სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
ალექსანდრე იოსების-ძე ებრალიძე 1955წ. 300მლნ ბიზნესმენი დაბ. ბათუმი ალექსანდრე იოსების-ძე ებრალიძე 1955წ. 300მლნ ბიზნესმენი დაბ. ბათუმი
ბმულის კოპირება



ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

365       ბეჭდვა

ალექსანდრე იოსების-ძე ებრალიძე 1955წ. 300მლნ ბიზნესმენი დაბ. ბათუმი

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია 

150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

http://www.compromat.ru/page_20210.htm

Александр Ебралидзе, Alexander Ebralidze

ალექსანდრე იოსების-ძე ებრალიძე (რუს. Александр Иосифович Эбралидзе; დ. 20 ივნისი1955ბათუმი) — ქართული წარმომავლობის რუსი ბიზნესმენი. ღსს „ტალიონის“ გენერალური დირექტორი, ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი.

დაიბადა 1955 წელს ბათუმში. დედა — მათემატიკის მასწავლებელი, მამა — რუსული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის. ბავშვობიდან აქტიურად იყო სპორტით დაკავებული - კრივითა და შტანგით. 1971 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ გადასახლდა რუსეთში.

საბაზისო განათლება — ისტორიული – მიიღო რუსეთის ა. ი. ჰერცენის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში. მეორე განათლება — იურიდიული — მიღებული აქვს სანქტ-პეტერბურგის იურიდიულ აკადემიაში.

1992 წელს დააარსა ღსს ”ჰუმანიტარული და საქმიანი თანამშრომლობის ცენტრი” , ამჟამად ღსს ”ტალიონი”, რომლის გენერალური დირექტორიც ამჟამად არის. კომპანია დაკავებულა დეველოპერული, სარესტორნო, ტურისტული და გამომცემლობითი საქმიანობით. წარმატებით განახორციელა სანქტ-პეტერბურგის ისტორიული ცენტრის შენობების რეკონსტრუქციისა და აღდგენის, მათ შორის ელისეევის სახლისა და შერემეტიევოს სასახლის, პროექტები, აქტიურადაა დაკავებული ოსტერმან-ტოლსტოის სასახლის რეკონსტრუქციით. ყველა რეკონსტრუირებულმა შენობამ სრულად შეინარჩუნა თავისი ისტორიული არქიტექტურა და ინტერიერი. ტვერის რაიონის ქ. ტორჟოკში დააარსა ხე-ტყის გადამამუშავებელი ინოვაციური საწარმო LVL -პანელების წარმოებისათვის.

სრულიად რუსეთის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის ”ალექსანდრე ნეველის” დამფუძნებელი, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში პეტრე ბაგრატიონისათვის ძეგლის დადგმის ინიციატორი და სპონსორი.

ჰყავს ცოლი, ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი.

2009 წლის თებერვალში ალექსანდრე ებრალიძემ დააარსა ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი, რომლის ოფიციალურ მიმართვაში დეკლარირებულია საქართველოს კრიზისული მდგომარეობიდან გაყვანა სტაბილური დემოკრატიული განვითარების გზაზე.[1] კონგრესის წევრები კრიტიკულად აფასებენ მ. სააკაშვილის საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მოღვაწეობას, მოუწოდებენ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენისაკენ. საინფორმაციო სააგანტოს Regnum ონ-ლაინ კონფერენციისას ებრალიძემ აღნიშნა, რომ გაცნობიერებული აქვს რუსეთის პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიმართ, მაგრამ ამას მხარს არ უჭერს. [2]

2009 წლის 14 მაისს ქართველ ხალხთა საერთაშორისო კონფერენციაზე სოჭში განაცხადა თავისი სურვილის შესახებ დაიწყოს ბრძოლა საქართველოს პრეზიდენტის პოსტისათვის[3]

2009 წლის 3 ივნისს რადიო თავისუფლების პროგრამაში ”სტუმრების დრო” ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქართველ და რუს ხალხთა შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელოვნობას. [4]

14 ივნისს გაზეთში ”ვერსია გამოქვეყნდა ინტერვიუ ა.ი. ებრალიძესთან, რომელშიც მან განაცხადა: ”პირველი, რასაც მე შევუდგები, საქართველოს პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, იქნება ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. თუ არ მოხდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება - საქართველოს კატასტროფა ელოდება”. [5]

დაგეგმილი აქვს საქართველოს მოქალაქეობის მიღება, ისტორიულ სამშობლოში აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა, მათ შორის გაზეთის გამოშვება, რადიოსადგურისა და ტელევიზიის გახსნა საქართველოში.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.01.2022
ბოლო რედაქტირება 10.01.2022
სულ რედაქტირებულია 3





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0