
ბოლქვაძე ალექსანდრე  ამირანის ძე დეკანოზი, საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი 2021წ.
საპატრიარქოს უწყებანი N10 20-26მარტი 2008წ გვ. 5
დაჯილდოება
16 მარტს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლი-კოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ერთგული მოღვაწეობისთვის ეკლესია-ში გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა დეკანოზი ალექსანდრე ბოლქვაძე. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ხაზი გაუსვა, რომ მამა ალექსანდრე 12 შვილის მამაა და ამით შესანიშნავ მაგალითს აძლევს ერს.
საპატრიარქოს უწყებანი N10 19-25მარტი 2009წ გვ.8
დაჯილდოება
15 მარტს თბილის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კა-თოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა:  დეკანოზი ბესარიონ მენაბდე — ჯვრით და მიტრით დეკანოზი ალექსანდრე ბოლქვაძე  მიტრით.
„ჩემო მამაო, მეუღლევ და მეგობარო, სხვაგვარად ვერ გიწოდებ ადამიანს, რომელთან ერთად 35 წელი ტკბილად და ბედნიერად გავიარე,ეს ჰაერში ნათქვამი სიტყვები არაა, არა მარტო ბედნიერად, არამედ სიხარულით. დიახ, შენ ხარ ადამიანი, რომელიც ახარებ და აბედნიერებ შენ გვერდით მყოფთ. აი, უკვე 60 წლის გახდი. წარმოუდგენელია, რა უცბად გაიელვა ამდენმა წელმა, ჩვენ 13 შვილის მშობელი ვართ, 5 მათგანი დაოჯახდა და უკვე მე-15 შვილიშვილს ველოდებით.
რამდენი სიხარული და განსაცდელი გამოვიარეთ. ყველაფერი მახსენდება, პირველად სვეტიცხოველში რომ გნახე, დაჩოქილები სეფისკვერის ნამცეცებს ვკრეფდით იატაკიდან. ჩვენი ჯვრისწერა, 13 მშობიარობა. მახსენდება, როგორ მეხმარებოდი ბავშვების გაზრდაში, როგორ მაძინებდი ღამე და შენ უთენებდი პატარებს, ყოველთვის მიმსუბუქებდი სიძნელეებს... ჩემი ცხოვრება ორ ეტაპად იყოფა მამა ალექსანდრემდე და მამა ალექსანდრეს შემდეგ (მრევლიც იგივე აზრს აფიქსირებს). როგორ გიხაროდა ყოველი ჩემი ფეხმძიმობა, ერთი ინტერესი გვქონდა „ნეტავი ეს როგორი იქნებაო. არასოდეს დაგიკარგავს იუმორის გრძნობა, ალბათ, ამ თვისების გამო გიმსუბუქდებოდა ოჯახთან და მრევლთან ურთიერთობა.
„მდუღარე რწმენით, ვულკანივით აფეთქებული/ დგას ამბიონზე!/ მივყავართ სადღაც, გამჭირვალე ნატიფი გზებით/ ქერუბიმებთან, მრავალფრთიან სერაბიმებთან./ დაგვიმეგობრა მოციქულები, მახარებლები...“
მიუხედავად ამხელა ჯაფისა ყოველთვის ახერხებდი, რომ წიგნები გეკითხა, მოძღვრის
მოვალეობა პირნათლად შეგესრულებინა. ძალიან დიდ დროს უძღვნი ქადაგებების მომზადებას, თითქმის ღამეებს ათენებ ხოლმე, რომ მრევლს მიაწოდო ჭეშმარიტება და დააყენო სწორ გზაზე...
ჩემო მამაო, მეუღლევ და მეგობარო, ამდენი წლის განმავლობაში შენ გვერდით სხვანაირად
ლამაზდება მზის ამოსვლაც და ჩასვლაც, შენ ბუნების მოყვარული, სიყვარულით სავსე, თბილისელი მოძღვარი ხარ. იცი როგორი?! - მაცხოვარი რომ მიუთითებს პატარა ბავშვზე: ასეთები შევლენ სასუფეველშიო, ჩემთვის ის სუფთა ყრმა ხარ, რომელიც უფალს ძალიან უყვარს!
გილოცავ 60 წლის იუბილეს, მრავალჟამიერ!
მუდამ შენზე შეყვარებული
ფოფოდია - ნინო ბზვანელი.“
02.09.2021 წ.