სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11816

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გოგოლაძე  ვახტანგი დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გოგოლაძე ვახტანგი დეკანოზი

2013 წლის 29 დეკემბერს, დიაკვნად ხელდასხმა. 2014 წლის 21 სექტემბერს, მღვდლად ხელდასხმა. დაინიშნა: თბილისის წმ. კოზმა და დამიანეს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად.  2020წლის 14 ივნისს დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში;

2022წ. მდგომარეობით დეკანოზი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

გოგოლაძე ვახტანგ  მღვდელი ,ბათუმის და ლაზეთის  ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.37. ფოტო

ხელდასხმა
29 დეკემბერს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთველმა  მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ვახტანგ გოგოლაძე.დიაკონი ვახტანგი თბილისის წმინდა კოზმა და დამიანეს სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.

ხელდასხმა
21 სექტემბერს ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის წმ. კოზმა და დამიანეს სახელობის ეკლესიის დიაკვან ვახტანგ გოგოლაძეს. მღვდელი ვახტანგი თბილისის წმ. კოზმა და დამიანეს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 2020 წლის 14 ივნისს, ყოველთა წმიდათა კვირიაკეს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სამღვდელოება დააჯილდოვა:

მღვდელი ვახტანგ გოგოლაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში;

მღვდელი პანტელეიმონ წულაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში;

მღვდელი მიქაელ არეშიძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.