სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12189

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ამილახვარი ნინო ქრისტეფორეს ასული იღუმენია

1784-1839წწ დაკრძალულია სამთავროს მაყვლოვანში, წმიდა ნინოს ეკლესიის სამხრეთ ფასადთან. ბიოგრაფია

ნინო ქრისტეფორეს ასული ამილახვარი, დაბადებული 1784 წელს სოფელ ჭალაში. შავი ანაფორა შეუმოსავს მისთვის არქიმანდრიტ საბას სოფელ ჭალის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში 1810 წელს, მონაზვნად აღუკვეცავს ეპისკოპოს გერვასის რუისის ფერისცვალების ეკლესიაში 1812 წელს, ხოლო ეგზარქოს თეოფილაქტეს ნებართვით სამთავროში დაფუძნებულა 1820 წლის 10 ნოემბერს.

ამილახვარი ნინო ქრისტეფორეს ასული 1784-1839წწ იღუმენია, სამთავროს დედათა მონასტერი 1830-იანიწ. სამთავრო (მცხეთა) წმიდა ნინოს ეკლესია, დედათა მონასტერი


ამილახვარი ნინო ქაიხოსროს ასული (1784-1839) - მონასტრის პირველი წინამძღვარი (სამთავროში მოვიდა 1820 წლის 10 ოქტომბერს, სამონაზვნედ შეიმოსა 1810 წელს. მონაზვნად აღიკვეცა 1812 წელს), რომელმაც რამდენიმე დასთან ერთად განაახლა სამონასტრო ცხოვრება სამთავროში. ამ დროიდან სამთავრო დედათა მონასტერია.  მონასტრის დამაარსებელი დაკრძალულია სამთავროს მაყვლოვანში, წმიდა ნინოს ეკლესიის სამხრეთ ფასადთან. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია წარწერა: ”ლოდი ესე ჰფარავს სავანესა თავადის ქაიხოსრო  ამილახვრის ასულის მონაზონის ნინოსსა, რომელმაც დააარსა მონასტერი ესე 1820 წ. და გარდაიცვალა 1839 წ. თებერვალსა”. მონასტერს ხელმძღვანელობდა 1830-1839 წლებში.


სამთავროში სამონასტრო ცხოვრება XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან განახლდა. სამთავროს დედათა მონასტრის განმაახლებლად მოიხსენიება თავადის ქალი ნინო ქაიხოსროს ასული ამილახვარი (უფროსი _ 1784/1839 წ.წ.).

1820 წელს ნინო ამილახვარი და რამდენიმე განდეგილი დედა სამთავროში მისულან, აუგიათ სენაკები და ეგზარქოს თეოფილაქტეს ნებართვით იქვე დასახლებულან. მათ მალე სხვა დედებიც შემატებიან და დაუწყიათ ზრუნვა მონასტრის აღდგენისათვის. `მცხეთის მახლობლად, ნახევარ ვერსტში ტაძარია მაცხოვრის ფერისცვალებისა, სამთავროს ყოფილ მღვდელმთავრებისა, რომლის გალავანში ამჟამად მონოზვნები ცხოვრობენ~, _ წერდა ეგზარქოსი იონა 1828 წელს.

ღირსი ნინო (ამილახვარი) მონოზვნად აღიკვეცა 1812 წელს, რუისის ფერისცვალების ეკლესიაში, უფრო ადრე კი, არქიმანდრიტ საბას სოფელ ჭალის `ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში ახალგაზრდა ნინო შავი ანაფორით შეუმოსავს.

განუზომელია ნინო ამილახვრის ღვაწლი სამთავროს დედათა მონასტრის ისტორიაში. მან სული შთაბერა მიმქრალ სავანეს და ააღორძინა სამონასტრო ცხოვრება.

გარდაიცვალა 1839 წელს. დაკრძალულია მაყვლოვანში.



ამილახვარი - გვარის 6 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ამილახვარი ნინო (ანა) ქრისტეფორეს ასული იღუმენია
ამილახვარი ნინო (ანა) ქრისტეფორეს ასული - იღუმენია. დ. სოფ. ჭალა კასპი  1816-1904წწ. ხსენება 29 დეკ. (11 იანვარი)  ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ამილახვარი ნინო ქრისტეფორეს ასული - იღუმენია. 1784-1839წწ დაკრძალულია სამთავროს მაყვლოვანში, წმიდა ნინოს ეკლესიის სამხრეთ ფასადთან. ბიოგრაფია სრულად ნახვა
ამილახვარი (ამილახორი) თომა ბერი, სამთავისის სიგელიდან. 1511წ. სამთავისი (კასპი) ამაღლების ტაძარი (სობორი)


სრულად ნახვა
ამილახვარი ათანასე  მღვდელმონაზონი 1711-1744წწ  დონის მონასტერი, მოსკოვი, რუსეთი

ამილახვარი ნატალია იესეს ასული - მონაზონი. დაბ. 1815წ. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.