სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
მდიდარი ადამიანები საქართველოდან მილიარდელი +20 მლნ აშშ დოლარი
გოგი თოფაძე დ.1940წ. 50 მლნ ბიზნესმენი გოგი თოფაძე დ.1940წ. 50 მლნ ბიზნესმენი
ბმულის კოპირება

მდიდარი ადამიანები საქართველოდან მილიარდელი +20 მლნ აშშ დოლარი

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

33       ბეჭდვა

გოგი თოფაძე დ.1940წ. 50 მლნ ბიზნესმენი

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია 

150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

http://www.compromat.ru/page_20210.htm

Giorgi (Gogi) Topadze, Георгий (Гоги) Топадзе

გიორგი (გოგი) ლევანის ძე თოფაძე (დ. 18 აპრილი1940თბილისი) — ქართველი მეწარმე და პოლიტიკოსი.

1957 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვებისა და ქიმიური მრეწველობის ფაკულტეტზე. 1962 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კვებისა და მრეწველობის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ - თანამშრომლად. 1967 წელს გოგი თოფაძემ ჩააბარა მოსკოვში ორგანული ქიმიის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1969 წელს დაიცვა დისერტაცია, რის შემდეგაც მას მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.

1970-1975 წლებში თოფაძე მუშაობდა თბილისი საპნის ქარხნის დირექტორად. 1975-დან 1986 წლამდე იყო საწარმოო გაერთიანება „თბილლუდის“ გენერალური დირექტორი. 1986 წლიდან მუშაობდა ლილოს ლუდის მშენებარე ქარხნის დირექტორად. 1994 დააარსა ლუდის კომპანია „ყაზბეგი”. 1997 და 1998 წლებში დაასახელეს საქართველოს საუკეთესო ბიზნესმენად.

1999-2005 წლებში იყო პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თავმჯდომარე. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები“.

2005 წლიდან არის პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერი. 2005 წელს თოფაძე აირჩიეს ევროპის სავაჭრო პალატის პრეზიდენტად. 2005 წელს თოფაძე, პირველი ქართველ ბიზნესმენთა შორის, დაჯილდოვდა მეცენატის ოქროს მედლით.

2010 წლის 30 მაისის თვითმართველობის არჩევნებში გიორგი (გოგი) თოფაძემ კენჭი იყარა საქართველოს დედაქალაქის თბილისის მერის პოსტზე. მან ამომრჩეველთა ხმების 5.19% მიიღო. [1] 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

1995 წლიდან არის სპორტის ზამთრის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი. 1999 წლიდან არის საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი. წიგნისათვის „თხილამურებით მთაში“ 1999 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო პრემია ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში. 2007-2008 წლებში იყო საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. 2003 წელს სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ, გოგი თოფაძეს მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის წოდება. მინიჭებული აქვს პროფესორის წოდება. ის არის 20 სამეცნიერო ნაშრომის, 4 მონოგრაფის, 1 სახელმძღვანელოს და 3 წიგნის ავტორი.

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.01.2022
ბოლო რედაქტირება 10.01.2022
სულ რედაქტირებულია 2





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0