სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11816

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გაბიძაშვილი ნიკოლოზი დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გაბიძაშვილი ნიკოლოზი დეკანოზი

2012 წლის 06 სექტემბერს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; 2024 წლის 12 ივლისს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით. ბოლნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი

2024წ. მდგომარეობით დეკანოზი ბოლნისის ეპარქია

საპატრიარქოს უწყებანი N36 25-31 ოქტომბერი 2012წ გვ.7

დაჯილდოება

6 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა ბოლნისის ეპარქიაში მოღვაწე სამღვდელოება:  ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით: მუხნარის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი შიო (არჯევანიძე); დისველის წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, სქემმლვდელ-მონაზონი ანდრია (ნინუა); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: ბოლნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ნიკოლოზ გაბიძაშვილი; ქვეშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი მიქაელ დურგლიშვილი; რაჭისუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გაბრიელ პაიკიძე.


2024 წლის 12 ივლისს ბოლნისის მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) ბოლნისის ელიას მთის წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრე და პავლეს სახელობის მამათა მონასტერში გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა აკაურთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბასილ ახვლედიანი, ბოლნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ნიკოლოზ გაბიძაშვილი და რაჭისუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ დურგლიშვილი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.