სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11816

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ბარძიმაშვილი გრიგოლი მღვდელმონაზონი



1914წ. მღვდელმონაზონი საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპარქია

ბარძიმაშვილი გრიგოლი  მღვდელმონაზონი 1914 წლის 5 თებერვალს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვრისა და აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრების მთავარხუცესის, არქიმანდრიტ ნაზარის (ლეჟავა) მიერ შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ნესტორის (ყუბანეიშვილი) მიმართ გაგზავნილ წერილში: „პირველ ყოვლისა თქვენთან მაქვს მეტად სათხოვნელი საქმე. სინოდალურმა კანტორამ დაადგინა ჩემი კაზნაჩეის (ხაზინადარის) მღვდელმონაზონ მიხეილის (მანდარია) გადმოყვანა თქვენს მონასტერში და მამა იოსების იოანე ნათლისმცემელში განწესება. არ გეწყინოს ძალიან კარგი ბერია და თქვენაც მადლობელი იქმნებით. ეს გრიგოლი არ გეგონოსთ (საუბარია მღვდელმონაზონ გრიგოლ ბარძიმაშვილზე). ჩემი თხოვნა იმაში არის, რომ რაც შეიძლება მალე გამომიგზავნოთ მამა იოსები. ეს უკანასკნელი ჩემთვის უფრო საჩქარო არის ვინემ მიხეილი. უნდა გადავაბარო ხაშმის ბაღები და ყოველივე. ასე რომ უკაზის მოსვლას ნუ უყურებ, კანტორაში მიწერილობა გაგზავნილი არის და ისინი ხომ იცი დაგვიანებით მოიწერებიან და ჩემი მონასტრის საქმეს კი წახდება. მამა იოსები გაამხნევეთ, ნურაფრის ნუ ეშინიან, მის საქმეს კარგად წავიყვან თუ ის ერთგული იქმნა. იმედია ამ ჩემს თხოვნას ამისრულებთ. საქმე იმაშია, რომ ის გაორგულდება რა შეიტყობს გადაყვანილია, ასე რომ კვირას ან ორშაბათს აქ იყვეს უსათუოდ.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.