სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
კახაბერ (კახა) ოქრიაშვილი დ. 1966წ. 160 მლნ. ექიმი ბიზნესმენი დაბ. თბილისი კახაბერ (კახა) ოქრიაშვილი დ. 1966წ. 160 მლნ. ექიმი ბიზნესმენი დაბ. თბილისი
ბმულის კოპირება



თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

396       ბეჭდვა

კახაბერ (კახა) ოქრიაშვილი დ. 1966წ. 160 მლნ. ექიმი ბიზნესმენი დაბ. თბილისი

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია 

150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

http://www.compromat.ru/page_20210.htm

Кахабер (Каха) Окриашвили, Kakhaber (Kakha) Okriashvili

კახაბერ (კახა) ოქრიაშვილი (დ. 21 მარტი1966თბილისი) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი, საქართველოს ხუთი მოწვევის პარლამენტის (20042008201220162020) წევრი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1982-1983 წლებში მუშაობდა სანიტრად დმანისის რაიონულ საავადმყოფოში. 1989-1990 წლებში იყო სოფელ განთიადის საექიმო ამბულატორიის მთავარი ექიმი. 1990-1995 წლებში მუშაობდა მეან-გინეკოლოგად დმანისის რაიონულ საავადმყოფოში. 1995-2003 წლებში იყო ფარმაცევტული კომპანია „PSP“-ის გენერალური დირექტორი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (დმანისის მაჟორიტარი), საინიციატივო ჯგუფი. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (დმანისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (დმანისის მაჟორიტარი) , საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (დმანისისა და წალკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

2020 წლის 10 აგვისტოს დატოვა „ქართული ოცნება“ და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელთან ერთად ახალი პარტია — „პროგრესი და თავისუფლება“ დააარსა.[1] 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ბოლნისის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[2] მან ხმების 39,55% (23666) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[3] ოფიციალურად 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[4]



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.01.2022
ბოლო რედაქტირება 10.01.2022
სულ რედაქტირებულია 2





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0