თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ჭარელაშვილი (ჭარელიშვილი) გურამ - დეკანოზი.
2011 წლის 15 მაისს დიაკვნად კურთხევა. 2012 წლის 29 აპრილს, მღვდლად კურთხევა. იმსახურებს თბილისის ზემო ბარბარეს სახელობის ეკლესიაში;
15 მაისს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტი გურამ ჭარელაშვილი. დიაკონი გურამი ჩიტაძის ქუჩაზე არსებულ წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
29 აპრილს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის (ჩიტაძის ქუჩა) დიაკონ გურამ ჭარელაშვილს. მღვდელი გურამი თბილისის ზემო ბარბარეს სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
ჭარელიშვილი კონსტანტინე (კოსტა) 1890წ. მედავითნე ბარისახო (დუშეთი) ღვთიმშობლის ეკლესია 1892-1911წ. მედავითნე 1912წ. მღვდელი ილურთა (თუშეთი) ნათლიმცემლის ეკლესია 1912, 1914წ. ილურთა (თუშეთი) ნათლიმცემლის ეკლესია