
გოცაძე მაკარი ბერდიაკონი,მარგვეთის და უბისის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.45. ფოტო
საპატრიარქოს უწყებანი N1 11-17 იანვარი 2007წ 13
30 დეკემბერს მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსმა ვახტანგმა (ახვლედიანი) უბისის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორ- ჩილები მირიან გოცაძე, რომელსაც ეწოდა მაკარი და ლევან ბუქსიანიძე, რომელსაც ეწოდა პახუმი.
საპატრიარქოს უწყებანი N34 11-17ოქტომბერი 2012წ გვ.9
ტაძრის კურთხევა
21 სექტემბერს მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) აკურთხა ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი. ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჯერ კიდევ 1993 წელს მარგველ მიტროპოლიტ კონსტანტინეს (მელიქიძე) დროს ჩაეყარა. მისი გარდაცვალების შემდეგ ეკლესიის აგებას ხელმძღვანელობდა დეკა- ნოზი გრიგოლ აბულაძე, ამჟამად სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი. საბოლოოდ კი ტაძარი დასრულდა მეუფე ვახტანგისა და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით. წირვის დასასრულს მარგველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა ამავე ტაძრის მღვდელმსახურს, მღვდელ-მონაზონ მაკარის (გოცაძე).
დაჯილდოება
16 აგვისტოს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სასულიერო პირები.
მარგვეთისა და უბისის ეპარქია:
არქიმანდრიტის წოდებით -– იღუმენი მაკარი (გოცაძე);
გამშვენებული ჯვრით - იღუმენი პახუმი (ბუხსიანიაძე);
გამშვენებული ჯვრით და მიტრით დეკანოზი სერაპიონ სამხარაძე;