სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მიტროპოლიტი ლეონიდე (ლავრენტი ჟვანია) 1885-1964წწ ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი დაბ. სოფ. ლეჯიქე ჩხოროწყუ მიტროპოლიტი ლეონიდე (ლავრენტი ჟვანია) 1885-1964წწ ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი დაბ. სოფ. ლეჯიქე ჩხოროწყუ

1885-1964 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი ჟვანია სია

ჩხოროწყუ გამოჩენილი ადამიანები სრული სია

3       ბეჭდვა

მიტროპოლიტი ლეონიდე (ლავრენტი ჟვანია) 1885-1964წწ ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი დაბ. სოფ. ლეჯიქე ჩხოროწყუ

მიტროპოლიტი ლეონიდე, ერისკაცობაში ლავრენტი ტიმოთეს ძე ჟვანია, დაიბადა 1885 წლის 1 დეკემბერს ზუგდიდის მაზრის სოფელ ლეჯიქეთში,


სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიუღია სენაკის სასულიერო სასწავლებელში. 1903-1907 წლებში სწავლობდა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში, 1907-1911 წლებში ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1911-1957 წლებში საერო სამსახურშია, როგორც კვალიფიციური სამართალმცოდნე, იურისტი. 1957 წლის 1 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში აღიკვეცა ბერად. 3 თებერვალს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად. 4 თებერვალს დიდუბის ეკლესიაში ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად. 1957 წლის 15 თებერვალს, მირქმის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III-მ სინოდის წევრთა მონაწილეობით აკურთხა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად.


1958-1959 წლებში ეპისკოპოსი ლეონიდე (ჟვანია) ასრულებდა საქართველოს კათოლიკოსთან არსებული სინოდის რწმუნებულის მოვალეობას. ეპისკოპოს ლეონიდეს ურთულეს ეპარქიაში უხდებოდა მოღვაწეობა, როგორც უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II აღნიშნავდა - მეუფე ლეონიდეს გაწონასწორებული პოლიტიკა, საერო და საეკლესიო კანონების ზედმიწევნით ცოდნა იყო მის ეპარქიაში წარმატების საფუძველი. ეპისკოპოსი ლეონიდე დაჯილდოებული იყო: "რომანოვების სამასი წლის დინასტიის მეფობის მედლით" (1913 წ.). მედლით "1941-1945 წლებში ომში მამაცური შრომისათვის," ხოლო 1958 წელს უწმიდესისა და უნეტარესი მელქისედეკ III-ის მიერ კუნკულ-ბარტყულზე თვლებიანი ჯვრით, 1964 წელს წმიდა ნინოს - ორდენით.

1964 წლის 14 დეკემბერს ეპისკიპოსი ლეონიდე გარდაიცვალა სოხუმში. დაკრძალეს 20 დეკემბერს ქუთაისში, არქიელის გორაზე, წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, საღვთო ლიტურღია და ანდერძი აუგეს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ, მღვდელმთავარებმა და სამღვდელოებამ. მეუფე ლეონიდე დაიკრძალა წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. მის საფლავის ქვას ასეთი წარწერა აქვს: "45 წელი პირნათლად ვემსახურე ამ მიწიერ ქვეყანას მართლმსაჯულების დარგში, ამიერიდან შევუდეგ ქრისტეს, უფალმა მწყოს, გთხოვთ შენდობას." როგორც მისი შვილი, რეჟისორი ამირან ჟვანია იგონებდა: `ეპისკოპოსი ლეონიდე მრევლს ყოველთვის მოძღვრავდა, დიდი სულიერი მოთმინებისაკენ, მოუწოდებდა მათ, ნათელი გონებით გაეკეთებინათ ანალიზი ყოველი გადადგმული ნაბიჯისათვის და ისე ივლოთ ჭეშმარიტების გზაზე, ჰქონოდათ სიმტკიცე სულისა, ებრძოლათ სიმართლისათვის, ჰქონოდათ ღრმა რწმენა, რათა მიეღოთ გადარჩენა სულისა და ხორცისა. ღმერთი მისცემს ყველაფერს ადამიანს და შემდეგ იქნება სულიერი მხედველობა, ხოლო სულიერი სიბრმავე გაქრება... ადამიანის წინამძღოლი ცხოვრებაში არის სინდისი და შეგნება, სინდისი არის დამსჯელი ცუდი ქცევისათვის და დამაჯილდოებელი კარგი საქმისათვის. თუ სინდისი ნორმალურია, ის სახელს და ავტორიტეტს მოუპოვებს ადამიანს. რა არის საშიში ადამიანში? ის, როცა ადამიანი ისეთი სუსტია, რომ ის ხდება ქვენა გრძნობების ბრმა იარაღი, ის ემორჩილება ქვენა გრძნობას და ასრულებს უაზრო სურვილებს, ეს ნიშნავს იმას, რომ გონება სუსტი აქვს და ეს ქვენა გრძნობა ამარცხებს გონებას. სუსტი გონების ადამიანი კი ყოველთვის მონა შემსრულებელია გრძნობებისა. დიდი მიზანი და დიდი ოცნება რომ შესრულდეს, ამას სჭირდება დიდი შრომა და ნებისყოფა, თავისით არაფერი არ კეთდება, ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც ყველა გონიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს. ჩვენ კი ყველა ფხიზლად უნდა ვიყოთ და მტკიცე ნაბიჯით უნდა ვიაროთ წინ, კეთილი მიზნებისაკენ."

P.S. ეპისკოპოს ლეონიდე ჟვანიას შვილიშვილია ქუთაისის ბაგრატის ტაძრის წინამძღვარი, საქართველოს ეკლესიის ისტორიაში მრავალი საინტერესო წიგნის ავტორი, დეკანოზი ზინობი ჟვანია.


სერგო ვარდოსანიძე

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=337&fbclid=IwAR0Ft9sx8NJ_lqCQxNHIrO_Dp_DqjF3h2UWCSAdeIbA2KmE_sEjTeeUVUh0


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.10.2022
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0