სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
სპარტაკ ქარსაულიძე ზაქარიას ძე დ. 1940წ. სსრკ ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. საგარეჯო სპარტაკ ქარსაულიძე ზაქარიას ძე დ. 1940წ. სსრკ ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. საგარეჯო
ბმულის კოპირება

საბჭოთა კავშირის ჩემპიონი

გვარი ქარსაულიძე სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

სპარტაკ ქარსაულიძე ზაქარიას ძე დ. 1940წ. სსრკ ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. საგარეჯო

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
სპარტაკ ქარსაულიძე ზაქარიას ძე დაიბადა 14 იანვარი 1940 წელს საგარეჯოში

პირველი სსრკ ჩემოპიონი საგარეჯოდან,  სამგზის საერთაშორისო სპარტაკიადების გამარჯვებული .

მეორე ადგილი(ქვემსუბუქი წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1967, მოსკოვი, რუსეთი

პირველი ადგილი(ქვემსუბუქი წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1965, თბილისი, საქართველო; ერევანი, სომხეთი




1967 წელი, სსრკ მეოთხე სპარტაკიადის ჩემპიონი საქართველოს თავისუფალი ჭიდაობის ნაკრები გუნდი. ქვედა რიგში - გურამ საღარაძე, შოთა ლომიძე. დგანან: გიორგი გოგიჩაიშვილი, ზაურ შეყრილაძე, გურამ გობეჯიშვილი, ვასილ ილურიძე (მწვრთნელი), ანდრო ცხოვრებოვი, სპარტაკ ქარსაულიძე, და ზარბეგ ბერიაშვილი.

გაბრიელ ბარჯაძის არქივიდან.






ითანამშრომლა კახა ბუზარიაშვილი (ბიძაშვილი)

მსოფლიო ჩემპიონები- ოქროს მედალოსნები (1953-1968 წ.წ. )


გივი კარტოზია კლასიკური ჭიდაობა ნეაპოლი 1953 წ.

რაფიელ ჩიმიშკიანი ძალოსნობა ვენა 1954 წ.

ვახტანგ ბალავაძე თავისუფალი ჭიდაობა ტოკიო 1954 წ.

სერგო ჯაიანი ტანვარჯიში (გუნდური) რომი 1954 წ.

გალინა შარაბიძე ტანვარჯიში (გუნდური) რომი 1954 წ.

გივი კარტოზია კლასიკური ჭიდაობა კარლსრუე 1955 წ.

რაფიელ ჩიმიშკიანი ძალოსნობა მიუნხენი 1955 წ.

ვახტანგ ბალავაძე თავისუფალი ჭიდაობა სტამბული 1957 წ.

გივი კარტოზია კლასიკური ჭიდაობა ბუდაპეშტი 1958 წ.

როსტომ აბაშიძე კლასიკური ჭიდაობა ბუდაპეშტი 1958 წ.

გურამ მინაშვილი კალათბურთი სანტიაგო 1959 წ.

გურამ აბაშიძე კალათბურთი სანტიაგო 1959 წ.

გიორგი სხირტლაძე თავისუფალი ჭიდაობა თეირანი 1959 წ.

ვლადიმერ რუბაშვილი თავისუფალი ჭიდაობა იოკოჰამა 1961 წ.

ავთანდილ ქორიძე კლასიკური ჭიდაობა იოკოჰამა 1961 წ.

გურამ კოსტავა ფარიკაობა (გუნდური) ტურინი 1961 წ.

ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკი მოსკოვი 1962 წ.

როსტომ აბაშიძე კლასიკური ჭიდაობა ჰელსინკბორგი 1962 წ.

როსტომ აბაშიძე კლასიკური ჭიდაობა ტოლედო 1962 წ.

გურამ ლორთქიფანიძე ფარიკაობა (იუნიორი) გენტი 1962 წ.

ნიკოლოზ ანდრიაძე ფარიკაობა (იუნიორი) გენტი 1962 წ.

გურამ საღარაძე თავისუფალი ჭიდაობა სოფია 1963 წ.

გურამ საღარაძე თავისუფალი ჭიდაობა მანჩესტერი 1965 წ.

ომარ ფხაკაძე ველოტრეკი სპინტერული რბოლა სანსებასტიანი 1965 წ.

ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკი რიგა 1965 წ.

ნუგზარ ასათიანი ფარიკაობა პარიზი 1965 წ.

რომან რურუა კლასიკური ჭიდაობა პარიზი 1965 წ.

ზურაბ საკანდელიძე კალათბურთი მონტევიდეო 1967 წ.

რომან რურუა კლასიკური ჭიდაობა მონტევიდეო 1967 წ.

დიმიტრი შარაშენიძე ფარიკაობა (გუნდური იუნიორი) 1968 წ.


მსოფლო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსნები (1953-1968 წ.წ. )


რაფიელ ჩიმიშკიანი ძალოსნობა სტოკჰოლმი 1953 წ

მირიან ცალქალამანიძე თავისუფალი ჭიდაობა სტამბული 1957 წ.

გიორგი სხირტლაძე თავისუფალი ჭიდაობა სტამბული 1957 წ.

გურამ კოსტავა ფარიკაობა ბუდაპეშტი 1959 წ.

ვახტანგ ბალავაძე თავისუფალი ჭიდაობა თეირანი 1959 წ.

ნუგზარ ასათიანი ფარიკაობა ტურინი 1961 წ.

დავით გვანცელაძე კლასიკური ჭიდაობა ჰელსინკბორგი 1962 წ.

ომარ ეგაძე კლასიკური ჭიდაობა ტოლედო 1962 წ.

ზარიბეგ ბერიაშვილი თავისუფალი ჭიდაობა სოფია 1963 წ.

ნუგზარ ასათიანი ფარიკაობა გდანსკი 1963 წ.

ზარიბეგ ბერიაშვილი თავისუფალი ჭიდაობა მანჩესტერი 1965 წ.

ანზორ ქიბროწაშვილი ძიუდო რიო დე ჟანეირო 1965 წ.

გურამ საღარაძე თავისუფალი ჭიდაობა ტოლედო 1967 წ.

ზარიბეგ ბერიაშვილი თავისუფალი ჭიდაობა დელი 1967 წ.

გურამ საღარაძე თავისუფალი ჭიდაობა დელი 1967 წ.


მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსნები (1953-1968 წ.წ. )


მირიან ცალქალამანიძე თავისუფალი ჭიდაობა ტოკიო 1954 წ.

ნიკოლოზ მუზაშვილი თავისუფალი ჭიდაობა ტოკიო 1954 წ.

სერგო გაბარაევი თავისუფალი ჭიდაობა ტოკიო 1954 წ.

სერგო ჯაიანი ტანვარჯიში, ბჯენით ხტომები რომი 1954 წ.

გურამ კოსტავა ფარიკაობა ბუდაპეშტი 1959 წ.

ვლადიმერ არსენიანი თავისუფალი ჭიდაობა თეირანი 1959 წ.

ნუგზარ ასათიანი ფარიკაობა ბუენოს აირესი 1962 წ.

გურამ კოსტავა ფარიკაობა გდანსკი 1963 წ.

გურამ კოსტავა ფარიკაობა პარიზი 1965 წ.

ანზორ კიკნაძე ძიუ დო რიო დე ჟანეირო 1965 წ.


ევროპის ჩემპიონები-ოქროს მედალოსნები


ნინო დუმბაძე მძლეოსნობა ბადრო ოსლო 1946 წ

ნოდარ ჯორჯიკია კალათბურთი პრაღა 1947 წ.

ოთარ ქორქია კალათბურთი პრაღა 1947 წ.

ლევან სანაძე მძლეოსნობა ესტაფეტა 4 .100 ბრიუსელი 1950 წ.

ნინო დუმბაძე მძლეოსნობა ბადრო ბრიუსელი 1950 წ.

ოთარ ქორქია კალათბურთი პარიზი 1951წ

ოთარ ქორქია კალათბურთი მოსკოვი 1953 წ.

რაფიელ ჩიმიშკიანი ძალოსნობა ვენა 1954 წ.

ნოდარ გვახარია წყალბურთი ტურინი 1954 წ.

ალისა ასიტაშვილი კალათბურთი ბელგრადი 1954 წ.

რაფიელ ჩიმიშკიანი ძალოსნობა მიუნხენი 1955 წ.

რაფიელ ჩიმიშკიანი ძალოსნობა ჰელსინკი 1956 წ.

ალისა ასიტაშვილი კალათბურთი პრაღა 1956 წ.

გურამ მინაშვილი კალათბურთი სოფია 1957 წ.

რაფიელ ჩიმიშკიანი ძალოსნობა კატოვიცე 1957 წ.

ბორის ნიკიტინი ცურვა ესტაფეტა, თავისუფალი სტილი ბუდაპეშტი 1958 წ.

გურამ მინაშვილი კალათბურთი სტამბული 1960 წ.

ვლადიმერ უგრეხელიძე კალათბურთი ბელგრადი 1962 წ.

ანზორ კიკნაძე ძიუდო ესენი 1962 წ.

ანზორ ქიბროწაშვილი ძიუდო ესენი 1963 წ.

ანზორ კიკნაძე ძიუდო ესენი 1964 წ

გურამ მინაშვილი კალათბურთი მადრიდი 1965 წ.

ფარნაოზ ჩიკვილაძე ძიუდო მადრიდი 1965 წ.

ანზორ ქიბროწაშვილი ძიუდო მადრიდი 1965 წ.

ანზორ კიკნაძე ძიუდო მადრიდი 1965 წ.

ზურაბ საკანდელიძე კალათბურთი მოსკოვი 1965 წ.

ამირან სხიერელი კალათბურთი მოსკოვი 1965 წ.

ზარიბეგ ბერიაშვილი თავისუფალი ჭიდაობა მანჩესტერი 1966 წ.

ზარიბეგ ბერიაშვილი თავისუფალი ჭიდაობა კარსრუე 1966 წ.

შოთა ლომიძე თავისუფალი ჭიდაობა კარსრუე 1966 წ.

ანზორ კიკნაძე ძიუდო ლუქსემბურგი 1967 წ.

ზარიბეგ ბერიაშვილი თავისუფალი ჭიდაობა სტამბული 1967 წ.

ზურაბ საკანდელიძე კალათბურთი ჰელსინკი 1968 წ.

ომარ ბლიაძე კლასიკური ჭიდაობა ვისტეროსი 1968 წ.

ფირუზ მარტყოფლიშვილი ძიუდო ლოზანა 1968 წ.

როინ მაღალთაძე ძიუდო ლოზანა 1968 წ.

ანდრო ცხოვრებოვი თავისუფალი ჭიდაობა სკოპლე 1968 წ.


ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსნები


ელენე გოკიელი მძლეოსნობა თარჯბენი ოსლო 1946 წ.

ელენე გოკიელი მძლეოსნობა ესტაფეტა 4 .100 ოსლო 1946 წ.

რაფიელ ჩიმიშკიანი ძალოსნობა სტოკჰოლმი 1953 წ.

ლევან სანაძე მძლეოსნობა, ესტაფეტა 4 . 100 ბერნი 1954 წ.

ბორის ნიკიტინი ცურვა 400 მ. თავისუფალი სტილი ბუდაპეშტი 1958 წ.

ლერი გოგოლაძე წყალბურთი ლაიფციგი 1962 წ.

გივი ჩიქვანაია წყალბურთი ლაიფციგი 1962 წ.

ანზორ ქიბროწაშვილი ძიუდო ჟენევა 1963 წ.

ფარნაოზ ჩიკვილაძე ძიუდო ბერლინი 1964 წ.

ანდრო ცხოვრებოვი თავისუფალი ჭიდაობა კარლსრუე 1966 წ.

სარქის სახოიანი მაგიდის ჩონგბურთი (გუნდური) კაუნასი 1966 წ.

ფარნაოზ ჩიკვილაძე ძიუდო ლუქსემბურგი 1966 წ.

შოთა ლომიძე თავისუფალი ჭიდაობა სტამბული 1967 წ.

ოთარ ნათელაშვილი ძიუდო ლოზანა 1968 წ.

ანზორ კიკნაძე ძიუდო ლოზანა 1968 წ.

დიმიტრი შანიძე ძალოსნობა ლენინგრადი 1968 წ.


ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსნები


ნოდარ გვახარია წყალბურთი ტურინი 1954 წ.

ლევან სანაძე მძლეოსნობა. ესტაფეტა 4 . 100 ბერნი 1954 წ.

ბორის ლავრინენკო ცურვა 1500 მ თავისუფალი სტილი ტურინი 1954 წ.

ოთარ ქორქია კალათბურთი ბუდაპეშტი 1955 წ.

ბორის ანტონოვი სტენდი, მრგვალი ბუქარესტი 1955 წ.

ნოდარ გვახარია წყალბურთი ბუდაპეშტი 1962 წ.

რობერტ შავლაყაძე მძლეოსნობა, ხტომა სიმაღლეზე, ბელგრადი 1962 წ.

ბორის პოლულიახი წყალში ხტომა სამმეტრიანი ტრამპლინი ლაიფციგი 1962 წ.

ანზორ კიკნაძე ძიუდო ჟენევა 1963 წ.

ანზორ ქიბროწაშვილი ძიუდო ლუქსემბურგი 1966 წ.

ანზორ ქიბროწაშვილი ძიუდო ამსტერდამი 1967 წ.

ლიუდმილა იევლევა მძლეოსნობა თარჯრბენი მადრიდი 1968 წ.


შედგენილია გიორგი სიხარულიძის წიგნის „ქართველი სპორტსმენები დიდ სარბიელზე“ მიხედვით


1951 წელს საბჭოთა კავშირის ოლიმპიურმა კომიტეტმა საზოგადოებას აუწყა, რომ საბჭოთა სპორტსმენები 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებში მიიღებდნენ მონაწილეობას. ჰელსინკის ოლიმპიადაში 69 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა 4 ოქროს მედალი (დავით ციმაკურიძე, არსენ მეკოკიშვილი- თავისუფალი ჭიდაობა; მედეა ჯუღელი -ტანვარჯიში (გუნდური); რაფიელ ჩიმიშკიანი- ძალოსნობა.) , 3 ვერცხლის მედალი (ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია- კალათბურთი; ლევან სანაძე- მძლეოსნობა, ესტაფეტა 4 .100 ) და 2 ბრინჯაო (ნინო დუმბაძე-მძლეოსნობა, ბადრო; ნადეჟდა ხნიკინა-რბენა 200 მ) მოიპოვეს.

1956 წელს მელბურნში თბომავალმა „გრუზიამ“ სხვა საბჭოთა სპორტსმენებთან ერთად ათი ქართველი სპორტსმენი ჩაიყვანა. აქედან ოქროს მედლები მოიპოვეს- მირიან ცალქალამანიძემ- თავისუფალი ჭიდაობა; გივი კარტოზიამ-კლასიკური ჭიდაობა. ბრინჯაოს მედლები- ვახტანგ ბალავაძემ, გიორგი სხირტლაძემ-თავისუფალი ჭიდაობა; რომან ძნელაძემ-კლასიკური ჭიდაობა; ნოდარ გვახარიამ-წყალბურთი; ნადეჟდა ხნიკინა-დვალიშვილმა -მძლეოსნობა, სიგრძეზე ხტომა; ბორის ნიკიტინმა- ცურვა 4 .100 თავისუფალი სტილი.

1960 წელს რომში ჩატარდა ოლიმპიური თამაშები. აღნიშნულ სპორტულ ღონისძიებაზე ქართველებიდან ოქროს მედლები მოიპოვეს ავთანდილ ქორიძემ-კლასიკური ჭიდაობა; რობერტ შავლაყაძემ-მძლეოსნობა, სიმაღლეზე ხტომა (დაამყარა ოლიმპიური რეკორდი); ვერცხლის მედლები-ვლადიმერ უგრეხელიძემ, გურამ მინაშვილმა-კალათბურთი; გიორგი სხირტლაძემ-თავისუფალი ჭიდაობა; ლერი გოგოლაძემ, გივი ჩიქვანაიამ-წყალბურთი. ბრინჯაოს მედლები-ვლადიმერ რუბაშვილმა-თავისუფალი ჭიდაობა; გივი კარტოზიამ-კლასიკური ჭიდაობა; გურამ კოსტავა-ფარიკაობა (გუნდური).

1964 წლის ტოკიოს მეთვრამეტე ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსნები გახდნენ ვაჟა კაჭარავა-ფრენბურთი, ნუგზარ ასათიანი-ფარიკაობა (გუნდური). ვერცხლის მედალოსნები გახდნენ გურამ საღარაძე-თავისუფალი ჭიდაობა; რომან რურუა-კლასიკური ჭიდაობა; შოთა ქველიაშვილი-ტყვიის სროლა; ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ ნოდარ ხოხაშვილი-თავისუფალი ჭიდაობა; დავით გვანცელაძე-კლასიკური ჭიდაობა, ფარნაოზ ჩიკვილაძე, ანზორ კიკნაძე -ძიუდო, გურამ კოსტავა-ფარიკაობა.

1968 წლის 12 ოქტომბერს მეხიკოში გაიხსნა ოლიმპიადა. ქართველმა სპორტსმენებმა იქაც ისახელეს თავი და 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ოქროს მედალოსნები გახდნენ ვიქტორ სანეევი-მძლეოსნობა, სამმაგი ხტომა, რომან რურუა-კლასიკური ჭიდაობა, ვერცხლის მედალოსნები გახდნენ შოთა ლომიძე-თავისუფალი ჭიდაობა, დიმიტრი შანიძე-ძალოსნობა. ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ ზურაბ საკანდელიძე, სერგეი კოვალენკო-კალათბურთი.

1972 წლის 26 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე მიუნხენში ჩატარდა ოლიმპიური თამაშები. ამ წელს საბჭოთა კავშირს 50 წელი შეუსრულდა და ხელისუფლებამ საბჭოთა სპორტსმენებს 50 ოქროს მედლის მოპოვება დაუსახა მიზნად.

საბჭოთა სპორტსმენებმა მიზანს მიაღწიეს. რაშიც ქართველ სპორტსმენებსაც მიუძღოდათ წვლილი. საქართველოდან წარგზავნილებიდან ოქროს მედლები მოიპოვეს: ზურაბ საკანდელიძემ, მიხეილ ქორქიამ-კალათბურთი; ლევან თეიდიაშვილმა-თავისუფალი ჭიდაობა, შოთა ჩოჩიშვილმა-ძიუდო, ვიქტორ სანეევმა-მძლეოსნობა, სამმაგი ხტომა. ვერცხლის მედლები მოიპოვეს: დიმიტრი შანიძემ-ძალოსნობა. ბრინჯაო- ომარ ფხაკაძემ-ველოსიპედი;,გივი ონაშვილმა-ძიუდო, მურთაზ ხურცილავამ, რევაზ ძოძუაშვილმა-ფეხბურთი.

მალხაზ კოხრეიძე.


საბჭოთა კავშირის ჩემპიონები (1953-1968 წ.წ.)


თავისუფალი ჭიდაობა: ვახტანგ ბალავაძე, მირიან ცალქალამანიძე, გიორგი სხირტლაძე, ზაურ მჭედლიშვილი, ვლადიმერ არსენიანი, გურამ გობეჯიშვილი, ოთარ კანდელაკი, ვლადიმერ რუბაშვილი, ზარიბეგ ბერიაშვილი, გურამ საღარაძე, შოთა ლომიძე, ნუგზარ გოგიბედაშვილი, სპარტაკ ქარსაულიძე,ზაურ შეყრილაძე, ანდრო ცხოვრებოვი.


კლასიკური ჭიდაობა: გივი კარტოზია, რომან ძნელაძე, როსტომ აბაშიძე, მერაბ ღუდუშაური, დავით გვანცელაძე, ომარ ეგაძე, რომან რურუა, ომარ ბლიაძე.


სამბო: ლავრენტი კაციაშვილი, იოსებ გრატიაშვილი,ოთარ შინჯიკაშვილი, თენგიზ ელერდაშვილი, სერგო გაბარაევი, ზაქრო მუხიაშვილი, თენგიზ არაბული, ვალერი მარიამული, ანზორ კიკნაძე, დურმიშხან ბერუაშვილი, გიორგი გამილაღდაშვილი, ანზორ ქიბროწაშვილი, ვახტანგ ბორჩაშვილი.


ტანვარჯიში: სერგო ჯაიანი, ალექსანდრა ჯანუყაშვილი, როზა ბერიკაშვილი.

მძლეოსნობა: რობერტ შავლაყაძე, იური დიაჩკოვი, ლიუდმილა იევლევა, ვიქტორ სანეევი.


ძალოსნობა: რაფიელ ჩიმიშკიანი, გიორგი კოჩიევი, დიმიტრი შანიძე.


მთასვლელობა: ლევან ახვლედიანი, იოსებ კახიანი, ჯუმბერ მეძმარიაშვილი, მიხეილ ხერგიანი, გივი აბაშიძე, ზურაბ ახვლედიანი, ილია გაბლიანი, თეიმურაზ კუხიანიძე, ოთარ ხაზარაძე, ბექნუ ხერგიანი, ჭიჭიკო ჩართოლანი, იოსებ კახიანი, ავთანდილ ახვლედიანი, ომარ ბერიძე, დიმიტრი გუგავა, სოზარ გუგავა, დიმიტრი დანგაძე, თეიმურაზ კუხიანიძე, გიორგი კობიძე, შალვა მარგიანი, ჯუმბერ კახიანი, გივი წერედიანი, ვალერიან გაბელაშვილი, ტარიელ ალიბეგაშვილი.


სტენდი: ბორის ანტონოვი, დავით ცაგარეიშვილი, კარლო დარასელია, ზურაბ მაჩხანელი, ტარიელ ჟღენტი, იური საგანელიძე, ველი ალავერდოვი.


ტყვიის სროლა: რაფიელ ანანიკიანი, შოთა ქველიაშვილი, ლილიანა გრუზდევა, ალექსანდრ სტროევი, სულიკო ფარულავა, ვახტანგ სალუქვაძე,ლილიანა ჟურული.


თხილამურები: კობა წაქაძე, იბრაგიმ ჯანგობეგოვი.

ცურვა: ბორის ნიკიტინი, ალექსანდრ ტუტაკაევი, თინა ლეკვეიშვილი.


წყალში ხტომა: ბორის პოლულიახი .


ნიჩბოსნობა: ჯიმერ ხოშებაევი.


ფარიკაობა: რეზო ცირეკიძე, გურამ კოსტავა, ნუგზარ ასათიანი, ნიკოლოზ ანდრიაძე, მალხაზ ადეიშვილი


ჩონგბურთი: ირინა რიაზანოვა, ალექსანდრე მეტრეველი.


მაგიდის ჩონგბურთი: სარქის სარხოიანი.


ჭადრაკი: ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია,


ხელბურთი: ჯემალ აბაიშვილი, თეიმურაზ ზარდალიშვილი, არტურ რატიანიძე, ანზორ ექსეულიძე, იმედო ფხაკაძე, გარი მაჭავარიანი, ილია შელეგია, ჯემალ ცერცვაძე, თამაზ ანთიძე, ლერი კარტოზია, ბორის კოპალეიშვილი, ალექსანდრე ხუციშვილი, ჯანსუღ ბაგრატიონი, ჯემალ ზაქარიაძე.


კალათბურთი: ანზორ ლეჟავა, ვლადიმერ უგრეხელიძე, ვალერი ალთაბაევი, მიხეილ ქორქია, ლევან მოსეშვილი, სერგო მაღალაშვილი, ამირან სხიერელი, თამაზ ნარიმანიძე, ზურაბ ქარაბაკი, რევაზ მამალაძე, ბონდო ბოლქვაძე, ანტონ კაზანჯიანი, ზურაბ საკანდელიძე.


ცხენოსნობა:ალექსანდრ დოლჟენკო.


ველოტრეკი: ომარ ფხაკაძე, ოლეგ პროკოპენკო, ირაკლი კავსაძე.


ავტოსპორტი: შოთა ზარდიაშვილი.


შედგენილია გ. სიხარულიძის წიგნის „ქართველი სპორტსმენები დიდ სარბიელზე“ მიხედვით


1970 წლის მიწურულს საქართველოს სპორტული ჟურნალისტიკის ფედერაციამ ანკეტების შედეგები შეაჯამა და 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენი გამოავლინა.

№1 თინა ლეკვეიშვილი. ევროპისა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში;

№ 2 რომან რურუა. 1970 წელს მეოთხედ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი კლასიკურ ჭიდაობაში;

№3 ალექსანდრე მეტრეველი. საბჭოთა კავშირის აბსოლუტური ჩემპიონი ჩონგბურთში. სამხრეთ და დასავლეთ ავსტრალიის შტატების ჩემპიონი;

№4 ნანა ალექსანდრია. ჭადრაკში საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი, რომელმაც 1970 წელს ევროპის ჩემპიონთა თასიც მოიპოვა;

№5 გივი ნოდია. 1970 წლის საბჭოთა კავშირის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის ბომბარდირი, მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე;

№6 ომარ ფხაკაძე. საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი სპრინტში. მსოფლიო ექს- ჩემპიონი;

№7 ვიქტორ სანეევი. მსოფლიოს რეკორდსმენი და ოლიმპიური ჩემპიონი, 1970 წლის მსოფლიო უნივერსიადის გამარჯვებული;

№8 ზარიბეგ ბერიაშვილი. 1970 წლის ევროპის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში და საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი;

№9 ალექსანდრე ჯეჯელავა. სამჭიდი. ქართველებიდან 540 კგ მხოლოდ მან აწია.

№10 ნინო დრონოვა. ნორჩ ტანმოვარჯიშეთა საკავშირო ჩემპიონატზე სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.


დოღში გამარჯვებულ ლაზარე ცინცაძეს ვასილ მჟავანაძემ თავისი მაჯის საათი აჩუქა.

ფოტოზე გრიგოლ მამალაძე, ვასილ მჟავანაძე, რევაზ კვინტრაძე. ფოტოსურათი ამოღებულია ვასილ მჟავანაძის ოჯახის ფოტოალბომიდან


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.03.2023
ბოლო რედაქტირება 22.03.2023
სულ რედაქტირებულია 5





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16