სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12002

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გოგეშვილი მარინე (მარიამ) მონაზონი

ლანჩხუთიდან;

გოგეშვილი მარინე  მონაზონი ჯიხეთის დედათა მონასტერი 1900-იანი

მარინე (მარიამ) გოგეშვილმა 1947 წლამდე იწინამძღვრა. მისი გარდაცვალების შემდეგ წინამძღვრობა ელისაბედ ჯანჯღავას დაეკისრა და ისიც კარგა ხანს ღირსეულად ასრულებდა მას.

მონაზონი მარინე (მარიამ) გოგეშვილი გურიის დედათა მონასტრის მესამე წინამძღვარი გახლდათ. ის სრულიად ახალგაზრდა გახდა მონასტრის იმ მცირე ჯგუფის წევრი, რომლებსაც განგებამ ამ სავანის დამფუძნებლის პატივი არგუნა. მარინე მონაზვნის შესახებ მონაზონ მატიონე ჩხიკვაძის მოგონებიდან ვგებულობთ. "მარინე მონაზონი ჩემზე ცოტა უფროსი იყო, მაგრამ ეს სრულებით არ გვიშლიდა ხელს, გაცნობის პირველი დღეებიდან გაბმულიყო ჩვენს შორის უღრმესი სიყვარული და პატივისცემა. მარინე ღვთისაგან უაღრესად განებივრებული მონაზონი იყო: პატიოსანი, ზრდილობიანი, საქმიანი, გამჭრიახი გონების, მოყვარე და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი რამ ამშვენებდა. სწორედ ამ თვისებების გამო აირჩია კრებულმა წინამძღვრად ღვთივკურთხეული წინამძღვრის ანასტასია ლორთქიფანიძის მიცვალების შემდეგ. მართალია, მას მერე დიდხანს აღარ უცოცხლია, მაგრამ მოკლე დროშიც ისეთი წარმატებით იღვაწა, რომ ჭეშმარიტი მეისტორიე ღირსეულ ადგილსაც მიუჩენს ჩვენი ღვთივკურთხეული სავანის ისტორიაში.


მარინე მონაზონს მეორე მსოფლიო ომის მძიმე ჟამს მოუხდა წინამძღვრობა. დიდი მწუხარება განვიცადეთ მარინეს მოულოდნელი სიკვდილის გამო და ეს იმიტომ, რომ კეთილი თვისებების გარდა ის ყოველი ჩვენგანის საიმედო პატრონი და ნუგეში იყო. მწუხარებას ისიც გვიძლიერებდა, რომ მის ღირსეულ შემცვლელს ჩვენს წრეში ვეღარ ვხედავდით. მაგრამ დრო გავიდა და ელისაბედ მონაზონი გამოვარჩიეთ საწინამძღვროდ".

გოგეშვილი - გვარის 3 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

გოგეშვილი პეტრე (პაატა) - იღუმენი. 2011 წლის 18 აპრილს ბერად აღკვეცა. 2012 წლის 14 აპრილს, მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. იმსახურებს: ექადიის წმინდა გიორგის სახელობის სამღვდელმთავრო რეზიდენციის მამათა მონასტრში. სრულად ნახვა
გოგეშვილი ეკატერინე  მონაზონი 
გოგეშვილი მარინე (მარიამ) - მონაზონი. ლანჩხუთიდან; სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.