სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
ფრიდონ ინჯია დ. 1976წ. 100 მლნ. ბიზნესმენი პოლიტიკოსი დაბ. სოფ. ნალეფსაო მარტვილი ფრიდონ ინჯია დ. 1976წ. 100 მლნ. ბიზნესმენი პოლიტიკოსი დაბ. სოფ. ნალეფსაო მარტვილი
ბმულის კოპირება



მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

357       ბეჭდვა

ფრიდონ ინჯია დ. 1976წ. 100 მლნ. ბიზნესმენი პოლიტიკოსი დაბ. სოფ. ნალეფსაო მარტვილი

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია 

150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

http://www.compromat.ru/page_20210.htm

Фридон Инджиа, Fridon Injia

ფრიდონ ინჯია (დ. 5 იანვარი1946, სოფ. ნალეფსაოგეგეჭკორის რაიონისაქართველოს სსრ) — ქართველი ინჟინერი და პოლიტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი (სტუ). რადიოკავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემიისა და საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი. თბილისის საკრებულოს დეპუტატი, საქართველოს კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი 1992–1998 წლებში, მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი. 2021 წლის 5 იანვრიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი. პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე.

1953-1960 წლებში სწავლობდა მარტვილის რაიონის სოფელ ნალეფსაოს შვიდწლიან სკოლაში. 1963 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა სოფელ ინჩხურის საშუალო სკოლა. 1969 წელს დაამთავრა ქალაქ ლენინგრადის პროფ. მ. ა. ბონჩ-ბრუევიჩის სახელობის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკური ინსტიტუტი რადიოკავშირგაბმულობის და რადიომაუწყებლობის ინჟინრის სპეციალობით.

ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მონაწილეობას იღებდა სტუდენტთა სამეცნიერო–კვლევით სამუშაოებში, იყო კუიბიშევის სახელობის კომკავშირის რაიონული კომიტეტის ბიუროს წევრი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ (1969–1970 წწ.) მუშაობა დაიწყო ქ. ლენინგრადის გემთმშენებლობის ელექტროტექნიკისა და ტექნოლოგიის სამეცნიერო–კვლევის ინსტიტუტში. შექმნა ღილაკებიანი სატელეფონო აპარატის პირველი საცდელი მაკეტი, რომლის საშუალებითაც ნომრის აკრეფა შესაძლებელი იყო დანომრილი ღილაკების საშუალებით ტრადიციულად მიღებული მრგვალი დისკის ნაცვლად.

1970–1972 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის საზღვაო ფლოტის ავიაციაში, სტრატეგიული დანიშნულების TV-16 ტიპის თვითმფრინავების გამოყენების დროს მონაწილეობდა საომარ მორიგეობებში.

დემობილიზაციის შემდგომ 1972 წელს დაბრუნდა ქ. ლენინგრადში, კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში, ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ იმპულსური და გამოთვლითი ტექნიკის კათედრის სასწავლო ლაბორატორიის გამგედ, სადაც სტუდენტებთან ერთად ატარებდა დამოუკიდებელ ლაბორატორიულ სამუშაოებს. ამასთანავე ინტენსიურად მუშაობდა სამეცნიერო ექსპერიმენტებსა და კავშირგაბმულობის უახლოეს ტექნოლოგიებზე, ასრულებდა სამეცნიერო სამუშაოებს რადიოტექნიკის კათედრაზე, როგორც უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ამ  პერიოდისთვის ეს სამუშაოები იქცა საბჭოთა კავშირის ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. საკითხი ეხებოდა ციფრული მაღალსიჩქარიანი იმპულსური სიგნალების ჩაწერას მცირე სიმძლავრის ლაზერის დანადგარებით. 1981 წელს მის მიერ ამ თემაზე დაცული დისერტაცია იყო პირველი მთელ საბჭოთა კავშირში. იმ პერიოდისათვის დისერტაციის მასალები იყო დახურული. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი და მონოგრაფია. არის 12 გამოგონების ავტორი.

1980 წელს საკავშირო მინისტრის ბრძანებით გადაიყვანეს და 1984 წლამდე მუშაობდა ქ. მოსკოვში, საკავშირო კავშირგაბმულობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, მთავარი სამეცნიერო–ტექნიკური სამმართველოს უფროს ინჟინრად. კურირებდა კავშირგაბმულობის სამეცნიერო–კვლევითი სამუშაოების წარმოებას. ამავდროულად იყო მოსკოვის ელექტროტექნიკური ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკის კათედრის დოცენტი და კითხულობდა სალექციო კურსს იმპულსურ და გამოთვლით ტექნიკაში.

1984 წელს სამუშაოდ გადმოიყვანეს ქ. თბილისში სამეცნიერო-სამრეწველო გაერთიანება „კრასნაია ზარიას“ თბილისის ფილიალის მთავარ ინჟინრად და შემდეგ — დირექტორად. იყო მცირეგაბარიტიანი სპეციალური დანიშნულების სატელეფონო სადგურების მთავარი კონსტრუქტორი საბჭოთა კავშირში.

1992–1998 წლებში იყო საქართველოს კავშირგაბმულობის მინისტრი1998–2000 წლებში სს „ეგრისის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დირექტორი.

ამავდროულად არის კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი. აკადემიკოსი; საერთაშორისო ინფორმატიზაციის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატური ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის პროფესორი.

2000-2004 წლებში იყო საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრი (მარტვილის მაჟორიტარი, საარჩევნო ბლოკი „შალვა ნათელაშვილი — საქართველოს ლეიბორისტული პარტია“), სადაც სხვადასხვა დროს, იყო დარგობრივი ეკონომიკის (07-06-2002 – 22-04-2004), რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის (20-03-2002 – 07-06-2002) და გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის წევრი (10-04-2001 – 22-04-2004).

2003 წლიდან შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ფოპტნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2006 წლიდან საფეხბურთო კლუბ „მერანის“ პრეზიდენტი.[1]

2017–2020 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი (პროპორციული წესით, საარჩევნო ბლოკი: „პატრიოტთა ალიანსი“). ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრი. ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი.[1] თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.[2]

2021 წლის 5 იანვარს საქართველოს პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სიის სამი წევრის ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანისა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო (მათ ადგილმონაცვლეობის პრინციპით ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები მას შემდეგ დაიკავეს, რაც მათ სადეპუტატო მანდატზე უარი თქვეს გაყალბებული არჩევნების მოტივით).[3] შესვლასთან ერთად ისინი გაემიჯნენ „პატრიოტთა ალიანსს“ და გამოაცხადეს ახალი პარტიის „ევროპელი სოციალისტების“




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.01.2022
ბოლო რედაქტირება 10.01.2022
სულ რედაქტირებულია 1





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0