სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გოჩა ჩაჩიბაია 1965-93წწ. გარდ. 28 წლის, აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი გოჩა ჩაჩიბაია 1965-93წწ. გარდ. 28 წლის, აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

1965-1993 წწ. გარდ. 28 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჩაჩიბაია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

33       ბეჭდვა

გოჩა ჩაჩიბაია 1965-93წწ. გარდ. 28 წლის, აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

გოჩა ჩაჩიბაია დაიბადა 1965 წლის 27 მაისს ქ. სოხუმში. 


1982 წელს დაამთავრა ქ. სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის 1-ლი საშუალო სკოლა. გამოირჩეოდა სიდინჯით, გატაცებული იყო სპორტით. კრივის სპორტის ოსტატი მრავალჯერ გახდა აფხაზეთის ჩემპიონი. 

ჩაჩიბაია გოჩა 1993 წლის ივნისს გაწვეული იყო სამხედრო სამსახურში და ჩარიცხული იქნა 23-ე ბრიგადის ცალკეული მსროლელ ასეულში, რიგითად.

სოხუმელმა ბიჭმა თავი გამოიჩინა, როგორც დისციპლინირებულმა მებრძოლმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ღირსეულმა დამცველმა .

მინდა შევახსენო მკითხველს მის გრძნობაზე . . . აფხაზეთის ომის დაწყების დროს იყო ქ. ლვოვის სამედიცინო ინსტიტუტის მე-4 კურსის სტუდენტი, რომელიც ვერ დაამთავრა, რადგანაც მის ქალაქს უჭირდა. თავის ძმებთან და მეგობრებთან ერთად იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ის არ ებრძოდა აფხაზს ხალხს, არამედ იცავდა სამშობლოს. . . 


დიდებული ოჯახის შვილს, ბ-ნ ოთარ ჩაჩიბაიას ვაჯკაცს სვანაირად ვერ შეეძლო. ადგილობრივი მოსახლეობა დიდ პატივს სცემს ბ-ნ ოთარ ჩაჩიუბაიას, დამსახურებულ ექიმს, რომელიც საზოგადოებრივი საქმეების ნამდვილ სულისჩამდგმელი არის და ადამიანებისათვის მხოლოდ სიკეთე სურდა. 

ასეთი სიყვარულით და რწმენით იზრდებოდა ჩაჩიბაიების ოჯახიდან გამოსული ვაჟკაცები: გოჩა ჩაჩიბაია, ბერუ ჩაჩიბაია (ბიძაშვილი), ფეტელავა მამუკა ( მამიდაშვილი). სამივე სამშობლოს სადარაჯოზე იდგნენ წელგამართულნი. 

1993 წლის ივნისის ბრძოლების დროს სოფ. ქვემო ეშერაში მდ, გუმისთაზე მტრის არტილერიის მიერ ასეულის პოზიციების დაბომბვის დროს თავის არეში მძიმე ჭრილობა მიიღო, რის შედეგადაც 1993 წლის 5 ივლისს გოჩა ჩაჩიბაია გარდაიცვალა ადგილზე. მიცვალებულის ცხედარი ბრძოლის ველიდან გადმოასვენეს. 

ბრძოლის ველზე ნახევრად წაქცეული გოჩას სიტყვები იყო: 

«Враги! Вы грузинскую спину не уиидите»…

დასაფლავებულია გულრიფშის სასაფლაოზე. 

ეჰ, უკუღმართია, მოულოდნელობითაა სავსე ომის გზები. საქართველოს უამრავი გმირი ყავს, ძალზე ბევრნი . . . ვინც ანთებული გულით სამშობლოს ერთიანობისათის ბრძოლაში დაეცა. 

ნათელში ყოფილიყოს, გოჩა, ბესიკ, მამუკა . . .  თქვენი ბედკრული სული.  



მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.08.2021
ბოლო რედაქტირება 23.02.2023
სულ რედაქტირებულია 4

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 03.09.2021
სულ რედაქტირებულია 1


კონდრატე მალაქიას ძე · ჩაჩიბაია 1867-1947წწ დეკანოზი დაკრძ. სოფ კიწია (მარტვილი)

2 0

ჩაჩიბაია - გვარის 15 ღვთისმსახური

1 0

კირილე სამსონის ძე ჩაჩიბაია 1888-1974წწ დეკნოზი დაბ. სოფ. გურძემი (მარტვილი)

2 0

ვლადიმერ ჩაჩიბაია ბორისის ძე (დ. 1971) საქართველოს გენერალი დაბ. თბილისი წარმ. სენაკი

1 0


ზურაბ ჩაჩიბაია ვლადიმერის ძე (1907-59) საბჭოთა გენერალი დაბ. ფოთი

1 0


ბესიკ ჩაჩიბაია 1965-03/12/92წწ. გარდ. სოფ. ათარა ოჩამჩირე სკორპიონი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

3 0