სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11770

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ბელქანია გაბრიელი მღვდელ მონაზონი

1908წ. ღვთივგანისვენა მღვდელ მონაზონი თბილისის (ავლაბარი) მაცხოვრის ფერისცვალების (ფერიცვალების) სახელობის დედათა მონასტერი დაკრძ. იქვე

მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (ბელქანია), ფერისცვალების მონასტრის ხაზინადარი, შობითგან 50 წლის, გარდაიცვალა 1908 წლის 13 აპრილს. 


ბელქანია გაბრიელი  მღვდელმონაზონი ნაკიფოვოს ღვთისმშობლის შობის ეკლესია 1905წ. 

ამოტვიფრულია შემდეგი წარწერა: „შემოვწირე ნაკიფოვოს ღვთისმშობლის შობის ეკლესიას მღვდელ-მონაზონ გაბრიელ 

ბელქანიამ მოსახსენებლათ მიცვალებულთათვის კონსტანტინე, ელისაბედ, სამსონ, ათანასი, კესარია, ანტონ, ანდრია 

ათას ცხრას ხუთსა წელს მარტის ოცდახუთს“. 

ამ წარწერაში მოხსენიებული მღვდელ-მონაზონი გაბრიელ ბელქანია, შეიძლება ვივარაუდოთ, მოღვაწეობდა ნაკიფუს ღმრთისმშობლის შობის ეკლესიაში,

სხვა ინფორმაცია ამ პიროვნებაზე არ მოგვეპოვება, მაგრამ სხვადასხვა საეკლესიო დოკუმენტიდან გამომდინარე, ბელქანიები სასულიერო 

პირები ყოფილან.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მღვდელ-მონაზონმა გაბრიელ ბელქანიამ, ნაკიფუს ღმრთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიას შემოსწირა ისეთი სახარება,

რომლის ყდაზე გამოსახულია ღმრთისმშობლის შობა, რაც ადასტურებს, რომ ნაკიფუს ხის პატარა ეკლესია ღმრთისმშობლის შობის 

სახელზე აუგიათ სოფელ ნაკიფუში.

პროფესორი დავით ჭითანავა აღნიშნავს, რომ წალენჯიხის რაიონის სოფ. ნაკიფუში, ადგილი სადაც ეკლესია იყო აგებული, დღეს შემაღლებულ ბორცვს წარმოადგენს.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.