაზრდა, ორი თვალსაჩინო ქართველი კაცი, ეროვნული მოძრაობის ორი რიგითი მებრძოლი, რომლებიც ჩვენს გულებში, ჩვენს წარმოდგენებში, ჩვენი ღრმა რწმენით, გმირები იყვნენ, არიან გმირები და მუდამ გმირებად დარჩებიან, რადგან ისინი საქართველოს იცავდნენ“.


მთის ამაყ შვილს სულიც ამაქი დაჰყვა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ქუთაისს მიაშურა ყმაწვილმა. აქ შეიგრძნო და გაითავისა შრომის სიყვარული. აქვე ეზიარა ოჯახურ სითბოს – ინგა ზურაბის ასულ კამლაძესთან ერთად შექმნა ერთი ლამაზი, ქართული ოჯახი, სადაც ორი შვილი, ქალვაჟი სალომე და მიხეილი აჩუქა ინგამ საყვარელ მეუღლეს...

მალე მსოფლიო კატაკლიზმები იწყება.

საქართველოში ეროვნული მოძრაობა კულმინაციას აღწევს.

ქართველი ახალგაზრდობა აქტიურად მონაწილეობს ეროვნულ მოძრაობაში,ოცდაათი წლის ვაჟი უყოყმანოდ შედის ახლადდაარსებულ მერაბ კოსტავას საზოგადოებაში და მისი სახელით მამულის პირველსავე დაძახილზე, იარაღით ხელში მიდის სამაჩაბლოში.

იბრძოდა – მამულის ერთიანობისთვის.

იბრძოდა – საქართველოსთვის.

იბრძოდა ჭაბუკური სიკასკასით და ენერგიით.

იბრძოდა: თამარაშენში, აჩაბეთში, ქურთაში, ქემერტში, ხეითში, ერედვში,ნიქოზში, საიდანაც გორში მშვიდობით ჩამოსულს ყელში წასწვდა ფარული მტრის ვერაგული ხელით ნასროლი ტყვია. დაიღუპა სამშობლოსთვის თავდადებული ჭაბუკი, რომლის დაღუპვასაც ასე გამოეხმაურა პრესა: „სამშობლოსთვის თავდადება და თავგანწირვა არ განისაზღვრება არც დიდი ჩინით, არც რაიმე მნიშვნელოვანი ტიტულით, ამ ყველაზე საპატიო და უმძიმესი ტვირთის შემამსუბუქებელი გრძნობა მხოლოდ და მხოლოდ „ერთი უბრალო“ რამ არის –სამშობლოსადმი დიდი სიყვარული და ამ სიყვარულის უმაღლესი ჯილდო: გმირული სიკვდილი!“

პატივით დაკრძალეს გუდაუთის რაიონის სოფელ ოთხარაში, სადაც მისი წინაპართა ძვლები განისვენებენ.

ქალბატონ ინგას როცა სამსახურის შესახებ ვკითხე, მითხრა, რომ სამხედრო პოლიციაში ვმუშაობო. ჩემს გაოცებულ სახეს რომ შეხედა, უკვე ამაყად მითხრა:

– „ნურის ამხანაგმა და თანამებრძოლმა ამირან გოლეთიანმა, არა მარტო მე,არამედ სხვა დაღუპული ბიჭების მეუღლეებს ყველას დახმარების ხელი გამოგვიწოდა და სამუშაო მოგვცა. ქართველ კაცს უთქვამს: „კვიცი გვარზე ხტისო“,დიახ, ჩვენი მამულისთვის თავგანწირული ვაჟკაცების მეუღლეები – ჩვენი საყვარელი ქმრების დაწყებულ საქმეს ვაგრძელებთ, როგორც შეგვიძლია“.

შეწყვეტილ სიმღერასავით შეწვდა მრავალი ახალგაზრდის სიცოცხლე.

კვლავ გაგრძელდება სიცოცხლე საქართველოში.

გაზაფხულთან ერთად მოდის ახალი თაობა, სამშობლოსთვის თავგანწირულ ვაჟკაცთა შვილები, რომლებიც მამათა გმირულ საქმეებს უთუოდ გააგრძელებენ.

ქართული ფუძე, ქართული ძირი ისევ ყვავილობს...

ნუგზარ ფხაკაძე

11


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.07.2021
ბოლო რედაქტირება 05.05.2022
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0