სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11856

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბაბუხადია ელიზბარი (ავთო) არქიმანდრიტი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ბაბუხადია ელიზბარი (ავთო) არქიმანდრიტი

2004 წლის 18 დეკემბერს ბერად აღკვეცა. 2007 წლის 07 ოქტომბერს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით. 2010 წლის 25 ნოემბერს დაჯილდოება: არქიმანდრიტის წოდებით შემოქმედის მაცხოვრის სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესე.

2007წ. იღუმენი შემოქმედი (ოზურგეთი) სამონასტრო კომპლექსი

2023წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი შემოქმედის ეპარქია

ბაბუხადია ელიზბარი იღუმენი, შემოქმედის  ეპარქია 2008წ., დაჯილდოვდა არქიმანდრიტის წოდებით საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2010. 2-8 დეკემბერი, N40(568), გვ.8

ბაბუხადია ელიზბარი არქიმანდრიტი. შემოქმედის  ეპარქია 2023წ. მდგომ.

 საპატრიარქოს უწყებანი N49 31დეკემბერი-6იანვარი 2004წ გვ.6

ბერად აღკვეცა შემოქმედის ეპარქიაში

18 დეკემბერს ჯუმათის მამათა მონასტერში შემოქმედის ეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვიძე) ჯუმათის მამათა მონასტერში ბერად აღკვეცა ორი მორჩილი: ავთო ბუბუხადიას ეწოდა სახელი ელიზბარი, ხოლო ჯუმბერ ღლონტს იოსები


დაჯილდოება
7 ოქტომბერს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით: ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი მიქაელი (მეგენეიშვილი), მზიანის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი პეტრე (ანდღულაძე), უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მო- ნასტრის წინამძღვარი, იღუმენი მარკოზი (გურგენიძე). ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით: გრიგოლეთის წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის წი-ნამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ზაბულონი (ხუბუკელაშვილი), შემოქმედის მაცხოვრის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ელიზბარი (ბაბუხადია), ლიხაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიისა და აჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მღვდელმონაზონი იოსები (ღლონტი). მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა: ოზურგეთის _ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბასილი კვირჩილაძე და ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი სვიმონი სვანიძე. დეკანოზის წოდებით: ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი თომა სიხარულიძე და შუხუთის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი საბა ჟღენტი. ოქროს ჯვრით: სამების ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ჟღენტი და ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი ბესარიონ ლომინეიშვილი.

საპატრიარქოს უწყებანი N40 2-8 დეკემბერი 2010წ გვ. 8

დაჯილდოვება

25 ნოემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოილოცა შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარი, იქ არსებული მამათა მონასტერი და დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით შემოქმედის მაცხოვრის სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესე, იღუმენი ელიზბარი (ბაბუხადია); იღუმენის წოდებით — აცანის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (კახელაშვილი); გამშვენებული ჯვრით: დეკანოზი კვირიკე ხეცურიანი, დეკანოზი საბა ჟღენტი, დეკანოზი გიორგი ჟღენტი, დეკანოზი შალვა ჯინჭარაძე, დეკანოზი შალვა გორგაძე, აჭის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ალექსანდრა (ჩაჩი- ბაია), ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა), ჯიხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის დედათა მონასტრის კეთილმოწესე, იღუმენია ირინე (სულაკაძე); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — მღვდელი მირიან ფირცხალაიშვილი და მღვდელი იოანე ორმოცაძე. 

ბაბუხადია - გვარის 2 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ბაბუხადია ელიზბარი (ავთო) არქიმანდრიტი
ბაბუხადია ელიზბარი (ავთო) - არქიმანდრიტი. 2004 წლის 18 დეკემბერს ბერად აღკვეცა. 2007 წლის 07 ოქტომბერს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით. 2010 წლის 25 ნოემბერს დაჯილდოება: არქიმანდრიტის წოდებით შემოქმედის მაცხოვრის სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესე.

2007წ. იღუმენი შემოქმედი (ოზურგეთი) სამონასტრო კომპლექსი

2023წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი შემოქმედის ეპარქია

სრულად ნახვა
ბაბუხადია დავითი დიაკონი, ძვ. ხელნაწერიდან გვ. შუას.
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.