ხელდასხმა
7 ივლისს შემოქმედის ეპარქიის, უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) დიაკვნად აკურთხა მამუკა გუდავაძე და სახელად მიქაელი უწოდა.
ხელდასხმა
5 ოქტომბერს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა  (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან მიქაელ გუდავაძეს. მღვდელი მიქაელი სურების მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.
გუდავაძე მიქაელ (მღვდელი) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფ. ზემო სურების ახლადაშენებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის კურთხევისა და წინამძღვრად დანიშვნის შესახებ. საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2015. 22–28 ოქტომბერი. N 34 (779). გვ. 6.
ტაძრის კურთხევა
10 ოქტომბერს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) აკურთხა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფ. ზემო სურების ახლადაშენებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, რომლის წინამძღვრად მღვდელი მიქაელ გუდავაძე დაინიშნა.
დაჯილდოება
17 აპრილს თბილისის ყოვლადწმინდა სამების
სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: 
ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით – მღვდელი პავლე ქინქლაძე; მღვდელი გიორგი ჭელიძე; მღვდელი მიქაელ გუდავაძე; მღვდელი გიორგი ბარამიძე.
დაჯილდოება
2 აპრილს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემოქმედის ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები:
დეკანოზი მიქაელ გუდავაძე -– გამშვენებული ჯვრითა და მიტრის ტარების უფლებით;
გუდავაძე მიქაელ დეკანოზი, შემოქმედის ეპარქია 2023წ. მდგომ.