სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11858

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გოგოტიშვილი  კახაბერი დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გოგოტიშვილი კახაბერი დეკანოზი

2004 წლის 19 დეკემბერს დიაკვნად ხელდასხმა. 2006წლის 17 სექტემბერს მღვდლად კურთხევა.  2010 წლის 30 მაისს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით. 2011 წლის 02 ივნისს დაჯილდოვდა: მიტრით -საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების  სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. 2020წ. საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ტაძრის მღვდელმსახური 

2020წ. მდგომარეობით დეკანოზი მცხეთა-თბილისის ეპარქია

გოგოტიშვილი კახაბერ დეკანოზი 2020წ. საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ტაძრის მღვდელმსახური 2025წ. საბურთალოზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვარი

საპატრიარქოს უწყებანი N48 24-31 დეკემბერი 2004წ გვ.6

პირველი ხელდასხმები ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში

19 დეკემბერს, წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს უწმიდესმა და უნ ეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ბერდიაკონ ადამს (ახალაძე). იმავე დღეს ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში თბილისის სასულიერო აკადემიის 1 კურსის სტუდენტს კახაბერ გოგოტიშვილს დიაკვნად დაასხეს ხელი. ორივე მათგანი ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებენ.

კურთხევა
17 სექტემბერს სრულიად საქართველოს პატრიარქმა ილია II ყოვლადწმინდა სამების საპატრი- არქო ტაძარში დიაკვნად აკურთხა თბილისის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის ბერი აბიათარ ქაფიანიძე, ხოლო მღვდლად ყოვლადწმინდა სამების ტაძრის დიაკვანი კახაბერ გოგოტიშვილი. ბერ-დიაკონი აბიათარი ფერისცვალების მამათა მონასტერში იმსახურებს, ხოლო მღვდელი კახაბერი - თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში (ნაძა-
ლადევი).

საპატრიარქოს უწყებანი N20 3-9 ივნისი 2010წ გვ. 6

დაჯილდოება

30 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით — წყნეთის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ აბულაძე; ნაძალადევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — საბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი დავით რუხაძე; თბილისის წმინდა ჯვრის მამის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი თავმას ჩოხელი. 

 საპატრიარქოს უწყებანი N23 16-22 ივნისი 2011წ გვ.7

დაჯილდოვება

2 ივნისს საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების  სახელობის ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სასულიერო პირები: არქიმანდრიტის წოდებით - ყოვლადწმინდა საების სახელობის საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახური, იღუმენი ანდრონიკე (წიქარიშვილი); მიტრით -საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების  სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი; გამშვენებული ჯვრით ––- ვაკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი და საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი ჯიბუტი; ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის (სამედიცინო უნივერსიტეტის  ეზო) მღვდელმსახური, დეკანოზი ანტონ გელაშვილი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის (სამედიცინო უნივერსიტეტის ეზო) მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი წურწუმია; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი გიუტაშვილი.


გოგოტიშვილი - გვარის 4 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

გოგოტიშვილი  თომა (თამაზი) დეკანოზი
გოგოტიშვილი თომა (თამაზი) - დეკანოზი. 2009 წლის 16 აპრილს დიაკვნად კურთხევა. 2009 წლის 17 მაისს მღვდლად კურთხევა. 2017 წლის 02 აპრილს, დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით და მიტრით; იმსახურებს ოზურგეთის საკათედრო ტაძარში.

2025წ. ღვთივგანისვენა დეკანოზი შემოქმედის ეპარქია

სრულად ნახვა
გოგოტიშვილი  ბასილი დეკანოზი
გოგოტიშვილი ბასილი - დეკანოზი. 2017 წლის 02 აპრილს, დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრით; შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსი 

2021წ. მდგომარეობით დეკანოზი შემოქმედის ეპარქია

სრულად ნახვა
გოგოტიშვილი  კახაბერი დეკანოზი
გოგოტიშვილი კახაბერი - დეკანოზი. 2004 წლის 19 დეკემბერს დიაკვნად ხელდასხმა. 2006წლის 17 სექტემბერს მღვდლად კურთხევა.  2010 წლის 30 მაისს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით. 2011 წლის 02 ივნისს დაჯილდოვდა: მიტრით -საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების  სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. 2020წ. საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ტაძრის მღვდელმსახური 

2020წ. მდგომარეობით დეკანოზი მცხეთა-თბილისის ეპარქია

სრულად ნახვა
გოგოტიშვილი ბესარიონ დიაკვანი 1870წ. ხაჩხოტურის წმ. გიორგის ეკლესია
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.