სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11816

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ბანძელაძე იაკობი არქიმანდრიტი

2006 წლის 19 ნოემბერს, იღუმენის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვდა. 2007 წლის 04 დეკემბერს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და  ბეთანიის მონასტრის წინამძღვრად დადგინდა.

2007წ. არქიმანდრიტი ბეთანია მამათა მონასტერი

2014წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი მცხეთა-თბილისის ეპარქია

ბანძელაძე იაკობი არქიმანდრიტი, ბეთანიის ღვთისმშობლის შობის მონასტერი 2005წ. მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 12

დაჯილდოება
19 ნოემბერს _ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბეთანიის მონასტრის მღვდელმონაზონი იაკობი (ბანძელაძე), მამკოდის მონასტრის მოძღვარი, მღვდელმონაზონი სვიმონი (სოხაძე) და მღვდელმონაზონი იოანე (სვანიძე) იღუმენის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.

დაჯილდოება

4 დეკემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის იღუმენი იაკობი (ბანძელაძე) — მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და მონასტრის წინამძღვრად დადგინდა; მამკოდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის იღუმენი სვიმონი (სოხაძე) — მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და მონასტრის წინამძღვრად დადგინდა; წმინდა იოანე ზედაზნელის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (ოტიაშვილი) — მიენიჭა იღუმენის წოდება, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და  დადგინდა მონასტრის წინამძღვრად; ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე) — მიენიჭა იღუმენის წოდება და ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.