სულ ვიზიტორი : 5921754241
განთავსებული სტატია : 9093

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
მდიდარი ადამიანები საქართველოდან მილიარდელი +20 მლნ აშშ დოლარი
დავით ვაჟას ძე ჟვანია დ. 1967წ. მილიარდელი დაბ. თბილისი დავით ვაჟას ძე ჟვანია დ. 1967წ. მილიარდელი დაბ. თბილისი
გვარი ჟვანია სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

186       ბეჭდვა

დავით ვაჟას ძე ჟვანია დ. 1967წ. მილიარდელი დაბ. თბილისი

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია 

150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

http://www.compromat.ru/page_20210.htm

David Zhvania

დავით ჟვანია - (20 ივლისი 1967 წელი თბილისი) - უკრაინელი პოლიტიკოსი და მეწარმე. უკრაინის IV - VII მოწვევის დეპუტატი.

Дави́д Важа́евич Жва́ния (укр. Давид Важаєвич Жваніягруз. დავით ვაჟას ძე ჟვანია Дави́т Ва́жас дзе Жва́ниа; род. 20 июля 1967, Тбилиси, Грузинская ССР, СССР) — украинский политик и предприниматель. Народный депутат Верховной Рады Украины IV—VII созывов, глава Комитета по вопросам государственного строительства и местного самоуправления (2012—2014). С февраля по сентябрь 2005 — министр по вопросам чрезвычайных ситуаций Украины (в правительстве Юлии Тимошенко).



ბიოგრაფია

დავით ჟვანია დაიბადა 20 ივლისს, 1967 ქალაქ თბილისში. მამა ვაჟა ჟვანია, განათლებით ფიზიკოსი იყო. დედა - ლუიზა ჟვანია - ექიმი ჰემატოლოგი.


1984 წელს დაამთავრა თბილისის 61-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური განხრით.


1991 წელს საცხოვრებლად გადავიდა უკრაინაში.


დავით ჟვანია ქართველებმა აიძულეს სამშობლოდან გაქცეულიყო, ისევ ქართველებმა დაუპირეს აფეთქება და ორჯერვე გადაურჩა სიკვდილს, თუმცა იმ არასასიამოვნო მომენტების გახსენება არ სიამოვნებს, რაც მოხდა საქართველოდან წასვლამდე. ის უკრაინაში სკანდალურ ფიგურას არ წარმოადგენს. მისი ქონებისთვის ბევრი ჯურის ადამიანს დაუდგამს თვალი - შავს თუ წითელს. როგორც კიევში ამბობენ, მძიმე სიტუაციებიდან ჟვანია კიევში ერთ-ერთი ძლიერი მაფიოზური ბანდფორმირების თავკაცებმა, სოლოხოვებმა იხსნეს. ის ერთადერთი ქართველია, რომელიც ქართველებს ახლოსაც არ იკარებს. მასმედიას თავს არიდებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმემ რამე წამოაძახოს. ისეთი არაფერი გაუკეთებია, ვინმემ ეს გაუბედოს. ქართულად საუბარი უჭირს. ქართულად აზროვნებას გადაეჩვია. თუმცა თვლის, რომ ქართველად დაიბადა და ქართველადვე მოკვდება.


დავით ჟვანია ბავშვობაში ისეთი წყნარი იყო თუ არ შეაწუხებდი, ბუზსაც არ აგიფრენდა. მაშინ თანატოლები მის ასეთ წარმატებულ მომავალს ვერც კი წარმოიდგენდნენ. მეოცნებე ბიჭუნას, მეგობრები ოცნებების ფართო დიაპაზონის გამო, მიუნჰაუზენსაც ეძახდნენ.


კიევში 1991-94 წლებში დაფუძნდა. ამდენად, თანამედროვე ტიპის ქართველ პოლიტიკოსებთან არ ურთიერთობს და არც საქართველოს პოლიტიკურ ძალებთან. მისი წასვლიდან დიდი დრო გავიდა და ახლო ნათესავების გარდა არავისთან ურთიერთობს, თანაც უკრაინის პოლიტიკაში აქტიურად ჩაება და დროც არა აქვს სხვა რამისთვის.


სულ ცხრა ენაზე ლაპარაკობს: უკრაინულად, ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად, იტალიურად, ესპანურად. ასევე, იცის სლოვენური ენები. აქედან სრულყოფილად მხოლოდ ოთხი ენა იცის. ახლა საფუძვლიანად სწავლობს უკრაინულს, რადგან თვლის, რომ “ეს მისთვის ოფიციალური ენაა და სირცხვილია, დაამახინჯოს.”


ვერ ამბობს, რომ ყველაფერს მიაღწია, რადგან საერთოდ არ ჰქონია მიზანი, რაღაცისთვის მიეღწია, ისეთი კაცია, რომელიც მალე გადაერთვება ნებისმიერ სამუშაოზე, თუმცა ნებისმიერი სამუშაო არ შეუსრულებია. მისი პრინციპია, სამუშაო კარგად შეასრულოს, ფულებს არასოდეს მისდევს. ერთი პერიოდი ცხიმკომბინატშიც მუშაობდა, იქ კაკაოს ზეთის კოოპერატივის გაკეთებას ცდილობდა.


მის მონსტრ კომპანიას ჰქვია "ბრინქფორდი", რომელიც თავის დროზე იყიდა, ახალი კომპანიის შესაქმნელად ცოტა დრო ჰქონდა, არადა სჭირდებოდა, რომ გარკვეული საქმიანობა დაეწყო. მაშინ სახელწოდებასაც არ მიაქცია ყურადღება.


ამბობენ, შევარდნაძემ თავის დროზე საქართველოში დაბრუნება და ენერგეტიკის მინისტრობა შესთავაზაო, თუმცა თვითონ ჟვანია ამას არ ადასტურებს.


დავით ჟვანიას ძალიან კარგად ესმის რატომ წავიდა პოლიტიკაში. ისურვებდა საქართველოშიც იყოს ანალოგიური განწყობა. ამბობს, რომ პარლამენტში თავისი ბიზნესისა და კაპიტალის დასაცავად არ წასულა. პოლიტიკა, როგორც ეკონომისტმა, არჩია იმიტომ, რომ თანამოაზრეებთან ერთად ქვეყანა გამოიყვანონ კრიზისიდან. სხვა შემთხვევაში ამ კრიზისის ერთ-ერთი მონაწილე იქნებოდა. არა და, ისიც ხომ ამ სახელმწიფოსთან ერთად უნდა გაიზარდოს. უფრო ფინანსური სფერო იზიდავს. მაგალითად, ეკონომიკის მინისტრობა. მაგრამ მისთვის უფრო ახლობელია ენერგეტიკა. ამ სფეროში მეტად ერკვევა, ასევე ესმის ეკონომიკა. იგი იუშჩენკოს პარტიის წევრია. მათ კუჩმა ზღუდავდა. მაგ., ტელევიზიით პირდაპირი ეთერის საშუალებას არ აძლევდა, არც არჩევნებზე და არც მას შემდეგ. თვლის, რომ კუჩმას დროს კორუმპირებული იყო მეოთხე ხელისუფლება, პრივატიზებული. ხალხს ეშინოდა. არც აძლევდნენ საშუალებას, ჩამოეყალიბებინათ მედია-ჰოლდინგი, მათი მცდელობა ფესვებშივე ნადგურდებოდა.


კონკრეტული მფარველი არავინ ჰყოლია, მხოლოდ პარტნიორები. თავიდან მუშაობდა სავაჭრო სახლში, მერე გადავიდა ნიკოლაი მარტინენკოს კომპანიაში და წლების მანძილზე მუშაობდა იქ. დღეს დავითი მარტინენკოს უახლოესი მეგობარია. ეს უკანასკნელიკი - დეპუტატი, პირველი მოადგილეა ენერგეტიკის კომიტეტში.


მისი კომპანია ფინანსურად ემსახურება ბირთვული საწვავის გადამუშავებას, აფინანსებს და კრედიტს აძლევს ოფიციალურად შემოტანა-გატანის ოპერაციებს. მისი მოგება კი ბირთვულ რეაქტორში გამომუშავებული ელექტროენერგიიდან მიღებული დივიდენდებია. დღეს კომპანია “ბრინკფორდი” აერთიანებს ორგანიზაციების ჯგუფს: გემთმშენებელ ქარხანას, გაზმომპოვებელ საბადოებს, რამდენიმე ბანკს, ცემენტის ქარხანას, "ლუკოილის" ბენზინგასამართ სადგურებს. აწარმოებს სპორტულ-სამონადირეო ტყვიებს, რითაც შიდა ბაზარს და აშშ-ს ემსახურება, მოიპოვებს ბარიტს და ელექტრონიკაში ახალ ტექნოლოგიებს ამუშავებს.


მიუხედავად ამისა, დავითს არ უნდა თავის ქონების დეკლარირება, რადგან უკრაინაში არ მომხდარა კაპიტალიზაცია. ძნელია, შეაფასო აქტივები, არ არის ლეგალიზაციის კანონი, დეკლარირების შემთხვევაში გადასახადების მომატების არ უნდა გეშინოდეს, უნდა შეწყდეს უშიშროების მხრიდან დევნა, თვალთვალი - ასე ფიქრობს იგი.


დაცვა გაძლიერებული ჰყავს, მაგრამ თვლის რომ ის ფორმალურია, რადგან ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, დაცვას ვინმე გადაერჩინა. თუ ამას მტერი ძალიან მოინდომებს ყველაფერს გააკეთებს.


დათო ჟვანიამ მომავალი მეუღლე დისკოთეკაზე გაიცნო, როცა ჯერ შეძლებული არ იყო. ჰყავს სამი შვილი. მათგან ერთი მეუღლეს მოჰყვა. თვითონ სუფთა ქართველია, მისი მეუღლე, აქსანა ნახევრად ებრაელი. ძალიან აზარტულია, ოღონდ კაზინოში არ დადის. კიევის ცენტრში აქვს 5-სართულიანი ბინა, რომელიც მილიონ დოლარზე მეტი ღირს.


ძალიან უყვარს საქართველო. ჩვენს საელჩოს, კიევში ქართული ეკლესიის მშენებლობის იდეა და მშენებლობი სდაფინანსება შესთავაზა. მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს, თუ ასეთი სურვილი იქნება ქართული დიასპორის მხრიდან.


ქართულ დიასპორაში კი ასეთი სურვილი მართლაც არსებობს. თუმცა პირველი ნაბიჯი ამ საქმეში საქართველოს საპატრიარქომ და ხელისუფლებამ უნდაგადადგას. ახლა სწორედ მათ პასუხს ელიან.


ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 30.12.2021


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 30.12.2021


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 06.01.2022


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 10.01.2022





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


მდიდარი ადამიანები საქართველოდან მილიარდელი +20 მლნ აშშ დოლარი


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა