სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12248

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მინდიაშვილი არჩილ ტაძრის არქიტექტორი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

მინდიაშვილი არჩილ ტაძრის არქიტექტორი

1951-2020წწ

არჩილ მინდიაშვილი არქიტექტორი;

დაბადების თარიღი: 21 მარტი, 1951

გარდაცვ. თარიღი: 2 აპრილი, 2020 

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.


დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1973 წელს.


1973-1976წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლმშენსახპროექტის" N3 არქირექტურულ სახელოსნოში არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად; 1976-1977წწ. თბილისის 26 კომისრის სახელობის რაიონის მთავარ არქიტექტორად; 1977-1986წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" N6 არქიტექტურულ სახელოსნოში უფროს არქიტექტორად; 1986-1988წწ. იმავე საპროექტო ინსტიტუტის N6 კომპლექსური სახელოსნოს არქიტექტურული ჯგუფის ხელმძღვანელად; 1988-1991წწ. სახელოსნოს მთავარ სპეციალისტად; 1991 წელს დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრის მთავარ არქიტექტორად; 1995 წელს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1998 წლიდან ხელმძღვანელობს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის აღმშენებლობის შემოქმედებით გაერთიანება "კათედრალს"; ხელმძღვანელობდა საეკლესიო დანიშნულების 30-ზე მეტი მნიშვნელოვანი კომპლექსისა თუ ობიექტის მშენებლობას, რომელთაგან მასშტაბურობითა და მხატვრული გადაწყვეტით გამორჩეულია: წმ. სამების საკათედრო ტაძარი ქ. თბილისში (1995-2004); წმ. ილია თეზბიტელის ტაძარი და სამრეკლო (წმ. სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსში, 1998წ.) და სხვები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და რაიონებში; იყო სხვადასხვა არქიტექტურული კონკურსების, მათ შორის: თბილისის საცხოვრებელი კვარტალების კეთილმოწყობის პროექტის (II პრემია, 1972), თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების ინტერიერის (1976), თბილისის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების (1984), წმ. სამების საკათედრო ტაძრის პროექტის (1989-1990) და სხვა კონკურსების გამარჯვებული.


წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.411-412; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.39


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, აკადემიკოსი საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემია

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

2001 - ღირსების ორდენი

წმინდა გიორგის ორდენი (ოქრო)

საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი


მინდიაშვილი - გვარის 7 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

მინდიაშვილი იოსები დეკანოზი
მინდიაშვილი იოსები - დეკანოზი.  2010 წლის 26 დეკემბერს დაჯილდოვდა: გამშვენებული ჯვრით ქუთაისის საფიჩხიის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური. სრულად ნახვა
მინდიაშვილი არჩილი დეკანოზი
მინდიაშვილი არჩილი - დეკანოზი. 2008 წლის 13 ივლისს დააჯილდოვა მეორე ჯვრის ტარების უფლებით; სრულად ნახვა
მინდიაშვილი ნიკოლოზი გოდერძის ძე დეკანოზი
მინდიაშვილი ნიკოლოზი გოდერძის ძე - დეკანოზი.

 1955-2005წწ   საბურთალოს პანთეონში მდებარე ამაღლების ტაძრის პირველი წინამძღვარი. დაკრძ. იქვე

სრულად ნახვა
მინდიაშვილი პეტრე მახარობლის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
მინდიაშვილი ილარიონი (თორნიკე) - ბერი. 2016 წლის 04 დეკემბერს, მცირე სქემაში აღკვეცა. სარკინეთის წმ. შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტერი; სრულად ნახვა
მინდიაშვილი თომაიდა - მონაზონი. ეპარქიაში იხსენიება 2023 წელსაც სრულად ნახვა
მინდიაშვილი პანტელეიმონი  მონაზონი 
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 1

მინდიაშვილი არჩილ ტაძრის არქიტექტორი
მინდიაშვილი არჩილ - ტაძრის არქიტექტორი. 1951-2020წწ

1995-2004წ. სამება (თბილისი) საპატრიარქო ლავრა

სრულად ნახვა
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.