გიგაური გაბრიელ (მღვდელი). საპატრიარქოს უწყებანი. -  2010. - 27 მაისი - 2 ივნისი.
საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.10
7 აპრილს რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიაში ცურტავის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული შოთა გიგაური და სახელად გაბრიელი უწოდა. დიაკონი გაბრიელი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N19 27 მაისი-2ივნისი 2010წ გვ. 6
ხელდასხმა
16 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის ღვთისმსახურს, დიაკვან გაბრიელ გიგაურს. მღვდელი გაბრიელი დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N17 3-9 მაისი 2012წ გვ.8
დაჯილდოება
29 აპრილს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით -– ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურები: იღუმენი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი) და იღუმენი ათანასე (კარანაძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -– დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმსახური, რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოს  წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი იოანე (ხელაია); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი გაბრიელ გიგაური.
დაჯილდოება
19 აგვისტოს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა
სამღვდელოება: 
მიტრით –– დიღმის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გაბრიელ გიგაური;