2009წ. მდგომარეობით დეკანოზი სამება (თბილისი) საპატრიარქო ლავრა
2014წ. მდგომარეობით დეკანოზი მცხეთა-თბილისის ეპარქია
ავანაშვილი არჩილ მღვდელი, ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით, საპატრიარქოს უწყებანი. თბ., 2009. 16-22 აპრილი, N13 (499), გვ.10 ვიდეო
საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.10
დაჯილდოება
7 აპრილს თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი იაკობ აბაშიძე მიტრით; ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე მიტრით; ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი თეიმურაზ თათარაშვილი — ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი არჩილ ავანაშვილი ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური, დიაკონი მირიან სხირტლაძე პროტოდიაკონის წოდებით.
საპატრიარქოს უწყებანი N30 23-29სექტემბერი 2010წ გვ. 5
5 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი იოანე (გვაჯაია); გამშვენებული ჯვრით — ფონიჭალას დასახლებაში მდებარე, 153 საშუალო სკოლის ტერიტორიაზე არსებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი გუგენიშვილი; თბილისის წმინდა ჯვრის მამის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ ავანაშვილი.