სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
მდიდარი ადამიანები საქართველოდან მილიარდელი +20 მლნ აშშ დოლარი
აბაშიძე ასლან იბრაჰიმის ძე 1938წწ მილიარდელი საქართველოს გენერალი დაბ. ბათუმი აჭარა აბაშიძე ასლან იბრაჰიმის ძე 1938წწ მილიარდელი საქართველოს გენერალი დაბ. ბათუმი აჭარა
ბმულის კოპირება

მდიდარი ადამიანები საქართველოდან მილიარდელი +20 მლნ აშშ დოლარი

გვარი აბაშიძე სია

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

აბაშიძე ასლან იბრაჰიმის ძე 1938წწ მილიარდელი საქართველოს გენერალი დაბ. ბათუმი აჭარა

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია 

150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

http://www.compromat.ru/page_20210.htm

Аслан Абашидзе, Aslan Abashidze

ასლან აბაშიძე (დ. 20 ივლისი1938ბათუმი) — საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე. გენერალ მაიორი 1994 წლიდან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფაქტობრივი ერთპიროვნული მმართველი 1991-2004 წლებში. აჭარაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად, 2004 წლის 6 მაისიდან გაქცეულია რუსეთში.

ასლან აბაშიძე დაიბადა სტალინის დროს რეპრესირებულ ოჯახში. მისი პაპა იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწე მემედ აბაშიძე. დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის სახალხო მეურნეობის დაგეგმარების ფაკულტეტი. 1981-1991 წლებში უკავია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა თანამდებობები. 1991 წლის მარტში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერით დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად. 1991 წლის ივლისში არჩეულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. საქართველოში სამოქალაქო მღელვარებების დროს მოახდინა საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდირება და ფაქტობრივად რეგიონის ერთპიროვნულ მმართველად იქცა.

1992 წელს ასლან აბაშიძემ დააარსა და სათავეში ჩაუდგა "საქართველოს აღორძინების კავშირს". 1996 წელს მეორედ არჩეულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. 1998 წელს მისი კარნახით შეიცვალა აჭარის კონსტიტუცია, რომლის საფუძველზეც აბაშიძე გახდა „ავტონომიის მეთაური“. 2000 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხსნა თავისი კანდიდატურა. 2001 წელს ასლან აბაშიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურად აირჩიეს. მან ხმათა 99% მიიღო. მისი მმართველობის დროს აჭარა შედარებით სტაბილური მხარე იყო, თუმცა იდევნებოდა ოპოზიცია, ირღვეოდა ადამიანის უფლებები. გარკვეული ეკონომიკური წინსვლის მიუხედავად მმართველობა იყო კორუმპირებული და კონცენტრირებული აბაშიძის ოჯახის წევრების ხელში. შეიქმნა არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც საბაჟოსა და რეგიონში განთავსებულ თავდაცვისა და შინაგან სამინისტროების ქვედანაყოფებთან ერთად პრაქტიკულად აბაშიძეს ემორჩილებოდა.

საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან აბაშიძის დამოკიდებულება წინააღმდეგობირივი იყო, 2003 წელს მომხდარი ე.წ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ კი ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. ასლან აბაშიძემ უკანონოდ გამოსცა განკარგულება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. ამის შემდეგ ის ფაქტობრივად არ ემორჩილებოდა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას. დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია 2004 წ. მაისში, როდესაც ასლან აბაშიძის ბრძანებით ააფეთქეს ხიდი მდინარე ჩოლოქზე. იმავე დღეებში მოხდა ოპოზიციის გამოსვლების დარბევა, თუმცა საპროტესტო ტალღა არ შეჩერებულა. აჭარაში განთავსებული საჯარისო ნაწილების შემადგენლობამ მასიურად დაიწყო ცენტრალური ხელისუფლების მხარეზე გადასვლა. 2004 წ. 6 მაისს, ა. აბაშიძემ ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი აჭარაზე. ამის შედეგად ასლან აბაშიძე იძულებული გახდა გადამდგარიყო და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის იგორ ივანოვის თანხლებით დაეტოვებიანა აჭარა.

2005 წლის დეკემბერში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ასლან აბაშიძის წინააღმდეგ და იგი ძებნაში გამოაცხადა. მას ტერორიზმში და კორუფციაში დასდეს ბრალი. 2006 წლის მარტში ასლან აბაშიძის წინააღმდეგ კიდევ ერთი ბრალდება წამოაყენეს — ამჯერად მისი ყოფილი მოადგილის ნოდარ იმნაძის განზრახ მკვლელობის (1991 წ.) მუხლით. 2007 წლის 22 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასლან აბაშიძეს დაუსწრებლად მიუსაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 60 მილიონი დოლარის გადახდა.

ჰყავს ორი შვილი: დიანა (დაბ. 1970წ.) და გიორგი (დაბ. 1976 წ.)

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C_%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94

ასლან იბრაიმის-ძე აბაშიძე

(დ.20.07.1938)

გენერალ-მაიორი (31.12.1994)

დაიბადა ქ.ბათუმში.

მისი პაპა იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწე მემედ აბაშიძე (1873-1937).

დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-

ფილოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

სახალხო მეურნეობის დაგეგმარების ფაკულტეტი 1984 წელს.

1962-1965 წწ. მუშაობდა კომკავშირულ სამუშაოზე და პარალელურად ბა-

თუმის მუსიკალური სასწავლებლის ინგლისური ენის მასწავლებლად;

1965-1980 წწ. მუშაობდა 44 პროფესიულ-ტექნიკური და ტექნიკური სასწავლებლის

დირექტორად;

1981-1984 წწ. მუშაობდა ბათუმის საქალაქო კომიტეტის აღმასკომის თავმჯდომარედ;

1984-1989 წწ. მუშაობდა აჭარის ასსრ და შემდეგ საქართველოს სსრ საყოფაცხოვრებო

მომსახურების მინისტრად და კონცერნ "საქყოფსერვისის"

პრეზიდენტად.

1991 წლის მარტში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას

მხარდაჭერით დაინიშნა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებლად.

1991 წლის ივლისში არჩეულ იქნა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.

საქართველოში სამოქალაქო მღელვარებების დროს მოახდინა საკუთარი

ძალაუფლების კონსოლიდირება და ფაქტობრივად რეგიონის ერთპიროვნულ

მმართველად იქცა.

30

1992 წელს ასლან აბაშიძემ დააარსა და სათავეში ჩაუდგა "საქართველოს აღორძინების

კავშირს".

1996 წელს მეორედ არჩეულ იქნა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.

1998 წელს მისი რედაქციით შეიცვალა აჭარის ა/რ კონსტიტუცია, რომლის საფუძველზეც

აბაშიძე გახდა „ავტონომიის მეთაური“.

2000 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხსნა თავისი კანდიდატურა.

2001 წელს ასლან აბაშიძე აჭარის ა/რმ ეთაურადა ირჩიეს. მან ხმათა 99%

მიიღო. მისი მმართველობის დროს აჭარა შედარებით სტაბილური მხარე იყო,

თუმცა იდევნებოდა ოპოზიცია, ირღვეოდა ადამიანის უფლებები. გარკვეული

ეკონომიკური წინსვლის მიუხედავად მმართველობა იყო კორუმპირებული და

კონცენტრირებული აბაშიძის ოჯახის წევრების ხელში. შეიქმნა არალეგალური

შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც საბაჟოსა და რეგიონში განთავსებულ

თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ქვედანაყოფებთან ერთად

პრაქტიკულად აბაშიძეს ემორჩილებოდა.

საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან აბაშიძის დამოკიდებულება

წინააღმდეგობირივი იყო, 2003 წელს მომხდარი ე.წ. "ვარდების რევოლუციის"

შემდეგ კი ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. ასლან აბაშიძემ უკანონოდ გამოსცა

განკარგულება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის

შემოღების შესახებ. ამის შემდეგ ის ფაქტობრივად არ ემორჩილებოდა

საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას. დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია

2004 წლის მაისში, როდესაც ასლან აბაშიძის ბრძანებით ააფეთქეს ხიდი

მდინარე ჩოლოქზე. იმავე დღეებში მოხდა ოპოზიციის გამოსვლების დარბევა,

თუმცა საპროტესტო ტალღა არ შეჩერებულა. აჭარაში განთავსებული საჯარისო

ნაწილების შემადგენლობამ მასიურად დაიწყო ცენტრალური ხელისუფლების

მხარეზე გადასვლა.

2004 წლის 6 მაისს, ა. აბაშიძემ ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი აჭარაზე.

ამის შედეგად ასლან აბაშიძე იძულებული გახდა გადამდგარიყო და რუსეთის

მთავრობის წარმომადგენლის იგორ ივანოვის თანხლებით დაეტოვებინა აჭარა.

ცხოვრობს მოსკოვში.

ასლან აბაშიძე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

(1992-1995) და , საქართველოს პარლამენტის წევრი 1991,1992-1995,1995-1999.

მიღებული აქვს მშვიდობის დაცვის ნანსენის სახელობის პრემია.

დაჯილდოებულია ,,ვახტანგ გორგასლის,, I-ი ხარისხის, ,,მეგობრობის,,

(რუსეთი) და ,,საპატიო ნიშნის,, (სსრკ)ორდენებით.



ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი


ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.12.2021
ბოლო რედაქტირება 06.01.2022
სულ რედაქტირებულია 2





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0