სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11864

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა


ცხვიტავა  ექვთიმე (შოთა) ანზირის ძე დაბ. 1966წ. მორჩილი რუის ურბნისის ეპარქია

ექვთიმე (შოთა) ცხვიტავა დაიბადა 1966 წლის 28 ოქტომბერს, თბილისში. 1984 წელს დაამთავრა სოხუმის მე-17 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩააბარა საქაართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუში, თბილისში.

წინაპრები წამოსული არიან სოფელი ეკი (სენაკი)


  ექვთიმე (შოთა) ცხვიტავა დაიბადა 1966 წლის 28 ოქტომბერს, თბილისში. 1984 წელს დაამთავრა სოხუმის მე-17 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩააბარა საქაართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუში, თბილისში.

  1989 წელს საკუთარი სურვილით გამოიტანა საბუთები უმაღლესიდან და დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის რჩევითა და ლოცვა-კურთხევით წავიდა ბეთანიის მონასტერში. მორჩილად

  მონასტერში არქიმანდრიტ ლაზარესთან (აბაშიძე) შეისწავლა იკონოგრაფია, რისთვისაც მისი მადლიერია.

  ექვთიმე ცხვიტავა მადლიერია არქიმანდრიტი იოანე შეყლაშვილის, რომელმაც დიდი როლი ითამაშა მისი მართლმადიდებლური აღმსარებლობის ჩამოყალიბებაში.

  1991 წელს, გაემგზავრა რუსეთში, კერძოდ ფსკოვო-პეჩორის მონასტერში, სადაც გაიცნო - რუსეთში ცნობილი იკონოგრაფი - არქიმანდრიტი ზენონი. მამა ზენონთან სულ რაღაც ერთი თვე დაჰყო, მაგრამ ამ ერთ თვეში, ბევრი რამ შეიძინა მისგან, იკონოგრაფიის განხრით.

  1992 წელს მამა იოანესა და მამა ლაზარეს ლოცვაკურთხევით შემოსილ იქნა მორჩილების შესამოსლით და იმავე წელს მოხატა სატრაპეზო ბეთანიის მონასტერში. ეს იყო მისი პირველი ნაბიჯი კედლის მხატვრობაში.

  1997 წელს მოხატა ბორჯომის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის საკურთხეველი. მოგვიანებით - ტაძრის რეკონსტრუქციის გამო - ფრესკები გადახატული იქნა სხვა იკონოგრაფის მიერ.

  1999 წელს, ბაკურიანში მოხატა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.

  2006 წელს დაეუფლა ფერწერული მინანქრის (ფინიფტი) ტექნოლოგიას.

  მისი ნამუშევრები, არის, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

დღესდღეობით მსახურობს რუის-ურბნისის ეპარქიაში მორჩილად.

ცხვიტავა - გვარის 0 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 1


ცხვიტავა  ექვთიმე (შოთა) ანზირის ძე დაბ. 1966წ. მორჩილი რუის ურბნისის ეპარქია


სრულად ნახვა
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.