სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
მერკულას ბრძოლა 1992 წელი 30 ნოემბერი სოფ. მერკულა ოჩამჩირე აფხაზეთი მერკულას ბრძოლა 1992 წელი 30 ნოემბერი სოფ. მერკულა ოჩამჩირე აფხაზეთი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

მერკულას ბრძოლა 1992 წელი 30 ნოემბერი სოფ. მერკულა ოჩამჩირე აფხაზეთი

ქეთევანას (28 ნოემბერი) და კოჩარას (29 ნოემბერი) აღების შემდეგ, სეპარატისტების მორიგი სამიზნე - სოფელი მერკულა გახდა. ამ სოფლის ერთი ნაწილი ისედაც აფხაზების ხელში იყო (სოფელს ჩაის პლანტაციები ორ ნაწილად ყოფდა) და მეორე ნაწილის ხელში ჩასაგდებად, დივერსიულ ქმედებებს თუ არ ჩავთვლით, მოწინააღმდეგის მხრიდან 30 ნოემბრამდე ფართომაშტაბიან შეტევას ადგილი არ ჰქონია. ყველაზე მაშტაბური დივერსიული აქტი 22–23 ნოემბრის ღამით იქნა განხორციელებული.

დავით ახრახაძე დაბ. 1969 წ. ვეტერანი ქუთაისის ბატალიონი დაბ. ქუთაისი

1992 წლის 30 ნოემბრის დილის საათებში, სოფელ მერკულაზე ძირითადად  კაზაკთა და ყაბარდოელთა შენაერთებისგან დაკომპლექტებულმა ძალებმა ფართომაშტაბიანი შეტევა წამოიწყეს. მიუხედავად იმასა, რომ სოფელში საერთო ჯამში 250–მდე ქართველი სამხედრო იმყოფებოდა, პირველ საათებში აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში მხოლოდ რამდენიმე ათეული მებრძოლი იყო ჩართული. დავით ზივზივაძეს (25 სექტემბერს სოხუმში სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა) თავის დღიურებში ამ ბრძოლის შესახებ დაწვრილებით აქვს მოთხრობილი. მის გვერდით იბრძოდა მოხალისე დავით ახრახაძე, რომელიც ამ შეტაკების დროს ორივე ფეხში მძიმედ დაიჭრა (ცალი ფეხის ამპუტაცია დასჭირდა). მეზობელ პოზიციაზე იმყოფებოდა ფრიდონ ფორჩხიძე, რომელსაც აღნიშნული ბრძოლის პერეპეტიები რუსულ ენაზე აქვს აღწერილი (კანტუზია მიიღო ამ ბრძოლაში).


დათო (გეგუთა) ზივზივაძე 1957-93წწ. გარდ. 36 წლის აფხაზეთი დაბ. სოფ. გეგუთი წყალტუბო იმერეთი 

პირველივე წუთებიდან ქართველთა მეწინავე რაზმებმა მტერს მედგარი წინაარმდეგობა გაუწიეს და მათი იერიშები შეაჩერეს. შუადღისით ოჩამჩირედან (ბესლახუბა) შემოსული დამხმარე ძალა ჩაერთო ბრძოლაში, დღის ბოლოსკენ კი მტრის პოზიციებზე კოპიტნარის აეროდრომიდან წამოსულმა ორმა სუ–25–მა მიიტანა იერიში. მოწინააღმდეგე საბოლოოდ გატყდა და უკან დაიხია.


მტერს რომ სოფელი მერკულა აეღო, მათი შემდეგი სამიზნე დიდი ალბათობით ოჩამჩირე გახდებოდა (ოჩამჩირესთან დამაკავშირებელ საგზაო მაგისტრალს გადაკეტავდა). გამარჯვებებით შეგულიანებული მოწინააღმდეგის შეჩერება ჩვენს საჯარისო ნაწილებს ძალიან გაუჭირდებოდათ. ფსიქოლოგიური უპირატესობა რომ მტრის მხარეს იქნებოდა, ამას წყალი არ გაუვა. ამიტომაც ამ ბრძოლის მონაწილე თითოეული ქართველი მებრძოლი, მხოლოდ ქებას და ქებას იმსახურებს!!!

ჩვენი ძალების დანაკარგმა ერთი კაცი შეადგინა (ადგილობრივი პოლიციელი ვალერი ქობალია ბრძოლის ბოლოს ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა).

მტერმა მინიმუმ 13 კაცი დაკარგა  - 7 კაზაკი (სერგეი ვშივცევი, ანდრეი ოსტროვსკი, ვლადიმერ უტკინი, ალექსანდრე ნარიმანოვი, სერგეი კრინინი................ დანარჩენი ორის ვინაობა უცნობია)  4 ყაბარდოელი (რუსლან აბაევი, არსენ ხაგაბანოვი, ლეონიდ ხარუნოვი, ალბერტ აგიროვი), მერკულას ეროვნებით რუსი მკვიდრი  - ალექსანდრე აუნერი და აფხაზი მედდა - საიდა დელბა. აფსუებმა იმ დღეს კიდევ მინიმუმ 4 კაცი დაკარგეს (ნუგზარ არშბა, ვალიკო დარსალია, რუსლან კვიცინია და ალექსეი მალანია), რომლებიც დიდი ალბათობით სწორედ მერკულაზე შეტევის დროს უნდა დაღუპულიყვნენ (დაღუპვის ადგილი არ სახელდება). 30 ნოემბერს მერკულას გარდა, აფხაზეთის სხვა ტერიატორიაზე მსხვილმასშტაბიან შეტაკებას ადგილი არ ჰქონია. ასე რომ მათმა დანაკარგმა რეალურად მინიმუმ 16-17 კაცი შეადგინა.

დაჭრილები 30–ზე მეტი ჰყავდათ, მათ შორი ათამდე მძიმე მდგომარეობაში იყო, რომლებიც გუდაუთაში გადაიყვანეს (ტყვარჩელის კლინიკაში მიღებული ჭრილობების შედეგად - მედდა საიდა დელბა გარდაიცვალა). ანდრეი ოსტროვსკი, რომელიც პროფესიით ჟურნალისტი იყო, სამაჩაბლოს ომშიც იყო ნაომარი. მას არაერთი ქართველის სისხლში ჰქონდა ხელი გასვრილი. მის გვერდით დაიღუპა ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ნარიმანოვი (ბაქოში დაბადებული ეთნიკური სომეხი).



სურათზე (შუაში) დავით ახრახაძეა (ფოტო გადაღებულია ჯემალ სირბილაძის მიერ, მერკულას მეზობელ სოფელ - არადუში). ეს ადამიანი პირველივე წუთებიდან იყო ჩართული საბრძოლო მოქმედებებში და სანამ მძიმედ არ დაიჭრა, მანამდე წინა პოზიციებიდან ფეხი არ მოუცვლია. იმ დღეს მის ანგარიშზე მინიმუმ ათამდე მოკლული და დაჭრილი მტრის ჯარისკაცი იყო!!!

ამპუტირებული ფეხის მიუხედავათ, 1993 წლის მარტში, ის აფხაზეთის ფრონტს ისევ დაუბრუნდა!


წყარო ლაშა სირანაშვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.11.2021
ბოლო რედაქტირება 30.11.2022
სულ რედაქტირებულია 2





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0