დეკანოზი იოანე ლავრენტის ძე ცქიტიშვილი 1866 წელს, ქუთაისის გუბერნიაში, სოფელ საქარა-ში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1880-84 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1888 წლის 13 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა. 1890 წლის 14 ნოემბერს მღვდლად დაასხა ხელი და საჭილაოილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. ამის შემდეგ მამა იოანე საჭილაო-ნაჩხიტეურის, საქარის მაცხოვრის, ბანოჯას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებში მსახუ-რობდა. ამ ტაძრებში მოღვაწეობის დროს, ასწავლიდა საღვთო სჯულსა და ქართულ ენას სამრევლო-საეკლესიო სკოლებში. 1902 წლის 6 მაისს სკუფიით დაჯილდოვდა. 1908-18 წლებში ქუთაისის ექვსკლასიან სასწავლებელში და ორწლიან პედაგოგიურ კურსებზე მასწავლებლობს. 1912 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს, ხოლო 1916 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი ეწყალობა. 1918 წელს ახალციხის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად და ახალციხე-ახალქალაქის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1921 წელს საქართველოში კომუნისტური ხელისუფლება მოვიდა სათავეში. ეკლესიასა და სამღვდელოებას მძიმე დღეები დაუდგა.
37-1 საპატრიარქოს უწყებანი N37 29ნოემბერი-5დეკემბერი 2007წ გვ.19
დეკანოზი იოანე ცქიტიშვილი 1866-1960 (გაგრძელება)
დეკანოზი იოანე ცქიტიშვილი დახმარებას და რჩევას ითხოვს ეპისკოპოს ქრისტეფორესაგან (ციცქიშვილი): „1923 წლის 30 მარტს, პარასკევს, დღის 3 საათზე, ადგილობრივი კომსომოლიტები, მოსწავლე ახალგაზრდობა, რამდენიმე წითელარმიელი ჯარისკაცის თანხლებით, შემოესია ახალციხის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ეკლესიას, ჩაიბარეს იგი და დალუქეს. იგივე ბედი ეწია სომეხთა ეკლესიას, კათოლიკეთა ტაძარს, ებ-რაელთა სინაგოგას და მუსულმანთა მეჩეთს. ყველა ერის წარმომადგენელთ ახალციხეში თითო ეკლესია დაუტოვეს. ჩვენ დაგვრჩა წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესია. იმ დღეს მე ვიყავი მწირველი სოფელ ტატანისში, რომელიც ახალციხიდან 9 ვერსითაა დაშორებული. ეს ამბავი იქ გავიგე, საღამოს. ვცდილობდი თავის გამხნევებას, მაგრამ ძარღვებმა მაინც თავისი ჰქნეს. მარჯვენა ყურმა გამკრა, თავი გამირეკდა და ძირს დავეცი. ის ღამე ტანჯვით გავათიე, მეორე დილით გლეხებმა ურმით მიმიყვანეს ახალცი- ხეში. მას შემდეგ ლოგინში ვწევარ. სამსახური აღარ შემიძლია. ჩემს მაგივრად მსახურობენ მოხუცი დეკანოზი ალექსანდრე ზედგენიძე და საფარის მონასტრის წინამძღვარი ,მღვდელმონაზონი ტიმოთე (რუსი). 3 აპრილს მოვიდა კომისია, ამაყენა ლოგინიდან, წამიყვანა ტაძარში და დაიწყო აღ-წერა. აღწერეს სანთლის საწყობის განჯინა, სადაც ინახებოდა სანთელი და საწყობის კუთვნილი ყველა საგნები. ამის შემდეგ ყველაფერი ჩაიბარეს და ჩამომართვეს გასაღები, რაზედაც მოვახსენებ თქვენს მეუფებას“. მამა იოანე განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვდა ვარძიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრისათვის და საკათოლიკოსო საბჭოს სთხოვდა, გამოენახათ გზები და საშუალება, რათა იქ მცხოვრებ ბერებს არ შეეწყვიტათ ლოცვა-ვედრება ერისა და საქართველოს გადარჩენისათვის, ამასთან დაკავშირებით მან წერილით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს, ურბნელ ეპისკოპოსს ქრისტეფორეს: „თქვენს მეუფებას კარგად მოეხსენება, რომ ვარძიის მონასტერი ქართველი ერის სიამაყეა, როგორც უტყუარი საბუთი მისი წარსული დიდებისა, სარწმუნოების ფხიზელი დარაჯია, რადგან საზღვარზე დგას. მას გარს ახვევიან უცხო სარწმუნოების ერები, საიდანაც ხალხი ბლომად დაიარება დიდ დღესასწაულებში. ნახულობენ სავანეს და მით ეცნობიან ჩვენი ერის ისტორიას და სარწმუნოებას. ამ მონასტრის ცხოვრებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია 15 აგვისტო (ძველი სტილით), ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღე. ამ დღეს ტაძრის დღესასწაულია. ეს დიდებული მონასტერი თავისი წარსული სიდიადით, საქართ- ველოს ყველა კუთხიდან, დიდძალ ხალხს იზიდავს ამ დღისათვის. მლოცველების რიცხვი იმ-დენად დიდია, რომ არსებულ მაღაროებში ვერ თავსდებიან და იძულებული ხდებიან კიბეებზე გაათიონ. ჩემის აზრით, რომ სარწმუნოების ეხლანდელმა კრიტიკულმა ხანამ, მორწმუნე ერს გული არ გაუგრილოს და მით მონასტერმა ერთხელ და სამუდამოდ არ დაჰკარგოს თავისი მნიშვნელობა, საჭიროა მონასტრის სახელის ამაღლება. ეს კი მოხდება მაშინ, თუ ყოველწლობით ამ შესანიშნავ დღეს მღვდელმთავრის წირვა მოეწყობა და დანარჩენ დღესას-წაულებში წინამძღვარი შეასრულებს წირვას, მაინც და მაინც არქიმანდრიტის ხარისხში.
37-2 საპატრიარქოს უწყებანი N37 29ნოემბერი-5დეკემბერი 2007წ გვ.20
დეკანოზი იოანე ცქიტიშვილი 1866-1960 (დასასრული)
ეჭვს გარეშეა, რომ ეს მლოცველებში სარწმუნოების გრძნობას ფრიად გააღვიძებს. გამოვდივარ რა ასეთი დებულებიდან, უმორჩილესად ვშუამდგომლობ თქვენი მეუფების წინაშე, წელს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს, კეთილი ინებოთ და შეასრულოთ წირვა ხსენებულ მონასტერში, ხოლო მისი აწინდელი წინამძღვარი მღვდელმონაზონი იპოლიტე (მნათენაძე) აღიყვანოთ არქიმანდრიტის ხარისხში, რადგან მან ეს უკვე დაიმსახურა. მღვდელმონაზონი იპოლიტე მაღალი ზნეობისაა და მტკიცედ ასრულებს ბერულ აღთქმას. იგი 16 წელიწადია მოღვაწეობს აღნიშნულ მონასტერში. მას იქ გაუკეთებია სავანეში ასასვლელი კიბეები, გაუმშვენებია წყარო, შეუკეთებია წინამძღვრის ბინა. ასუფთავებს და უვლის მრავალ მაღაროებს. ასრულებს ღვთისმსახურებას, მუდმივ სასყიდელს კი არსაიდან იღებს. მას ახალ-ციხე-ახალქალაქის ოლქშიაც მიუძღვის სამსახური, რაც გამოიხატება ოლქის ეკლესიები- სათვის სამედავითნეო კანდიდატების მომზადებაში. თუ სადმე მესხეთ-ჯავახეთის ეკლესიებში მედავითნე კარგად გალობს და კითხულობს, ამის მიზეზი აუცილებლად მამა იპოლიტეა, რადგან თვითონ მშვენიერი მგალობელი და მკითხველია“. 1923 წლის ოქტომბრის დასაწყისში, დეკანოზი იოანე ცქიტიშვილი, ავადმყოფობის გამო, თბილისში გადაიყვანეს. 1923 წლის 4 ოქტომბრიდან 1925 წლის 25 იანვრამდე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობს. 1925 წლის 25 იანვარს, იგი თბილისის კალოუბნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1928 წლის 4 აპრილს ენქერი უბოძეს. 1931 წელს თბილისის ეკლესიების მთავარხუცესად დაინიშნა. 1933 წელს მირით დაჯილდოვდა. 1934 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ დაანგრია კალოუბნის ეკლესია. კათოლიკოს- პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) მამა იოანე სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში განამწესა, შემდეგ წელს კი მთაწმინდაზე, მამა დავითის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანა. დეკანოზი იოანე 1940 წლის 28 თებერვალს გარდა-იცვალა.
ცქიტიშვილი იოანე ლავრენტის ძე. 1894-1917წწ ბანოჯის წმ. გიორგის ეკლესია. წყალტუბო. 1891-1899წწ საქარის მაცხოვრის ჯვარცმის (გულბანდიანი) ეკლესია ზესტაფონი გარდ. 28.02.1940