სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11856

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გაჩეჩილაძე ნიკოლოზი მღვდელი



1789-1829წ. მღვდელი წევა (ზესტაფონი) წმ. გიორგის ეკლესია

გაჩეჩილაძე ნიკოლოზ, 1789-1829წწ. წევის წმ. გიორგის ეკლესია


........... ნიკოლოზ გაჩეჩილაძემ 1903 წელს, ქუთაისის სასულიერო სემინარიიის წარჩინებით დაამთავ რების შემდეგ, ყაზანის საიმპერატორო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1910 წელს დაამთავრა. 1914 წლიდან იგი ქ. გორის ჰოსპიტალის მთავარი ექიმია. უანგარო ექიმი წლების განმავლობაში თავდაუზოგავად ემსახურებოდა ცხინვალისა და მთელი შიდა ქართლის მოსახლეობას. 1920 წლის ზამთარში გორი ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია, ნიკოლოზმა თავად შეიძინა კარვები და იქ განათავსა მიწისძვრისგან დაზარალებულნი, ასევე საკუთარი სახსრებით შემოსა გორის გიმნაზიის მოსწავლეები. 1921 წლიდან იგი თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა. გასაბჭოებისას, მიუხედავად შემოთავაზებისა, მას ქვეყანა არ დაუტოვებია; დაარსა მწერალთა, კომპოზიტორთა და მხატვართა კავშირის პოლიკლინიკა. მკურნალთან შინ ხშირად მოდიოდნენ კულტურისა და ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები. ღვთისმოშიში ექიმი განსაკუთრებულად ზრუნავდა ბავშვებზე, უსასყიდ-ლოდ მკურნალობდა და მატერიალურად ხელს უმართავდა გაჭირვებულ და ხელმოკლე ადამიანებს. ნიკოლოზი ყველაზე რთულ წლებშიც მუდამ ეკლესიის თანამდგომი იყო. მამის დეკანოზ მაკარის გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ ნიკოლოზი თბილისიდანაც მუდმივად ეხმარებოდა წევის წმიდა გიორგის ეკლესიას, ამ პერიოდში ტაძარს მეტად ავიწროებდნენ ბოლშევიკები. ექიმის მეგობრები იყვნენ და მის სახლში სტუმრობდნენ: კათოლიკოს-პატრიარქები ამბროსი ხელაია, კალისტრატე ცინცაძე, ლეონიდე ოქროპირიძე. ეპისკოპოსი დიმიტრი ლაზარაშვილი, დეკანოზი ხარიტონ დევდარიანი (შემდგომში კათოლი-კოს-პატრიარქი დავით V) და სხვები.
4-2 საპატრიარქოს უწყებანი N4 8-14 თებერვალი 2007წ გვ.19

 1926 წელს ექიმის სახლში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ ეპისკოპოსთა მონაწილეობით მონათლა ნიკოლოზის ქალიშვილი მზეთამზე. მკვლევარი ვახტანგ გურგენიძე კათოლიკოს-პატრიარქ ამბროს ხელაიასადმი მიძღვნილ ნარკვევში „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული საქართველოს...“ აღნიშნავს: „HKBA“-ს სააგენტურო მეთვალყურეობით გამოვლინდა, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიასთან ...ყველაზე მჭიდრო კავშირი აქვთ: ეპისკოპოს ქრისტეფორეს... დოქტორ გაჩეჩილაძეს, მცხ. გრიბოედოვის ქ. №4“. ექიმი ძალიან შეავიწროვეს ბოლშევიკებმა. „HKBA“-მ საკუთარ სახლში შეუსახლა არაქართველი ჩეკისტები, ხოლო 1937 წელს ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ბრალდებით იგი დააპატიმრეს. შემორჩენილი ჩხრეკის ოქმების მიხედვით წაუღიათ სახარება, 12 ძვირფასი ხატი, სხვადასხვა წერილები, დალუქეს ავეჯი და ოჯახს გასახლება დაუპირეს. ექიმის შვილებმა მოასწრეს სიგელის, რამ-დენიმე ხატის, სასულიერო და სხვა წიგნების სარდაფში გადამალვა. ინტელიგენციის ჩარევით უდანაშაულო ექიმი გაათავისუფლეს. მიუხედავად ასეთი განსაცდელისა, ნიკოლოზი აგრძელებდა ეკლესიის თანადგომას, მან თავისი მეგობრის, აკად. შ. ამირანაშვილის თანადგომით წევის ტაძარი გადაახურვინა. საქართველოს დამსახურებული ექიმის არქივში საინტერესო წიგნები, წერილები და ფოტოსურათებია შემონახული: ქუთაისის სემინარიის პირველკურსელთა ფოტოსურათის უკანა გვერდზე ხელით მიწერილია მოსწავლეთა გვა- რები, ხოლო ინსპექტორს, მამა დიმიტრი აბაშიძეს  აწერია რუსებული“. მხატვარ გ. ზაზიაშვილის დიდ მხატვრულ ფოტოსურათზე სემინარიის კურსდამთავრებულთა ფოტოები განლაგებულია დიდი მიტრის ფონზე, მიტრის თავზე კი მეფე ერეკლე II-ის, კათოლიკოსების ანტონ I-ისა და ანტონ II-ის, ეპისკოპოსების – გაბრიელ ქიქოძის, ლეონიდე ოქროპირიძისა და სხვა სასულიერო პირთა სურათებია. აქვეა სემინარიის შენობის ფოტოც. აღსანიშნავია აგრეთვე კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ნიკოლოზისადმი გამოგზავნილი წერილი, წარწერით ნაჩუქარი წიგნები და „ვეფხისტყაოსანი“, მისივე ავტორობით რუსულ ენაზე 1906 წელს გამოცემული „ისტორიული ცნობა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობის საკითხისათვის“, ასევე დეკანოზ მარკოზ ტყემალაძის რუსულად გამოქვეყნებული წიგნი „თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი“ (1904წ.). ამ წიგნში დაბეჭდილი სიონის ღვთისმშობლის ხატის ფოტოსურათით დადგინდა, რო-გორი იყო ხატის პერანგი, რომელიც რუსებმა მოხსნეს და დაიკარგა. აქვეა წმინდა ნინოს ჯვრი-სა და მისი კარედის ხატის, სხვა ხატების, პატრიარქების დღეს უკვე დაკარგული მიტრების, სიო-ნის ეკლესიის დარბაზის ფოტოებიც. სიგელი და არქივი ნიკოლოზისავე სახლში ინახება, დღეს იქ მისი ქალიშვილი მზეთამზე (მზია) გაჩეჩილაძე შვილებთან, შვილიშვილებთან და მათ შვილებთან ერთად ცხოვრობს. ქალბატონი მზეთამზე წევის წმინდა გიორგის ეკლესიის სიყვარულით არის ანთებული, ახალგაზრდობიდან მოყოლებული, დღემდე, ყოველ წელს ოჯახთან ერთად ადის წევაში სალოცავად და ცდილობს, გაჩეჩილაძეების თანადგომით გვარის წმინდა სალოცავში წირვა-ლოცვა მუდამ ჩატარდეს, საბედნიეროდ, მარგვეთის ეპარქიის მღვდელმთავრის კურთხევით, დღეს ტაძარში ღვთისმსახურება უკვე ყოველ თვე აღევლინება.

გაჩეჩილაძე - გვარის 32 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

გაჩეჩილაძე  თომა ანდრიას ძე  მღვდელი
გაჩეჩილაძე თომა ანდრიას ძე - მღვდელი. დაბ. სოფ. გუნდაეთი, ჭიათურა 1866-1967წწ ბიოგრაფია

1926-1930წ. მღვდელი გუნდაეთი (ჭიათურა) წმ. გიორგის ეკლესია

1953წ. მღვდელი მღვიმევი (ჭიათურა) წმ. ბარბარეს ეკლესია

სრულად ნახვა
გაჩეჩილაძე  გაბრიელი იღუმენი
გაჩეჩილაძე გაბრიელი - იღუმენი. 2015 წლის 21 თებერვალს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით; კლდეკარის წმინდა იოანე ნათლისმცელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი,

2014წ. მდგომარეობით იღუმენი რუისისა და ურბნისის ეპარქია

სრულად ნახვა
გაჩეჩილაძე  მაკარ ეფრემის ძე მღვდელი
გაჩეჩილაძე მაკარ ეფრემის ძე - მღვდელი. (1859-1942წწ) დეკანოზი დაბ. სოფ. წევა ზესტაფონი

1884-1917წ. მღვდელი წევა (ზესტაფონი) წმ. გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
გაჩეჩილაძე  ლევი ეფრემის ძე  მღვდელი
გაჩეჩილაძე ლევი ეფრემის ძე - მღვდელი. დაბ. 1890-1917წწ სოფ. წიფი ხარაგაული,

1899-1917წ. მღვდელი ქუთაისი წმ. ნიკოლოზის (საფიჩხია) ეკლესია

სრულად ნახვა
გაჩეჩილაძე  ეფრემ იესეს ძე მღვდელი
გაჩეჩილაძე ეფრემ იესეს ძე - მღვდელი.

1867-1870წ. მღვდელი ღორეში (ხარაგაული) წმ. გიორგის ეკლესია

1870-1900წ. მღვდელი აჭარა (ზესტაფონი) ღმრთისმშობლის ეკლესია.

1900-1902წ. მღვდელი შროშა (ზესტაფონი) მაცხოვრის ამაღლების ეკლესია

სრულად ნახვა
გაჩეჩილაძე  გიორგი კონსტანტინეს ძე მღვდელი
გაჩეჩილაძე გიორგი კონსტანტინეს ძე - მღვდელი.

1904-1917 წ. მღვდელი ამაშუკეთი (ხარაგაული) წმიდა გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
გაჩეჩილაძე გაბრიელი - მედავითნე.

1878წ. მედავითნე კონდოლი (თელავი) კვირაცხოვლის ეკლესია, თელავის მაზრა

სრულად ნახვა
გაჩეჩილაძე იოანე - მღვდელი.

1860წ. მღვდელი კონდოლი (თელავი) კვირაცხოვლის ეკლესია, თელავის მაზრა

სრულად ნახვა
გაჩეჩილაძე გრიგოლ იოანეს ძე - მედავითნე.

1871, 1880, 1890წ. მედავითნე კონდოლი (თელავი) კვირაცხოვლის ეკლესია, თელავის მაზრა

სრულად ნახვა
გაჩეჩილაძე შაქარა თომას ძე - მედავითნე.

1832წ. მედავითნე წევა (ზესტაფონი) წმ. გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
გაჩეჩილაძე კონსტანტინე თევდორეს ძე - მღვდელი.

1880-იანიწ. მღვდელი ამაშუკეთი (ხარაგაული) წმიდა გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
გაჩეჩილაძე გიორგი ბერის (შიოს) ძე - მღვდელი.

1804-1851წ. მღვდელი წევა (ზესტაფონი) წმ. გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
გაჩეჩილაძე გიორგი - მღვდელი.

-1856წ. მღვდელი გუნდაეთი (ჭიათურა) წმ. გიორგის ეკლესია

1842წ. მღვდელი სვერი (ჭიათურა) წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

სრულად ნახვა
გაჩეჩილაძე იოანა - მონაზონი.

2014წ. მდგომარეობით მონაზონი მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქია

სრულად ნახვა
გაჩეჩილაძე მარკოზ დავითის ძე - მღვდელი.

1789-1842წ. მღვდელი წევა (ზესტაფონი) წმ. გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
გაჩეჩილაძე ნიკოლოზი - მღვდელი.

1789-1829წ. მღვდელი წევა (ზესტაფონი) წმ. გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
გაჩეჩილაძე სამსონ იესეს ძე - მღვდელი.

1893-1906წ. მღვდელი საბაჟო (ხარაგაული) წმ. დიმიტრის ეკლესია

1906-1917წ. მღვდელი შროშა (ზესტაფონი) ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია

სრულად ნახვა
გაჩეჩილაძე შიო თომას ძე - მღვდელი.

1848-1884წ. მღვდელი წევა (ზესტაფონი) წმ. გიორგის ეკლესია

1856წ. მღვდელი საღვინე (ზესტაფონი) ღმრთისმშობლის შობის ეკლესია

სრულად ნახვა
გაჩეჩილაძე იოანე გრიგოლის ძე - მღვდელი. 1849 -1850 წწ. ჩრდილოეთ ოსეთში, სალუგარდანის სამრევლო მღვდელი

1838წ. მღვდელი კობის (სტეფანწმიდა) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

სრულად ნახვა
გაჩეჩილაძე იოვანე თომას ძე - მღვდელი. გარდ. 14/09/1859წ.

1816-1856წ. მღვდელი წევა (ზესტაფონი) წმ. გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
გაჩეჩილაძე ალექსი გიორგის ძე მედავითნე 1826წ. სოფ. დარბაიძეების წმიდა გიორგის ეკლესია
გაჩეჩილაძე ანდრია გიორგის ძე ძე მღვდელი 1750-იანი წლები ჭიათურის რაიონის სოფ. გუნდაეთი
გაჩეჩილაძე გიორგი ზაქარიას ძე მღვდელი XVIII საუკუნის I ნახევარი ჭიათურის რაიონის სოფ. გუნდაეთი
გაჩეჩილაძე გიორგი თანდილას ძე მღვდელი 1826წ. სოფ. დარბაიძეების წმიდა გიორგის ეკლესია
გაჩეჩილაძე დიმიტრი მღვდელი, 1880-იან წლებში სამხედრო ნაწილის მღვდელი გადაიყვანეს კავკასიის ბატალიონში
გაჩეჩილაძე დიმიტრი პეტრეს ძე დიაკონი 1829წ. წევის წმ. გიორგის ეკლესია

გაჩეჩილაძე ზაქარია მღვდელი XVIII საუკუნის I ნახევარი ჭიათურის რაიონის სოფ. გუნდაეთი
გაჩეჩილაძე ზაქარია მღვდელი XVIII საუკუნის I ნახევარი ჭიათურის რაიონის სოფ. გუნდაეთი
გაჩეჩილაძე თევდორეს მღვდელი 1850-იანი წლები სოფ. ამაშუკეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი. ხარაგაული.


გაჩეჩილაძე ქრისტეფორე ანდრიას ძე 1862-1960წწ დიაკონი ჭიათურის რ. სოფ. გუნდაეთის წმიდა გიორგის ეკლესია


გაჩეჩილაძე, კასიანე ეფრემის ძე 1879-1953წწ მღვდელი, წევის წმიდა გიორგის ეკლესიის მოძღვარი

ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 2


გაჩეჩილაძე   ზაზა-ზოსიმე ამირანის ძე პატრიარქის ჩოხოსანთა ქარელის სადროშოს ხელმძღვანელი, სტიქაროსანი 2010 წელს სტიქარით შემოსა დეკანოზმა გიორგი გიგიტაშვილმა 1955-2019წწ  


სრულად ნახვა

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.