თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ებრალიძე ირაკლი - მღვდელი.
2015 წლის 25 ოქტომბერს დიაკვნად კურთხევა. 2017 წლის 29 იანვარს, მღვდლად ხელდასხმა. თბილისის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახ. ტაძარი.
25 ოქტომბერს ახალციხის წმ. მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ირაკლი ებრალიძე. დიაკვანი ირაკლი თბილისის წმ. არჩილ და ლუარსაბის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
29 იანვარს დედოფლისწყაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში ხორნაბუჯელმა ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძრის დიაკვან ირაკლი ებრალიძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებული შოთა ჩორგოლეიშვილი და სახელად ანტონი უწოდა. მღვდელი ირაკლი თბილისის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახ. (მე-8 ლეგიონი) ტაძარში იმსახურებს. დიაკვანი ანტონი ვაზისუბნის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახ. მშენებარე ტაძარში დაინიშნა.
30 დეკემბერს შავნაბადის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტერში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) ბერად აღკვეცა მორჩილი ირაკლი ებრალიძე და სახელად ნიკოლოზი უწოდა.
ხელდასხმა
ინფორმაცია მოგვაწოდა მია რამიშვილმა, ბავშვობის მეგობარი
ებრალიძე ლეონიდე (ბექა) - ბერდიაკვანი.
2015 წლის 02 აგვისტოს, ბერად აღკვეცა. 2015 წლის 18 ოქტომბერს ბერდიაკვნად კურთხევა. 2018 წლის 27 მაისს, მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. დაინიშნა მაწევანის მონასტრის წინამძღვრად.
2 აგვისტოს მანგლისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტმა ბართლომემ (ფირცხალაშვილი) ბერად აღკვეცა მორჩილი ბექა ებრალიძე და სახელად ლეონიდე უწოდა.
18 ოქტომბერს მანგლისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) დიაკვნად აკურთხა ბერი ლეონიდე (ებრალიძე).
2018 წლის 27 მაისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) მღვდელ-მონაზვნად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ ლეონიდეს (ებრალიძე), რომელიც იმავდროულად დაინიშნა მაწევანის მონასტრის წინამძღვრად. მლვდელ-მონაზონი ლეონიდე (ებრალიძე) არის რომის აღმოსავლეთის პონტიფიკალური ინსტიტუტის დოქტორანტი.